კრემისფერი კატა
კრემისფერი კატა
ყველაზე ღია შეფერილობაა, რომელიც კატებში გვხვდება, თუმცა მისი ინტენსივობა ერთ ნაყარშიც კი განსვავებულია. გამოცდილ მომშენებლებსაც უჭირთ წინასწარ განსაზღვრა, რომელ კნუტებს ექნებათ ყველაზე ღია ბეწვი ზრდასრულ ასაკში.


ისტორია

უჯიშო კატებში ბეწვის კრემისფერი უბნები იშვიათი არ არის, დღეს ეს ფერი ბევრ ჯიშშიც გვხვდება, თუმცა სუფთა ხაზებშიც კი ძალიან ძნელია ისეთი კრემისფერი კატების გამოყვანა, რომელთაც საერთოდ არ ექნებათ ზოლები და ლაქები. კნუტებში ეს შედარებით მუქი ნიშნები განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს, მაგრამ კატის ზრდასთან ერთად თანდათან მკრთალდება. ეს უმართავი პროცესია და მისი მოწესრიგება შეუძლებელია. ზოგიერთ კრემისფერ
კატას მოწითალო ელფერი დაჰკრავს. წმინდა ჯიშის კატების შეფასებისას, როგორც წესი, უპირატესობა უფრო მკრთალ შეფერილობას ენიჭება.

ბეწვის სიგრძის მნიშვნელობა

ამ კატების ბეწვის სიმკვეთრეზე გავლენას ახდენს ბალნის სიგრძე. მოკლებეწვიან ინდივიდებში ბეწვი საკმაოდ კომპაქტური და მუქია, რის გამოც ღია ფერის ზოლები კარგად ჩანს. გრძელბეწვიანებში სიმკვეთრე იკლებს, რადგან ბეწვი ნაკლებად დაწოლილია. კრემისფერი კატების თვალის ფერი, ჩვეულებრივ, მდიდრული სპილენძისფერ-ნარინჯისფერია, რაც ამ ცხოველებს მიმზიდველობას მატებს. ასეთი შეფერილობის კატებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია დიდი და მეგვალი თვალები.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?