მითი თუ რეალობა: შეუძლია ძაღლს სახლისკენ მიმავალი გზა თავად იპოვოს?
მითი თუ რეალობა: შეუძლია ძაღლს სახლისკენ მიმავალი გზა თავად იპოვოს?
უამრავი ისტორია არსებობს ძაღლებზე, რომლებიც დაიკარგნენ და დიდი ხნის შემდეგ სახლისკენ გზა იპოვეს. სასწაულია ეს თუ მეექვსე გრძნობა?
ბევრჯერ გვსმენია, რომ ძაღლს არაჩვეულებრივად შეუძლია სახლის გზა იპოვოს. სადაც არ უნდა დაიკარგოს, რა სიშორეზეც არ უნდა წავიდეს სახლიდან, მაინც დაბრუნდება უკან. სიმართლეა ეს თუ გამოგონილი ისტორია?

სინამდვილეში, ეს ყველაფერი ისე არ არის, როგორც გაზეთებში წერია და ტელევიზიით გვამცნობენ. ის, რომ ძაღლებს აქვთ მეექვსე გრძნობა, ამის მტკიცებულება ჯერ არ არსებობს – რეალურად მათ სახლში დასაბრუნებლად ეხმარებათ ყნოსვა და კარგად ორიენტაციის უნარი. ცხვირი
ყველა ძაღლის დამხმარეა.

ძაღლები ათჯერ უფრო კარგად გრძნობენ სუნს, ვიდრე ადამიანები, ამიტომ დაკარგული ძაღლი პირველად
ძებნას ცხვირით დაიწყებს: ის შეეცდება ყველა დეტალი იყნოსოს, რაც მას სახლს მოაგონებდა და თუ რამე ჩასაჭიდს დაიჭერს, ამ გზას მიიყვება. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ის უფრო და უფრო უახლოვდება სახლს. ძაღლებს ასევე თავისუფლად შეუძლიათ მზეზე ორიენტირება.

ძაღლები ყოველთვის კარგად იმახსოვრებენ ტერიტორიას და იმ ადგილს, სადაც მან უვკე გაიარა. ამიტომ წრეზე სიარულს არ დაიწყებენ. მგლისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის ცდილობს გზას გაექცეს, ძაღლი პირიქით, ყოველთვის ეძებს გზას.

ამგვარად, უმეტესობა ისტორიებისა, რომელიც მოგვითხრობს, რომ ძაღლებმა კილომეტრები გაიარეს და სახლში დაბრუნდნენ – სიმართლეა. მაგრამ ამის მიზეზი არა სასწაულია, არამედ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების არაჩვეულებრივი შესაძლებლობები.


ZURA
70 იან წლებში გვყავდა მთელ რეგიონში ცნობილი ცხოველებზე მონადირე ძაღლი რომელი 3ჯერ მოიპარეს და სამივეჯერ დაბრუნდა.მესამედ რომ მოიპარეს 6 თვის შემდეგ დაბრუნდა.მამაჩემის გარეშე არ ნადირობდა თან.მის შემდეგ მოდიოდნენ და თხოულობდნენ რადგან მიხვდნენ მოპარვას აზრი არ ქონდა და მამა თუ გაატანდა ჩვეულებრივად მიყვებოდა და ნადირობდა.მაგრამ ერთ დღეზე მეტ ხანს არ ჩერდებოდა უცხოებთან.წაყვანით მიყავდათ მოსვლით თვითონ მოდიოდა.მოინადირებდა მოაკლევინებდა და მოდიოდა,ზღაპარს გავს მაგრამ სინამდვილეა
გაჩეჩილაძე
ძაღლები იმახსოვრებენ დაახლოებით 250 სუნს, ისინი თავიაანთ ტერიტორიაზე ტოვებენ სუნს, სახლსაც სუნით აგნებენ, ასევე მძუანობის პერიოდში ხვადი გრძნობს მდედრის სუნს.მე მყავდა აღმოსავლურ-ევროპული ნაგაზი შესაჯვარებლად მოვიყვანეთ, ხვადი, მეორე დღეს ეტყობა პატრონს გამოეპარა და და საღამოს გვესტუმრა სახლში მე-4 სართულზე, სადაც გვქონდა ე.წ."სუშილკაში" ძაღლის სახლი მოწყობილი. ცვენც ძალიან გაგვიკვირდა იმიტომ რომ რამოდენიმე კორპუსის მოშორებით ცხოვრობდა მისი პატრონი. რაც შეეხება ზაღლების სიყვარულს და ერთგულებას, მათ ადამიანებზე მეტად შეუძლიათ სიყვარულიც და ერთგულებაც, როდესაც ჩემი მეუღლე დაიღუპა მიცვალებულს სახეზე თავს ადებდა და სახეს ულოკავდა. ისიც ძალიან მალე დაავადმყოფდა და რამოდენიმე თვეში გარდაიცვალა. "ავჩარკები" ძალიან მგრძნობიარენი არიან.როდესაც კვდებოდა ცრემლები სდიოდა და ისე მიყურებდა მისი თვალები არასოდეს დამავიწყდება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?