ცხოველების გადარჩენა საცდელი ლაბორატორიებიდან
ცხოველების გადარჩენა საცდელი ლაბორატორიებიდან
მსოფლიოში უამარავი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია არსებობს, მათ შორის საქართველოშიც, რომლებიც ძირითადად კეთილი ადამიანების შემოწირულობებით არსებობენ, მაგრამ დღეს მინდა, მოკლედ გიამბოთ გაერთიანებაზე, რომლის წევრებიც იპარებიან ფერმებში, ლაბორატორიებში და სხვა მსგავს ადგილებში და შველიან სასიკვდილოდ განწირულ ცხოველებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ეს გაერთიანება 1976 წელს დაარსდა, როგორც საიდუმლო ორგანიზაცია ლიდერის გარეშე. მისი ძირითადად წევრები არიან ვეგეტარიანელი და ვეგანი მოხალისეები. ისინი პირდაპირ მოქმედებენ და შველიან სასიკვდილოდ განწირულ ცხოველებს. ყველა მათი აქცია მიმართულია ცხოველების გათავისუფლებისკენ, ამიტომაც დაერქვა ცხოველთა გათავისუფლების ფრონტი  Animal Liberation Front (ALF). მათ გათავისუფლებული
ცხოველები გადაჰყავთ უსაფრთხო ადგილას და შემდეგ ჩუქნიან ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც ნორმალურ პირობებში გააგრძელებენ ცხოვრებას.

Zooclub

ეს
გასაიდუმლოებული ორგანიზაცია შედგება ან პატარა დაჯგუფებისგან, ან ცალკე ადამიანებისგან, რომლებიც 40-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებენ. ზოგიერთ ქვეყნებში არის საზოგადოებრივი ოფისები, რომლებიც დახმარებას უწევენ საიდუმლო ორგანიზაციებს. ორგანიზაციას ეკრძალება ძალადობრივი ქმედებები, თუმცა ყოფილა შემთხვევები ლაბორატორიების განადგურების, რასაც საზოგადოებისგან კრიტიკა მოჰყოლია.

დიდ ბრიტანეთში ფრონტის აქციები ითვლება ექსტრემისტულად და რეგულირდება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ National Extremism Tactical Coordination Unit, რომელიც 2004 წელს ჩამოყალიბდა, როგორც ამ მოძრაობისა და ასევე სხვა არალეგალური აქტივისტების მეთვალყურე ამ სფეროში.

Zooclub

მოძრაობა იყოფა საზოგადოებრივ და საიდუმლო ჯგუფებად, მათ არ გააჩნიათ მკაფიო სტრუქტურა და არ ჰყავთ ფორმალური წევრები. მაგრამ აქვთ რამდენიმე წესდება:

1.მიაყენონ ეკონომიკური ზარალი, ვინც ფულს აკეთებს ცხოველებზე ძალადობით და მათ ექსპლუატაციას ეწევა.
2. გაათავისუფლონ ცხოველები, სადაც ისინი არიან განწირულები ტანჯვისა და სიკვდილისთვის და მოათავსონ იქ, სადაც იცხოვრებენ სრულფასოვანი ცხოვრებით.
3. მოაწყონ აქციები, სადაც ხალხს მოუწოდებენ "არა ძალადობას ცხოველებზე".
4. ყოველ ადამიანს, რომელიც არის ვეგეტარიანელი, ან ვეგანი და ატარებს ცხოველთა დაცვის აქციებს სხვადასხვა ქვეყანაში ფრონტის დირექტივებით, შეუძლია, თავი ჩათვალოს ამ ორგანიზაციის წევრად.

ამ ფრონტის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ცნობილია ერთი კურიოზი: ფრონტის აქტივისტები ცხოველთა გათავისუფლებისთვის 2006 წელს შეიპარნენ შვეიცარიის ცირკში Circus Royal , იმისათვის, რომ გაეთავისუფლებინათ თეთრი ციმბირული ვეფხვი. გალიასთან მოხვედრილმა აქტივისებმა უეცრად შეიცვალეს გადაწყვეტილება და ვეფხვის ნაცვლად გაათავისუფლეს კურდღელი, რომელიც ცირკის ერთ-ერთი თანამშრომლის შვილის საკუთრება აღმოჩნდა.


ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?