ძაღლის ენა – პირველი გაკვეთილები
ძაღლის ენა – პირველი გაკვეთილები
მართალია, რომ ძაღლის ენა ისეთივე მეტყველია როგორიც ჩვენი? როგორ ურთიერთობენ ჩვენთან ცხოველები?

უცხო ენები

ადამიანმა ძაღლი უკვე დიდი ხნის წინ მოათვინიერა. სხვადასხვა ქვეყნის კულტურაში და ისტორიაში ბევრი მითი არსებობს ძაღლების შესახებ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ადამიანი წარმატებულად ურთიერთობს ძაღლთან, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. არადა. ჩვენ ხომ ორი განსხვავებული სახეობა ვართ, რომელთა ურთიერთობა მეტყველების გარეშე წარმოუდგენელია.

როდესაც ადამიანი ცდილობს ძაღლის სწავლებასა და გაწვრთნას, ამისათვის ადამიანურ ენას გამოიყენებს. მაგრამ ძაღლს, რომელსაც არ შეუძლია ლაპარაკი, ასე ადვილად არ შეუძლია აუხსნას ადამიანს რა
სჭირდება მას.

გასაოცარია, მაგრამ ძაღლებსაც აქვთ თავიანთი ენა, ძალიან განსხვავებული და მდიდარი – ეს არის
მიმიკებისა და პოზების ენა. დააკვირდით თქვენ ოთხფეხა მეგობარს, მიაქციეთ მის რეაქციას გასეირნების დროს, ყუარდღებით უყურეთ თუ როგორ ურთიერთობს ის სხვა ძაღლებთან და მიხვდებით, რომ ძაღლებს შეუძლიათ თვითგამოხატვა და ლაპარაკი.



ბედნიერებასა და უბედურებაში...

მაგალითად აგრესიულად განწყობილი ძაღლი ბევრ ნიშანს გამოსცემს, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით ძნელია. თავდაპირველად ის ყურადღებით აკვირდება ობიექტს, შემდეგ მისი მთელი ტანი იძაბება. ძაღლი კუდს რაც შეიძლება ზევით სწევს, ამას მოყვება ბეწვის მაღლა აწევა და მხოლოს ამის შემდეგ ის იწყებს ყეფას ან ღრენას. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება, რომ პატრონი ვერ ახერხებს დროულად რეაგირებას და მხოლოდ ბოლო სტადიაზე ამჩნევს ძაღლის აგრესიულობას.

მხდალი, ან მშიშარა ძაღლი ასევე ნათლად გამოხატავს თავის ემოციებს. მისი თვალები ფართოდ გახელილია, ყურები მიდებული, ტუჩის კუთხეები გაფართოებული, ტანი მოკუმშული, ზოგი ძაღლი კანკალებს კიდევაც.

მხიარული ძაღლი ყველამ იცის – ეს ის ძაღლია, რომელიც პირდაღებულია და მის სახეზე თითქოს ღიმილი შეიმჩნევა, კუდს აქიცინებს და ყურები ცოტათი უკან აქვს გადაწეული.

თუ ძაღლმა მოიწყინა და ავად გახდა – პატრონები ხშირად ამჩნევენ ძაღლების ასეთ ქმედებებს, მაგალითად როდესაც ისინი თავს ჩაქინდრავენ, არ აქვთ სურვილი სასეირნოდ გასვლის, არაფერი უხარიათ და ა.შ.

ადრე ლაპარაკობდნენ ძაღლების საერთო ნიშნებზე, მაგრამ არის ისეთი პატარა ნიუანსები, რომლებიც ყველა ძაღლს ინდივიდუალურად აქცევს. მაგალითად, ყველა თავისებურად ეძახის პატრონს სათამაშოდ: ზოგი დაჟინებით უყურებს მას თვალებში და შემდეგ წინა თათებზე იხრება, ზოგი ყეფას იწყებს, ზოგს კი პატრონისთვის სათამაშო მიაქვს.

ძაღლი ცდილობს ადამიანთან გამონახოს საერთო ენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ერქმეოდა ადამიანის საუკეთესო მეგობარი. ისინი ყოველთვის ცდილობენ ჩვენს გაგებას – დადგა დრო, ჩვენც გავუგოთ მათ.


ზოოკლუბ-ს
დიდი თხოვნა იქნება ისიც დადოთ თუ როგორ გავწვრთნათ ლეკვი (ძაღლი)
რუსუდანი
დიანას მინდა ვუპასუხო.მე მყავდა ძაღლი სახლში შარდავდა და ზუსტად ასე მოვიქეცი.ნახევარ საათში ერთხელ გარეთ გამყავდა და სანამ არ მოშარდავდა სახლში არ შემყავდა და თვითონვე მიხვდა რა მინდოდა მისგან.როცა მოშარდვა მოუნდებოდა,გაირინდებოდა და მე მივხვდი ეს რას ნიშნავდა,მაშინვე გარეთ ვუშვებდი.
დიანა
ორი წლის წინ ვიყიდე ჩემს ცხოვრებაში პირველი ძაღლი- მინიატურული ში ცუ. არ ვიცოდი ხერხები,როგორ გამეწვრთნა და ეგ საზიზღარი ყველგან აფსავს,სადაც მოხვდება. ერთადერთი,ჩემი შვილის საწოლს ''ინდობს'' :) არ ვიცი,რამდენად შეიძლება ახლა მისი ''გამოსწორება'' :) თუ ვინმე ამაზე რაიმე იდეას მომაწვდის, დიდი მადლობელი ვიქნები :) არადა ძალიან საყვარელია. ვერც ვუბრაზდები და მე მგონი,ამიტომაც ფიქრობს,რომ კარგს აკეთებს :)
ზღვა-ს
აქ შეგიძლიათ ნახოთ და აარჩიოთ ლეკვი, რომელსაც იჩუქებთ: http://www.zooclub.ge/ckhovelebis-katalogi.html?view=category&id=11
ზღვა
მაჩუქეთ ლეკვი ვინმემ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?