error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/88d8f68722a87700bf5f1f22ce09b05b.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ბრძანება "ჩემთან!"
ბრძანება "ჩემთან!"
”ჩემთან!” - ერთ-ერთი ძირითადი ბრძანებაა, რომლის სწავლება უნდა დავიწყოთ როგორც კი ლეკვი 2-3 თვის გახდება და მიეჩვევა თავის სახელს.
თუ თქვენ არ წვრთნით თქვენს ბინადარს, მაშ არის რისკი, რომ ის გაიზრდება გაუგონარი და ჯიუტი ძაღლი, რომლის სეირნობიდან სახლში წაყვანა შეუძლებელია.

"ჩემთან!" - ამ ბრძანების შესწავლა ჯობია დაიწყოთ სახლში, სდაც ლეკვების ყურადღების გაფანტვის ფაქტორი ყველაზე ნაკლებია,. ვიდრე ქუჩაში. ხელში აიღეთ რამოდენიმე მისი საყვარელი ტკბილეული (რომელიც სპეციალურად ლეკვებისთვისაა განკუთვნლი და იყიდება ყველა ზოომაღაზიაში), დადექით ცოტა მოშორებით. მყარი და ალერსიანი ხმით წარმოთქვით თქვენი
ბინა
დარის სახელი, უბრძანეთ "ჩემთან" და ანახეთ ლეკვს ტკბილეული.

თუ ლეკვი მოვა თქვენთან, აუცილებლად შეაქეთ ის და მიეცით სასუსნავი. ხოლო თუ ლეკვი არ მოდის, მოცილდით ნელ-ნელა, ან დაემალეთ. როდესაც ის მოგიახლოვდებათ, არ მისცეთ მას უცებ წასვლის საშუალება. მოეფერეთ, შეეცადეთ დასვათ, ან ცოტა ეთამაშეთ. ამის მერე, ბრძანებისთანავე, ლეკვი უნდა მაშინვე მოვიდეს თქვენთან, ისე, რომ გზად აღარაფერმა გადაიტანოს ყურადღება.

თუ ლეკვი ჯიუტობს, თავს გაჩვენებთ, რომ არ ესმის თქვენი ბრძანება, ან მაშინვე არ მოდის, გაუკეთეთ ძაღლის სატარებელი თასმა. წარმოთქვით ბრძანება და მოიახლოვეთ თასმით თქვენსკენ. გახსოვდეთ, რომ ბრძანება უნდა წარმოთქვათ მშვიდად და ალერსიანად და არა გაღიზიანებით. მკაცრი და ბრაზიანი ხმა ლეკვში უსიამოვნო ასოციაციას გამოიწვევს.

ბრძანების ყოველი შესრულების შემდეგ შეაქეთ ლეკვი და მიეცით მას სპეციალური ტკბილეული.

იმის მიხედვით, თუ როგორ შეეჩვევა ლეკვი ბრძანებას, გაზარდეთ მანძილი, საიდანაც ეძახით თქვენს ბინადარს.

ლეკევი უნდა მოდიოდეს თქვენ ძახილზე მაშინაც კი, თუ თქვენ არ იმყოფებით მის მხედველობის არეში. როდესაც ცხოველი კარგად გაითავისებს ბრძანებას, შეგიძლიათ შეწყვიტოთ ტკბილეულის მიცემა, მაგრამ არასოდეს დაგავიწყდეთ მისი შექება. შემდგომში, თქვენ შეგიძლიათ დაამუშავოთ ბრძანება "თათი მომეცი!".

თუ თქვენ აძლევთ საშუალებას თქვენს ბინადარს გაგიკეთოთ იგნორირება, მაშინ თქვენ მის მომავალში ურჩობის პროვოცირებას ახდენთ.მაგრამ იცოდეთ _ არ უნდა გამოიყენოთ თასმა დასჯისთვის (ძაღლს არ უნდა ეშინოდეს საყელურის და თასმის და არ უნდა აღიქვას ის, როგორც დასჯა). ასევე არ უნდა ეჩხუბოთ დაძახების შემდეგ თქვენთან მოსულ ძაღლს, რადგან ის იფიქრებს, რომ თქვენ ეჩხუბებით მას იმისთვის, რომ შეასრულა თქვენი ბრძანება. გაეთამაშეთ მას, ან ისეირნეთ კიდევ რამოდენიმე ხანი მასთან ერთად. თუ დაძახებისთანავე თქვენ მას სახლში წაიყვანთ, მაშინ ეს ბრძანება გამოიწვევს საინტერესო სეირნობის შეწვეტის ასოციაციას. ძაღლმა შეიძლება ყველანაირად სცადოს სახლში დაბრუნების დროის გადადება და იგნორირება გაუკეთოს თქენს ძახილს.

თუ ძაღლის გაწვრთნას საკმარისი დრო და ძალები დაუთმეთ, ის ყოველთვის უნდა უჯერებდეს თქვენს ბრძანებებს. თუმცა, არსებობს რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც უარყოფითად აისახება გაწვრთნილი ძაღლის დამჯერობაზე. მოწიფული ხვადი, რომელიც ძუსთან სიახლოვეს იგრძნობს, შეუძლია მთლიანად უგულვებელჰყოს პატრონის ძახილი და გაიქცეს. თუ თქვენ არასტერილური დედალი ძაღლის პატონი ხართ, მისი შეჯვარების პერიოდში ყოველთვის გყავდეთ თასმაზე და ძაღლებისგან მოშორებით ასეირნეთ.

მას მერე, რაც ლეკვი მყარად დაისწავლის ბრძანებას, არ შეწყვიტოთ გაწვრთნა. რეგულარულად დაუძახეთ ხოლმე (დღეში რამდენჯერმე), ყურადღება მიაქციეთ ბრძანების შესრულების სისწორეს და არ დაგავიწყდეთ შეაქოთ ძაღლი.
KINOLOGI
Kოსტა, დიახ, ამ ასაკშიც შესაძლებელია თქვენი ძაღლის გაწვრთნა. 557 78 10 72. ამ ნომერზე დამიკავშირდით და დაგეხმარებით.
kosta
მყავს 2 წლის ლაბრადორი.... ჯიუტია ძაან, 1 თვეა რაც ჩემთანაა, მანამდე სხვას ყავდა და ვერ ასწავლეს ისე როგორც საჭირო იყო.... შეიძლება თU არა 2 წლის ძAგლის GAწრთვნა..... თU მივიგებ შედეგს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?