ძაღლისა და ადამიანის მშვიდობიანი თანაცხოვრება
ძაღლისა და ადამიანის მშვიდობიანი თანაცხოვრება
როგორ უნდა იცხოვრონ მშვიდად ძაღლმა და ადამიანმა? სოციალიზაცია _ აი გამოსავალი!

მაშინვე, როგორც კი ლეკვი მოგყავთ სახლში, უნდა დავფიქრდეთ, როგორ იცხოვრებს ის მომავალში, რასთან მოუწევს შეხება და სად და როგორ წარიმართება მისი ცხოვრება. სიცოცხლეში შეიძლება მრავალი სიტუავია წარმოიშვას, ამიტომ საჭიროა დავსახოთ მოქმედების გეგმა, რის დახმარებითაც გააცნობთ ძაღლს მის გარშემო სამყაროს.


ადეკვატური რეაქცია

პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ თქვენს გარშემო ყოველთვის იმყოფებიან ადამიანები. აუცილებელია ძაღლი მშვიდად რეაგირებდეს ადამიანებზე, გამვლელებზე, ნაცნობებზე და სტუმრებზე. ბევრი ძაღლის მოყვარული არ თვლის აუცილებლად თავისი ბინადრის სოციალიზაციას,
მაგრამ გვერწმუნეთ, სჯობს სოციალიზაციის იმაზე ადრე დაწყება, ვიდრე მის დიდ ასაკში ამ საკითხის იგნორირება გაგვიხდება
სანანებელი.

თუ თქვენ ცხოვრობთ ქალაქის ცენტრში, ლეკვი უნდა მივაჩვიოთ ხმაურს, მანქანებს და სხვა ცხოველებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძაღლის უცნაურ გამვლელებზე მშვიდ რეაგირებაზე მიჩვევა _ ეს შეიძლება იყოს გოგონა ეტლით, ან ხანში შესული ბატონი ჯოხით, ასევე შეიძლება იყოს ინვალიდი, ან ნასვამი ადამიანი.


ყეფა _ არ არის გამბედაობის ნიშანი

არ შეიძლება ძაღლის შეჩვევა უცხოებზე ყეფით რეაგირებას, ცხოვრებაში ეს არ გამოგადგებათ, პირიქით, ხელს შეგიშლით.

Zooclub

ნუ იამაყებთ თქვენი "უშიშარი" ძღლით, რომელიც უყეფს გამვლელებს და სხვა ძაღლებს, რადგან ყეფა არ არის გამბედაობის ნიშანი. ასეთმა ძაღლმა ხშირ შემთხვევაში არ იცის, როგორი რეაგირება გააკეთოს ამა თუ იმ სიტუაციაზე, ამიტომ ყეფა - ეს მისი თავდაცვითი რეაქვიაა. გამბედავი და საკუთარ თავში დარწმუნებული ძაღლი პირიქით, არ დახარჯავს ტყუილად თავის ენერგიას და ტყუილად არ იყეფებს. ძაღლი, რომელიც არ ყეფს და არ ესხმის თავს უცხო ნივთებს, ყოველთვის შეუძლია იყოს თქვენთან ერთად ნებისმიერ ადგილას და თქვენ არასოდეს შეგეშინდებათ მისი არაადეკვატური რეაქციის.

მშვიდი ძაღლები უყვართ გარშემო ადამიანებს - თქვენს მიმართ არ იქნება გარჩევები და ლანძღვა, მეზობლები იქნებიან მეტად ლოიალურები თქვენი ძაღლის მიმართ. მყეფარე, აგრესიული და არასოციალიზირებული ძაღლი თქვენ ბევრ პრობლემას შეგიქმნით. თქვენ ვერ მოიყვანთ სახლში სტუმრებს, თქვენი მეგობრები ზურგს შეგაქცევენ, ვერ შეძლებთ ძაღლთან ერთად სადმე წასვლას, ან ისედაც, ვერსად წახვალთ. ამიტომ უკუაგდეთ ეჭვები და მოახდინეთ თქვენი ბინადარის სოციალიზაცია და რაც უფრო სწრაფად დაიწყებთ ამას, მით ბედნიერი იქნება თვითონ ლეკვი.
iame-ს
მიიყვანეთ ძაღლის ფსიქოლოგთან. მე ერთიკარგი ფსიქოლოგი ვიცი ირინა - 597 992 451 . დაურეკეთ. აუხსენით სიტუაცია და ის ნამდვილადუშველის ძაღლს.
iamze
ცჰემი დზაგლია ეგეტი აგრესიულია ეზოსჰი მყავს მაგრამ ხალტან ვერ გამყავს კატმებზ ერცის კლავს რა ვკნა არ ვიცი ისე მიყვარს რომ ვერ გადამიცყვეტია რა უკნა რა უსჰველო
tamo
მასწავლებელთან მიიყვანეთ
leila
ჩემი ძაღლია სწორედ მასეთი აგრესიული.გარეთ ვერ გამყავს ყველას და ყველაფერს ყეფს,არადა უკვე 3 წლისაა,რა მოვუხერხო? კონკრეტული რჩევები მინდა.დაიწყეთ მისი სოციალიზაცია--ზოგადია.როგორ?ამიხსენით
კანსტანტინ
ქალისა და ადამიანის თანაცხოვრებაზე გვიამბეთ, თუ შეიძლება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?