ძაღლი ადამიანების გარემოცვაში
ძაღლი ადამიანების გარემოცვაში
ძაღლის სოციალიზაცია _ ეს არის საზოგადოებასთან მიჩვევა, როდესაც უკეთებ კორექციას მის ქცევას და დამოკიდებულებას სხვადასხვა არსებებთან მიმართებაში . ადამიანებთან განსხვავებით, რომელთაც შეუძლიათ ცხოვრების მანძილზე რამოდენიმეჯერ რესოციალიზაცია, ძაღლის სიცოცხლეში ეს პროცესი მხოლოდ ერთხელ ხდება, ამიტომ აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ მიმდინარეობს ეს?

ძაღლის სოციალიზაცია რამდენიმე ეტაპად იყოფა.


პირველი იწყება თითქმის დაბადებისთავაბე და გრძელდება 3 თვე. ამ დროს ლეკვი გადის იმპრიტინგს (ე.წ. დამახსოვრებას). ეს ნიშნავს, რომ ლეკვი იმახსოვრებს ყველა გარშემო მყოფს და მომავალში აღიქვამს მათ თავისად. ანუ, თუ პირველი ორი თვის მანძილზე
ლეკვმა თითქმის არ ნახა ადამიანი და არ ეკონტაქტა მას, მომავალში ის ვერასოდეს იქნება მისი ბოლომდე
ერთგული. ასეთ ლეკვი ადამიანს შეიძლება აღიქვამდეს როგორც ვინმე "მეგობარს", მაგრამ საკუთარი გუნდის სრულუფლებიან წევრად და მითუმეტეს მის მეთაურად ის ვერასოდეს გახდება. ეს კიდევ რა, მისთვის მომავალში განსხვავებული ჯიშის ძაღლებიც კი "უცხოები" იქნებიან, თუ ლეკვმა ვერ შეძლო მათი გაცნობა პატარაობიდანვე.

გაეცანით საინტერესო ფაქტს, რომელიც ზემოდ თქმულს ამტკიცებს - მეცხვარის ძაღლი პატარაობიდანვე ყავთ ცხვრის გარემოცვაში, რის გამოც ისინი ცხვრებს აღიქვამენ, როგორც გუნდის წევრებად (დაუცველ წევრებად), და ყოველთვის მზად არიან ისინი დაიცვან.

სოციალიზაციის მეორე პერიოდი თქვენს ბინადარს ცხოვრების მესამე თვიდან ეწყება. ამ პერიოდში უმთავრესია დაკავდეთ ლეკვის აღზრდით და დაანახოთ მას, თუ ვინ არის ოჯახში უფროსი, და ვინ არა. და თუ თქვენ არ გამოიჩენთ საკმარის სიმყარეს და მოთმინებას, ის გუნდის უფროსად თავის თავს ჩათვლის, ეს კი ნიშნავს, რომ ეყვარებით და დაგიცავთ, მაგრამ პატივს არ გცემთ. მთავარია გაიგოთ, რომ დასაწყისში ლეკვს ცოტა რამ ესმის, ამიტომ "კარგი-ცუდის" და "შეიძლება-არ შეიძლებაზე" მიჩვევის პროცესი გრძელდება თვეების განმავლობაში.

მესამე პერიოდი (მეექვსე-მეშვიდე თვე) საბოლოოდ გაამყარებს გაგებას "ჩვენი გუნდი", და "ჩვენი ტერიტორია". ლეკვმა ეხლა კარგადაა გარკვეული სად არიან თავისიანები და სად სხვები, ვინ არის გუნდის უფროსი და იცის კარგი მოქცევის წესი. რა თქმა უნდა მას წინ კიდევ ბევრის შესწავლა მოუწევს, მაგრამ მყარი საფუძველი უკვე ჩაყრილია. ასეთ დროს ძაღლებს ეწყებათ სექსუალური აქტივობა - რა თქმა უნდა, თუ ახლოს არის მისი ე.წ. ტრფობის ობიექტი.

მაგრამ ეს უკვე მხოლოდ ძაღლის საქმეა და ადამიანს ეს არ ეხება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?