ჯანმრთელი ძაღლი
ჯანმრთელი ძაღლი
ძაღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ყვე­ლა­ზე უკეთ იზ­რუ­ნებს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ის უყ­ვარს და კარ­გად იც­ნობს.
ეს ადა­მი­ა­ნი, რა თქმა უნ­და, თქვენ ხართ! ძაღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის რეგუ­ლა­რუ­ლად შე­მოწ­მე­ბა სახ­ლში მი­სი მოვ­ლა-­ვარ­ცხნის დროს შე­გიძ­ლი­ათ. რაც ად­რე აღ­მო­უ­ჩენთ და­ა­ვა­დე­ბას, მით
უფ­რო გა­უ­ად­ვილ­დე­ბა ვე­ტე­რი­ნარს მი­სი გან­კურ­ნე­ბა.
ძაღ­ლის გა­სინ­ჯვა ტა­ნის მა­სა­ჟის დროს შე­გიძ­ლი­ათ – და­იწყ­ეთ თა­ვით, გა­და­დით კი­სერ­ზე, გა­აგ­რძე­ლეთ ზურ­გზე და და­ას­რუ­ლეთ ფე­ხე­ბით.

ძაღლს დრუნ­ჩი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ცი­ვი და სვე­ლი აქვს, რაც ნორ­მად მი­იჩ­ნე­ვა, თბი­ლი და მშრა­ლი ცხვი­რიც შე­იძ­ლე­ბა ნორ­მად ჩა­ით­ვა­ლოს, თუ­კი მას თან არ ახ­ლავს ავად­მყო­ფო­ბის სხვა
ნი­შა­ნი.
გა­და­უს­ვით ხე­ლი ბეწ­ვზე. ჯან­მრთე­ლი ბეწ­ვი ბზი­ნავს და ხე­ლის გა­დას­მით უხ­ვად არ სცვი­ვა. და­აკ­ვირ­დით, აქვს
თუ არა ბა­ლან­გაც­ვე­ნი­ლი უბ­ნე­ბი.

გა­და­უ­წი­ეთ ბეწ­ვი და გა­უ­სინ­ჯეთ კა­ნი – ის უნდა იყოს სუფ­თა – ქერ­ცლის, ცხი­მი­სა და სუ­ნის გა­რე­შე. და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ, ხომ არ ჰყავს რწყი­ლე­ბი, (რწყი­ლის ექ­სკრე­მენ­ტი მსხვი­ლი, შა­ვი პილ­პი­ლი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბა), ან­და ტკი­პე­ბი.

გა­უ­სინ­ჯეთ ნეკ­ნე­ბი – თუ ძაღ­ლი კარგ ფორ­მა­ში­ა, ისი­ნი კარ­გად ეტყ­ო­ბა, მსუ­ქა­ნი ძაღ­ლის ნეკ­ნე­ბი ცხი­მის სქე­ლი ფე­ნით არის  და­ფა­რუ­ლი, ზედ­მე­ტად გამ­ხდარს კი გა­მოჩ­რი­ლი აქვს. გა­მო­ბე­რი­ლი მუ­ცე­ლი ნორ­მა­ლუ­რია ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ძაღ­ლი­სათ­ვის, მაგ­რამ ზედ­მე­ტად გამ­ხდრის­თვის პა­თო­ლო­გი­ა­ა.

გა­უ­სინ­ჯეთ კუ­დის ძი­რი, ანა­ლუ­რი ხვრე­ლის მი­და­მო უნ­და ჰქონ­დეს სუფ­თა, მშრა­ლი და კოშ­ტე­ბის გა­რე­შე. გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის ნიშ­ნე­ბი მი­უ­თი­თებს ფა­ღა­რათ­ზე, ან ჰელ­მი­თებ­ზე, ან­და ანა­ლუ­რი ჯირ­კვლის სა­დი­ნა­რის დახ­შო­ბა­ზე.

