10 მითი კატებზე
10 მითი კატებზე
1. კატები თავის ჭრილობას ლოკვით მკურნალობენ.
პატარა ჭრილობა, ან ნაკაწრი შესაძლებელია, კატამ თვითონ მოირჩინოს. ის ილოკავს ჭრილობას პერიოდულად, მანამ, სანამ არ მოურჩება, მაგრამ თუ ჭრილობა ღრმაა, ვეტერინარის დახმარების გარეშე, შესაძლოა, გაურთულდეს.

2. კატები წონასწორობას ულვაშების დახმარებით ინარჩუნებენ.
კატას ულვაშები მხოლოდ შინაგანი შეგრძნებისთვის აქვს, წონასწორობასთან ულვაშს არანაირი კავშირი არ აქვს.

3. კატა და ძაღლი ერთმანეთთან მტრულად არიან განწყობილები.
ამბები კატასა და ძაღლის მტრობაზე არ წარმოადგენს რეალობას, უბრალოდ მათ ერთმანეთისგან განსხვავებული ქცევები და ხასიათები აქვთ, ხშირ შემთხვევაში არ ესმით ერთმანეთის. თითოეული ცხოველი ხასიათით ინდივიდუალურია, ზოგიერთი
მათგანი ბუნებით აგრესიულია ნებირმიერი სხვა ცხოველის მიმართ, ასევე ადამიანების მიმართაც. არიან ადამიანები, რომლებიც გამიზნულად უბიძგებენ
თავის ძალღლს კატების მიმართ აგრესიისკენ. როდესაც კატა და ძაღლი ერთ ოჯახში იზრდება , ისინი იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს.
Zooclub

4. კატები სიბნელეში ისევე კარგად ხედავენ, როგორც დღის შუქზე.
ეს კიდევ ერთი მითია მათ შესახებ, მაგრამ სინამდვილეში კატები შედარებით კარგად ხედავენ, ვიდრე ადამიანები (მათ ხომ ჩეულებრივი თვალები აქვთ და არა ფარნები). საქმე ისაა, რომ კატა დაბადებიდან მონადირეა. რასაც ჩვენ მის ულვაშს ვეძახით, სინამდვილეში ეს არის საცეცები, რომლებიც განლაგებული აქვს კატებს წარბებზე, ლოყებსა და თათის ბალიშებზე - ეს მათი ლოკაციური მოწყობილობაა, რომლის დახმარებითაც ისინი ობიექტის ზუსტ იდენტიფიცირებას ახდენენ. კატის მხედველობა დღის შუქზეც არ არის იდეალური. სამწუხაროდ, ჩვენი ოთხფეხა მეგობრები შორსმხედველები არიან და ცუდად ხედავენ, თუ რა ხდება მათ "ცხვირ წინ" . მაგალითად, საკვებისთვის განკუთვნილ ჯამს ისინი ყნოსვით აგნებენ. სიტყვამ მოიტანა და დავამატებ, რომ, როდესაც ისინი ყნოსავენ საკვებს, ამ შემთხვევაში კატებს საჭმლის გემო კი არ აინტერესებთ, არამენ ისინი ამ ქმედებით საკვების ტემპერატურას ამოწმებენ.

5. თუ სახლის კატა არ გადის გარეთ , ის არ ავადდება.
ინფექციური დაავადებები შესაძლოა, სახლშიც მოხვდეს- პატრონის ტანსაცმლით ან ფეხსაცმლით, ასევე შეიძლება უვარგისი საკვები მიირთვას კატამ და თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
Zooclub

6. სტერილიზაციის შემდგომ, კატები სუქდებიან და ზარმაცდენიან.
თუ გადაწყვეტთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი გაასტერილოთ, ის გახდება შედარებით უფრო მოსიყვარულე და მშვიდი, ვიდრე სტერილიზაციამდე იყო. ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ისინი ზარმაცდებიან, სინამდვილეში ნებისმიერი კატას კასტრირებულსაც და არაკასტირებულსაც დღე-ღამეში სძინავს 18 საათი, ზამთარში მხოლოდ იმიტომ იღვიძებს, რომ მიირთვას საკვები. თუ გსურთ, რომ თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა სრულფასოვან ცხოველად იგრძნოს თავი, დახარჯოს ერეგია და იყოს კარგ განწყობაზე, იყოლიეთ სახლში მეორე კატაც.

7. ვარდნისას კატები ყოველთვის უმტკივნეულოდ ეცემიან ოთხ თათზე.
სახლის კატები ძალიან ელასტიურები და მოქნილები არიან, თანდაყოლილი ინსტინქტები მათ ეხმარება ვადრნის დროს კუდი და თათები მოიშველიონ, რათა "რბილად დაეშვან მიწაზე", ამ დროს კატები სხეულის უკანა კიდურების ნაწილს იყენებენ, მსგავსი მოძრაობით ოთხივე თათი მიმართულია მიწისკენ, მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ კატა დაცემისას ვერ გრძნობს ტკივილს. სიმაღლიდან ჩამოვარდნილ კატას შეიძლება დაუზიანდეს რომელიმე ორგანო, მოიტეხოს კიდურები, ან სულაც სასიკვდილოდ დაშავდეს.
Zooclub


8. სიამის კატები შედარებით აგრესიულები არიან, ვიდრე სხვა ჯიშის კატები.
მხოლოდ ადამიანის ცხოველის მიმართ უმოწყალო ქცევამ შეიძლება ეს დაუცველი არსება გახადოს აგრესიული. სიამის კატები სხვა ჯიშის კატებთან შედარებით, უფრო მოძრავები და ტემპერამენტულები არიან, მათ მეტად შეუძლიათ ემოციების გამოხატვა თავისი ქმედებებით. ხმის ტემბრიც უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სხვა კატებს, მაგრამ არა ყველაზე მაღალი, მაგალითად, კატა სფინქსი ყველაზე მაღალ ხმაზე კნავის.

9. კატები "ეშმაკი" არსებები არიან და ისინი სპეციალურად იქცევიან ცუდად, რათა პატრონი გააბრაზონ.
კატის ცუდი ქცევა დაკავშირებულია მათ სტრესთან. ის ძალიან მგრძნობიარეა ცვლილებებთან მიმართებაში. მაგალითად: თუ თქვენ სახლში აკეთებთ რემონტს, ან ოჯახში კონფლიქტური სიტუაციაა, ეს კაკტებში იწვევს სტრესსა და დეპრესიას. მისი ცუდი საქციელი სხვადასხვა დაავადებებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა დაიწყო მოსაქმება სხვადასხვა ადგილას, მისთვის ჩვეული ადგილის მაგივრად, ეს შესაძლოა, თირკმელის დაავადების ბრალიც იყოს.

10. კატისთვის საკვებად აუცილებელია თევზი.

Zooclub

ეს მითი ალბათ იქედან მოდის, რომ კატის საკვების უმეტესობაში გამოყენებულია თევზის კონსერვანტები - კატის ორგანიზმს ესაჭიროება ამინომჟავა და A ვიტამინი, რაც თევზში მრავლადაა, მაგრამ ასევე ბევრი სახეობის ხორციც შეიცავს იგივე ვიტამინებს, ასე რომ, აზრი იმის შესახებ, რომ კატას აუცილებლად ესაჭიროება თევზი, მცდარია.

ana
წონასწორობის შესანარჩუნებლად კუდს იყენებენ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?