ათასწლეულების მანძილზე (სავარაუდოდ, 150 000 წლის განმავლობაში) ძაღლის სხვადასხვა ტიპის განვითარება ადამიანის მოთხოვნების შესაბამისად ხდებოდა . ამ პროცესის შესანიშნავ მაგალითად გამოდგება მონადირე ძაღლების ევოლუცია. გრეიჰაუნდი ამ ჯგუფის ტიპური წარმომადგენელი იყო – სწრაფი, ძლიერი, ამტანი; ჰქონდა არაჩვეულებრივი მხედველობა და შეეძლო სხვადასხვანაირი ნადირის დაჭერა და დახოცვა. მაგრამ საუკუნეთა მანძილზე ნადირობის მეთოდები უფრო დაიხვეწა და სანადირო სახეობების რიცხვიც გაიზარდა, ამიტომ გაჩნდნენ მონადირე ძაღლის ახალი ჯიშები, რომლებიც ნადირს სუნით აგნებენ (მეძებრები), მის ადგილსამყოფელს ადგენენ (პოინტერები და სეტერები), სამალავიდან გამოდევნიან, რომ მონადირემ ესროლოს (სპანიელები), პატრონთან
XVIII-XIX საუკუნეებში ურბანიზაციის განვითარებამ ადამიანის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეცვალა – მათ მეტი დრო დარჩათ საყვარელი საქმის საკეთებლად. XIX საუკუნის ბოლოს ძაღლების გამრავლება და მათი გამოფენებზე გამოყვანა დროის გატარების პოპულარულ საშუალებად იქცა. შედეგად ძაღლების მომშენებლებმა ყურადღება მათი გარეგნობის დახვეწაზე გადაიტანეს, რამაც ერთობ გაზარდა ჯიშების რიცხვი.
ცოტა რამ ძაღლების შესახებ ისტორიული წარსულიდან:
ოქროს მონადირე
ფარაონ ტუტანხამონის აკლდამაში ნაპოვნ ბუზების მოსაგერიებელზე გამოსახული სცენა ადასტურებს, რომ ძველ ეგვიპტეში სანადირო ძაღლები ჰყავდათ.
ადრეული კავშირები ადამიანებთან
ზეთის საღებავებით შესრულებული XIX საუკუნის ეს ფერწერული ტილო, `ბავშვი თეთრ-ყავისფერ სპანიელთან ერთად~, რომლის ავტორია Aამილა გიიო საგეზი, წარმოაჩენს იმ სიახლოვეს, რაც ოდითგანვე არსებობდა ძაღლსა და ადამიანს შორის. ერთ დროს სამეფო სახლის საყვარელი დეკორატიული ჯიშები დღეს მსოფლიოში უამრავი ოჯახის საყვარელ არსებე-ბად ითვლებიან.
საუკუნოვანი ძაღლები
ზოგიერთი ჯიში მთელი საუკუნეების მანძილზე მცირედით თუ შეიცვალა. I საუკუნის რომაული ქანდაკების ეს ძაღლები საოცრად ჰგვანან თანამედროვე უიპეტს. მისი დიდი ზომის სახესხვაობის – გრეიჰაუნდის – გამოსახულება ნაპოვნია 8000 წლის წინანდელ მესოპოტამიური კერამიკის ფრაგმენტებზე. იმ პერიოდში ეს ძაღლი ძირითადად სანადიროდ გამოიყენებოდა.
ჩრდილოელი მეომრები
კლდეზე შესრულებულ ერთ-ერთ ნახატზე, რომელიც ბრინჯაოს ხანას (ძვ.წ 1700–500) განეკუთვნება, გამოსახულია უძველესი მეომრები და მათი ერთგული ძაღლები. ეს ნიმუში წარმოადგენს ტანუმის (შვედეთი) კლდის მხატვრობის ნაწილს, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ტერიერების ამბავი
1939 წლის 18 მარტს ინგლისში, გლოსტერშირში, პერსი დრაივერმა ჯეკ რასელ ტერიერი სოროდან მაჩვის გამოსადევნად გამოიყენა. ძაღლმა ცხოველს მიაგნო, მოიმწყვდია, მერე სოროდან ამოვიდა და პატრონს მისი ადგილსამყოფელი მიანიშნა. ტერიერები სწორედ ასეთი დავალებების შესასრულებლად გამოიყვანეს – მათ სოროებში შეძრომა უნდა შესძლებოდათ. მათ ხშირად აჭრიან კუდს – უტოვებენ მხოლოდ იმდენს, რომ პატრონმა ხელის ჩავლება და ძაღლის შეჩერება შეძლოს.
საწოლის ძაღლები
გალო-რომანულ ეპოქაში ძაღლი უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალო მუშა კომპანიონი. მას პატრონები საკუთარ საწოლში იწვენდნენ, რასაც სენ-ჟერმენ ლეის (საფრანგეთი) ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში დაცული ტერაკოტის ქანდაკებაც ადასტურებს.
სახეტიალო ადგილი
ადამიანებმა ძაღლებს მადლიერების ნიშნად სპეციალური სასეირნო ადგილები გაუშენეს, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ვაშინტონის, გრინვიჩ ვილიჯისა და ნიუ-იორკის პარკები.

შექება
უმჯობესია, ძაღლი ზედმეტად შეაქოთ, ვიდრე დატუქსოთ. ეს უიპეტი მსუბუქი მოფერებითაც კი გრძნობს, რომ კარგად იქცევა.
გამეორება
ვეიმარანერს თუ დავალების შესრულებისთვის, მაგალითად, გაზეთის მოტანისთვის შეაქებთ, იმავე ქმედებას ხალისით გაიმეორებს.

სწრაფად იმოქმედეთ
ძაღლი უნდა დატუქსოთ ცუდი საქციელის ჩადენიდან მაშინვე – 15 წამის განმავლობაში, რათა დასჯის მიზეზს მიხვდეს.
წვრთნა
ძაღლის სწორად გაწვრთნისთვის კარგი იქნება ვიცოდეთ, როგორ ითვისებენ ნასწავლს ეს ცხოველები. ერთ-ერთი ქმედითი მეთოდია ცხოველის ქცევის შეფასება – კარგისთვის დაჯილდოება, ცუდისთვის – დატუქსვა ან უყურადღებოდ დატოვება. ძაღლი მალე ხვდება დავალების შესრულებისა და შედეგის ურთიერთკავშირს. მან უკვე იცის, როგორ უნდა მოიქცეს ჯილდოს მისაღებად – იქნება ეს გემრიელი საჭმელი, შექება თუ მოფერება. ეს ყველაფერი ძაღლს აგებინებს, რომ მისი საქციელი მოიწონეს. დატუქსვაში არ იგულისხმება უხეში მოქმედება – უბრალოდ ამ დროს ცხოველმა ჯილდო არ უნდა მიიღოს. მაგალითად, თუ ძაღლი თავს გაბეზრებთ და თქვენი ყურადღების მიქცევას ცდილობს, ზურგი უნდა აქციოთ, ან სულაც გახვიდეთ ოთახიდან. მხოლოდ მაშინ მოეფერეთ და შეაქეთ, როცა თავს დაგანებებთ. ისიც მიხვდება, რომ მხოლოდ წყნარი და დინჯი ქცევით შეუძლია მიიპყროს თქვენი ყურადღება. დაიმახსოვრეთ, ყოველთვის უფრო ადვილია ასწავლოთ ძაღლს ის, რაც გსურთ, ვიდრე დასჯით გადააჩვიოთ იმას, რაც არ მოგწონთ.