Zooclub

ჯან­მრთე­ლი ძაღ­ლის თვა­ლე­ბი მო­ელ­ვა­რე და დაწ­მენ­დი­ლი­ა. არ უნ­და აღე­ნიშ­ნე­ბო­დეს ცრემ­ლი, სი­წით­ლე, სი­ელ­მე (რაც ტკი­ვი­ლის ნი­შა­ნი­ა) და ამ­ღვრე­ვა.

და­უთ­ვა­ლი­ე­რეთ ყუ­რე­ბი – მა­თი ში­და ზე­და­პი­რი მო­ვარ­დის­ფრო უნ­და იყოს და შე­ხე­ბი­სას არ უნდა სტკი­ო­დეს. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გა­მო­ნა­დე­ნი, უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნი, შე­სი­ვე­ბა ან სის­ვე­ლე არა­სა­სურ­ვე­ლი ნი­შა­ნი­ა.

იმის გა­სარ­კვე­ვად, გა­მომ­შრა­ლი აქვს თუ არა კა­ნი, ძაღლს კი­სერ­ზე ფრთხი­ლად უჩ­ქმი­ტეთ. ნორ­მა­ლუ­რი კა­ნი რბი­ლია და სწრა­ფად სწორ­დე­ბა, გა­მომ­შრა­ლი კა­ნი კი გა­შე­შე­ბუ­ლია და ნელ­-ნე­ლა იბ­რუ­ნებს ფორ­მას.

ზე­და­პი­რუ­ლი და ძალ­ზე ხში­რი ე.წ. "ძაღ­ლუ­რი სუნ­თქვა" ღრძი­ლე­ბის ან კბი­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ჰქონ­დეს თირ­კმლის ან საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი.

ძაღ­ლის კბი­ლე­ბი თეთ­რი უნ­და იყოს, თუ ყვი­თე­ლია ან ყა­ვისფე­რი­, სპე­ცი­ა­ლის­ტმა უნ­და გა­უ­სუფ­თა­ოს.

ყუ­რადღ­ე­ბით და­უთ­ვა­ლი­ე­რეთ პი­რის ღრუ. ღრძი­ლე­ბი და ენა ვარ­დის­ფე­რი უნ­და ჰქონ­დეს. ზოგ ძაღლს შა­ვი პიგ­მენ­ტუ­რი ლა­ქე­ბი აქვს, რაც  ამ ჯი­შისთ­ვის ნორ­მა­ლუ­რი­ა. შარ­-პე­ი­სა და ჩა­უ-­ჩა­უს ენა მო­ლურ­ჯო-­მო­შა­ვო ფე­რი­სა­ა. ენის სი­თეთ­რე, სი­წით­ლე, სი­ლურ­ჯე ან სიყ­ვით­ლე ავად­მყო­ფო­ბის ნი­შა­ნი­ა. პი­რის ღრუ­ში შე­სი­ვე­ბუ­ლი უბ­ნის არ­სე­ბო­ბა არა­სას­ურ­ვე­ლი­ა.

ყუ­რი და­უგ­დეთ თქვე­ნი ძაღ­ლის სუნ­თქვას. ის რიტ­მუ­ლი და მშვი­დი უნ­და იყოს. ძაღ­ლე­ბი მხო­ლოდ მა­შინ ქო­ში­ნე­ბენ, რო­ცა სცხე­ლათ ან რა­ღაც აწუ­ხებთ

შე­უ­მოწ­მეთ თქვენს ძაღლს ფე­ხე­ბი და თა­თე­ბი. დარ­წმუნ­დით, რომ არ­სად ისინ­ჯე­ბა სიმ­სივ­ნე ან მტკივ­ნე­უ­ლი უბა­ნი. ნა­ხეთ, სჭირ­დე­ბა თუ არა ფრჩი­ლე­ბის დაჭ­რა?

ლიკა
სიელმე რაზე მიანიშნებს? სტკივა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?