როგორ დავიცვათ კატა რწყილებისგან
როგორ დავიცვათ კატა რწყილებისგან
პარაზიტებს შორის რწყილი ყველაზე გავრცელებული და საზიანოა ცხოველისთვის. ის კვერცხებით ვრცელდება, რომლებიც შეუმჩნევლად პატარაა და როდესაც მისი მცირე ნაწილაკი მოხვდება კატის კანზე, მისი გავრცელება სწრაფადვე ხდება.
თუ თქვენს კატას აქვს ხშირი ბეწვი, პარაზიტები უფრო მეტად გამრავლდება და ისინი ხელით გასინჯვისას შესაძლოა, ვერც კი შეამჩნიოთ.

რამდენიმე რჩევა თუ როგორ უნდა შეამოწმოთ, ყავს თუ არა თქვენს ოთხფეხა მეგობარს რწყილები: დადეთ თეთრი ქაღალდი ან ნაჭერი მაგ: აივანზე - დასვით თქვენი კატა ზედ და დავარცხნეთ წმინდა სავარცხლით, დააკვირდით, როგორ ჩამოიყრება შავი პატარა ნამცეცები თეთრ
ზედაპირზე, ან ბანაობისას აუცილებლად შეამჩნევთ წყლის ნაკადს როგორ მიჰყვება მოწითალო პარაზიტები (წყალში რწყილი წითელი შეფერილობის
ხდება).
Zooclub
რწყილს დისკომფორტი მოაქვს ჩქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის, ამას ემატება ისიც, რომ ეს პარაზიტები არიან სხვადასხვა დაავადებების გადამტანები (მხოლოდ ცხოველებში), მაგ: როგორიც არის სოკოვანი ინფექცია ან ჭიები.

ყოველივე ეს მიზეზია იმისა, რომ დაუყოვნებლივ ჩაუტაროთ თქვენს ბინადარს პარაზიტების საწინააღმდეგო პროცედურები. და არა მარტო მას, უნდა დაამუშაოთ ყველა მისი ნივთი და ყველა ის ადგილი, რომელსაც კატა ხშირად ეხება (მაგალითად, ლოგინი). ერთი რწყილიც რომ გადარჩეს, ან მისი კვერცხი, ისინი ისევ სწრაფად გავრცელდებიან კატის ბეწვში.

ჩნდება კითხვა, რომელი საშუალებები გამოვიყენოთ რწყილების წინააღმდეგ საბძოლველად?

დღევანდელ ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა სახეობის "სასწაულმოქმედი" საშუალებები.მათ შორის სპეციალური, პარაზიტებისგან დამცავი საყელურები. ერთადერთი, რასაც უნდა მიაქციოთ არჩევანის დროს ყურადღება, მინიმალური უკუჩვენებებია, ამიტომ, როდესაც გადაწყვეტთ მედიკამენტის ყიდვას, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ან მოიძიეთ მის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში.

ქარხნული მედიკამენტების გარდა, ზოგიერთი ცხოველის პატრონი ხალხურ საშუალებებსაც იყენებს, მაგრამ არის ერთი "მაგრამ", მსგავსმა მკურნალობამ შესაძლოა, თქვენს ოთხფეხა მეგობარს კანი დაუზიანოს და ბეწვის გაუხეშებაც გამოიწვიოს.
ასე რომ, ხალხურისა და ქარხნულ მედიკამენტს შორის, გირჩევთ, რომ არჩევანი გააკეთოთ ვეტაფთიაქში ნაყიდ წამალზე.

კვერცხის მჩეკავი რწყილის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 4 კვირაა, ამ პერიოდის განმავლობაში ის ყოველდღიურად დებს დაახლოებით ოც კვერცხს, წიწილი იჩეკება რამდენიმე დღეში და რწყილებად ყალიბდებიან რამდენიმე თვეში. ამ პერიოდში , ისინი უკონტროლოები ხდებიან - შეიძლება ნოხზე და ავეჯზეც შეამჩნიოთ, მაგრამ ძირითადი ბუდე კატის ბეწვში აქვთ, ასე რომ, დეზინფექცია აკეთეთ რეგულარულად.
Zooclub
თუ ოჯახში ცხოველი გყავთ, რამდენ დროსაც უნდა მოითხოვდეს ის, აუცილებლად გააკონტროლეთ, რომ პარაზიტებმა არ შეაწუხონ, განსაკუთრებით კი გაზაფხულზე და ზაფხულში. ამით თქვენ კატასაც გაუმარტივებთ ცხოვრებას და თქვენც აარიდებით თავს დისკომფორტს.

natia
ჩემს კატებს გაზაფხულზე ბარცეს ტილის წამალს ვყიდულობ კატისთვის ცალკეა ძაღლის ცალკე არ არის სასშიში 2 კვირის შემდეგ ისევ ვასხამ ხელახლა უკვე ზალიან სიცხეები რომ არის ზაფხულზე კიდევ ვუმეორებ და სექტემბრის ბოლოს ისევ რომ არ გაუჩნდეს მიწაში კოტრიალისას 2 ლარი ღირს .რაც სჰეეხება ოთახში ტილებს მწერებს ობობებს და ასე შემდეგ რეიდის ხსნარი მაქვს დენში შესაერთებელი ოთახში არც ბუზი ჩერდება არც კოღო არც მწერი არ პარაზიტები
ია
რაც რამე საშუალებაა ყველაფერი ვცადე, ვერ გავაწყვე რწყილები. არ არსებობს მაგის წამალი, არ მჯერა... მხოლოდ იატაკის ხშირი მოწმენდა და აივნების ჩამორეცხვა წნევით. ამას გირჩევთ
mia
საფრანგეთში ვცხოვრობ აქ ჩემი კატისთძვის სასწაულმოქმედ ტაბლეტებს, შეჭამს კატა და 5 წყთში მკვდარი რწყილები და კვერცხები დაბლა იყრება და კატასაც ეხსნება დისკომფორტი.
თათია
ადვანტეიჯი (ადვანტიქსი) და ადვოკატი არის ყველაე კარგები, ცოტა ძვირი ღირს თუმცა უშველის ცხოველისაც და თქვენც. მოხმარება იქვე აახსნევინეთ ლიერი წამლებია და ორსულ ცხოველზე ნუ იხმართ. ასევე ჭიის წამალისა და რწყილის წამლის დალევასა და გაკეთებას შორის 3 დღე მაინც უნდა იყოს სხვაობა.
ილია
ძაღლს ვინ ჩივის მე ვარ ისე დაკმენილი ამ რწყილებისგან ვერ მოვსპე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?