როგორ დავიცვათ კატა რწყილებისგან
როგორ დავიცვათ კატა რწყილებისგან
პარაზიტებს შორის რწყილი ყველაზე გავრცელებული და საზიანოა ცხოველისთვის. ის კვერცხებით ვრცელდება, რომლებიც შეუმჩნევლად პატარაა და როდესაც მისი მცირე ნაწილაკი მოხვდება კატის კანზე, მისი გავრცელება სწრაფადვე ხდება.
თუ თქვენს კატას აქვს ხშირი ბეწვი, პარაზიტები უფრო მეტად გამრავლდება და ისინი ხელით გასინჯვისას შესაძლოა, ვერც კი შეამჩნიოთ.

რამდენიმე რჩევა თუ როგორ უნდა შეამოწმოთ, ყავს თუ არა თქვენს ოთხფეხა მეგობარს რწყილები: დადეთ თეთრი ქაღალდი ან ნაჭერი მაგ: აივანზე - დასვით თქვენი კატა ზედ და დავარცხნეთ წმინდა სავარცხლით, დააკვირდით, როგორ ჩამოიყრება შავი პატარა ნამცეცები თეთრ
ზედაპირზე, ან ბანაობისას აუცილებლად შეამჩნევთ წყლის ნაკადს როგორ მიჰყვება მოწითალო პარაზიტები (წყალში რწყილი წითელი შეფერილობის
ხდება).
Zooclub
რწყილს დისკომფორტი მოაქვს ჩქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის, ამას ემატება ისიც, რომ ეს პარაზიტები არიან სხვადასხვა დაავადებების გადამტანები (მხოლოდ ცხოველებში), მაგ: როგორიც არის სოკოვანი ინფექცია ან ჭიები.

ყოველივე ეს მიზეზია იმისა, რომ დაუყოვნებლივ ჩაუტაროთ თქვენს ბინადარს პარაზიტების საწინააღმდეგო პროცედურები. და არა მარტო მას, უნდა დაამუშაოთ ყველა მისი ნივთი და ყველა ის ადგილი, რომელსაც კატა ხშირად ეხება (მაგალითად, ლოგინი). ერთი რწყილიც რომ გადარჩეს, ან მისი კვერცხი, ისინი ისევ სწრაფად გავრცელდებიან კატის ბეწვში.

ჩნდება კითხვა, რომელი საშუალებები გამოვიყენოთ რწყილების წინააღმდეგ საბძოლველად?

დღევანდელ ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა სახეობის "სასწაულმოქმედი" საშუალებები.მათ შორის სპეციალური, პარაზიტებისგან დამცავი საყელურები. ერთადერთი, რასაც უნდა მიაქციოთ არჩევანის დროს ყურადღება, მინიმალური უკუჩვენებებია, ამიტომ, როდესაც გადაწყვეტთ მედიკამენტის ყიდვას, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ან მოიძიეთ მის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში.

ქარხნული მედიკამენტების გარდა, ზოგიერთი ცხოველის პატრონი ხალხურ საშუალებებსაც იყენებს, მაგრამ არის ერთი "მაგრამ", მსგავსმა მკურნალობამ შესაძლოა, თქვენს ოთხფეხა მეგობარს კანი დაუზიანოს და ბეწვის გაუხეშებაც გამოიწვიოს.
ასე რომ, ხალხურისა და ქარხნულ მედიკამენტს შორის, გირჩევთ, რომ არჩევანი გააკეთოთ ვეტაფთიაქში ნაყიდ წამალზე.

კვერცხის მჩეკავი რწყილის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 4 კვირაა, ამ პერიოდის განმავლობაში ის ყოველდღიურად დებს დაახლოებით ოც კვერცხს, წიწილი იჩეკება რამდენიმე დღეში და რწყილებად ყალიბდებიან რამდენიმე თვეში. ამ პერიოდში , ისინი უკონტროლოები ხდებიან - შეიძლება ნოხზე და ავეჯზეც შეამჩნიოთ, მაგრამ ძირითადი ბუდე კატის ბეწვში აქვთ, ასე რომ, დეზინფექცია აკეთეთ რეგულარულად.
Zooclub
თუ ოჯახში ცხოველი გყავთ, რამდენ დროსაც უნდა მოითხოვდეს ის, აუცილებლად გააკონტროლეთ, რომ პარაზიტებმა არ შეაწუხონ, განსაკუთრებით კი გაზაფხულზე და ზაფხულში. ამით თქვენ კატასაც გაუმარტივებთ ცხოვრებას და თქვენც აარიდებით თავს დისკომფორტს.

lala
იქნებ დაასახელოთ უკვე გაჩენილ რწყილს რა საშუალებით ვებრძოლოთ...? ვერაფრით მოვაცილე ძაღლს რწყილი.
nino
კატას აქვს სჰარდის ბუსჰტის ანტება რა დავალევინოოო გვიპასუხეტ გტხოვტტტ
nanka
ხომ უნდა დაასახელოტ ეფეკტური წამალი. რამდენი ვიყიდე და არ მოუსპო, რა სჰევიდზინო ბოლობოლო???
nanka
ხომ უნდა დაასახელოტ ეფეკტური სასჰუალება, არცერტმა წამალმა არ გაამარტლა და არ მოუსპო. საინტერესოა რა წამალია ეფეკტურიი???
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?