ძაღლის ენა – პირველი გაკვეთილები
ძაღლის ენა – პირველი გაკვეთილები
მართალია, რომ ძაღლის ენა ისეთივე მეტყველია როგორიც ჩვენი? როგორ ურთიერთობენ ჩვენთან ცხოველები?

უცხო ენები

ადამიანმა ძაღლი უკვე დიდი ხნის წინ მოათვინიერა. სხვადასხვა ქვეყნის კულტურაში და ისტორიაში ბევრი მითი არსებობს ძაღლების შესახებ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ადამიანი წარმატებულად ურთიერთობს ძაღლთან, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. არადა. ჩვენ ხომ ორი განსხვავებული სახეობა ვართ, რომელთა ურთიერთობა მეტყველების გარეშე წარმოუდგენელია.

როდესაც ადამიანი ცდილობს ძაღლის სწავლებასა და გაწვრთნას, ამისათვის ადამიანურ ენას გამოიყენებს. მაგრამ ძაღლს, რომელსაც არ შეუძლია ლაპარაკი, ასე ადვილად არ შეუძლია აუხსნას ადამიანს რა
სჭირდება მას.

გასაოცარია, მაგრამ ძაღლებსაც აქვთ თავიანთი ენა, ძალიან განსხვავებული და მდიდარი – ეს არის
მიმიკებისა და პოზების ენა. დააკვირდით თქვენ ოთხფეხა მეგობარს, მიაქციეთ მის რეაქციას გასეირნების დროს, ყუარდღებით უყურეთ თუ როგორ ურთიერთობს ის სხვა ძაღლებთან და მიხვდებით, რომ ძაღლებს შეუძლიათ თვითგამოხატვა და ლაპარაკი.



ბედნიერებასა და უბედურებაში...

მაგალითად აგრესიულად განწყობილი ძაღლი ბევრ ნიშანს გამოსცემს, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით ძნელია. თავდაპირველად ის ყურადღებით აკვირდება ობიექტს, შემდეგ მისი მთელი ტანი იძაბება. ძაღლი კუდს რაც შეიძლება ზევით სწევს, ამას მოყვება ბეწვის მაღლა აწევა და მხოლოს ამის შემდეგ ის იწყებს ყეფას ან ღრენას. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება, რომ პატრონი ვერ ახერხებს დროულად რეაგირებას და მხოლოდ ბოლო სტადიაზე ამჩნევს ძაღლის აგრესიულობას.

მხდალი, ან მშიშარა ძაღლი ასევე ნათლად გამოხატავს თავის ემოციებს. მისი თვალები ფართოდ გახელილია, ყურები მიდებული, ტუჩის კუთხეები გაფართოებული, ტანი მოკუმშული, ზოგი ძაღლი კანკალებს კიდევაც.

მხიარული ძაღლი ყველამ იცის – ეს ის ძაღლია, რომელიც პირდაღებულია და მის სახეზე თითქოს ღიმილი შეიმჩნევა, კუდს აქიცინებს და ყურები ცოტათი უკან აქვს გადაწეული.

თუ ძაღლმა მოიწყინა და ავად გახდა – პატრონები ხშირად ამჩნევენ ძაღლების ასეთ ქმედებებს, მაგალითად როდესაც ისინი თავს ჩაქინდრავენ, არ აქვთ სურვილი სასეირნოდ გასვლის, არაფერი უხარიათ და ა.შ.

ადრე ლაპარაკობდნენ ძაღლების საერთო ნიშნებზე, მაგრამ არის ისეთი პატარა ნიუანსები, რომლებიც ყველა ძაღლს ინდივიდუალურად აქცევს. მაგალითად, ყველა თავისებურად ეძახის პატრონს სათამაშოდ: ზოგი დაჟინებით უყურებს მას თვალებში და შემდეგ წინა თათებზე იხრება, ზოგი ყეფას იწყებს, ზოგს კი პატრონისთვის სათამაშო მიაქვს.

ძაღლი ცდილობს ადამიანთან გამონახოს საერთო ენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ერქმეოდა ადამიანის საუკეთესო მეგობარი. ისინი ყოველთვის ცდილობენ ჩვენს გაგებას – დადგა დრო, ჩვენც გავუგოთ მათ.


გია მესხი
მყავს გერმანული ნაგაზი. 11 თვის არის და მაინც ყველაფერს ღრღნის. განსაკუთრებით კი ხეებს და ვარდებს, გამინადგურა ბაღი. როდისმე გადაეჩვევა ამას თუ ბოლომდე დარხეული მაქვს?
luka ogarko -ს
თუ შენ მოუვლი, ან ოჯახში არავის აქვს ალერგია ცხოველზე - მაშ ეცადე დაატოვებინო. თუ არა და ძაღლი არ დატოვო არც ქუჩაში, არც თავშესაფარში! _ გააჩუქე აუცილებლად კარგ პატრონზე, რომელიც მიხედავს ყოველთვის და შენც გეცოდინება როგორ იქნება შენი ცუგა.
luka ogarko
ძალიან გთხოვთ დედაჩემს არ უნდა ძაღლი მე კი მინდა და რა ვქნა
გიორგი
ჩემი ძაღლი(ლეკვი) მეცხვარის ჯიშის ძალიან უყვარს დასვენება სულ წამოწოლილია და ფეხზე არ დგება ტუ ძალით არ დავაყენებ მირჩიეთ რამე
dianas
დააკვირდი რა შემთხვევაში შარდავს სახლში და მიხვდები.როცა ითამაშებს,წრიალს როგორც ატეხავს,ან სულაც დიდ ემოციას გამოხატავს არ აქვს მნიშვნელობა დადებითს თუ უარყოფითს,მაშინვე გასვი გარეთ (თუ ეზოში ვერა აივანზე მაინც) თან გაუმეორე მოშარდე,მანამ არ შემოუშვა ვიდრე არ მოისაქმებს,რო შემოუშვებ მოეფერე, შეაქე და რამე გემრიელი მიეცი დაასაჩუქრე,ერთ კვირაში თავისით მოგთხოვს,კარებთან მივა და დაჯდება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?