შოკოლადისფერი კატები
შოკოლადისფერი კატები
მდიდრული, მუქი შოკოლადისფერი ბეწვი დიდი მოწონებით სარგებლობს კატების მოყვარულთა შორის. ამჟამად რამდენიმე ჯიშს (ბრიტანული მოკლებეწვიანიდან სპარულ გრძელბეწვიანამდე) ასეთი შეფერილობა აქვს, რაც აზიური წარმოშობის კატებთან მათი მეტიზაციით იქნა მიღებული.

ისტორია

შოკოლადიფერი კატები, როგორ ევროპაში, ჩრდილო ამერიკასა და სხვა რეგიონებში ჩატარებული შედარებით ახლანდელი სელექციური პროგრამების შედეგი, სტანდარტებს სხვა ჩამოყალიბებულ სახესხვაობებზე ნაკლებად შეესაბამებიან. ყველაზე შესამჩნევი მათი ზომაა: ისინი, როგორც წესი, უფრო პატარები არიან, რაც, შასაძლოა, მათ აზიურ წარმოშობას უკავშირდებოდეს. დღეს სელექციონერთა ყურადღების ცენტრშია კონკრეტული ჯიშის მახასიეთებლების გაუმჯობესება, ამ შემთხვევაში, შოკოლადისფერის დამკვიდრება უკვე არსებულ ხაზებში.
შედეგად ამ შეფერილობის ინდივიდის მოძიება, რომელიც შეიძლება საგამოფენო სტანდარტებს არ შეესაბამებოდეს, მაგრამ იდეალური კომპანიონი იყოს,
მარტივდება. შოკოლადისფერი უჯიშო კატა ძალიან იშვიათია, რადგან აზიის გარეთ ეს ფერი შინაური კატების პოპულაციაში ბუნებრივად არ გვხვდება.

აღიარება

ამ შეფერილობის კნუტებს დაბადებისას ღია, რძიანი შოკოლადისფერები არიან და ზრდასთან ერთად მუქდებიან. მოყავისფრო ცხვირსა და თითის ბალიშებს კარგი განათების დროს ვარდისფერი დაჰკრავს. თვალები ძირითადად მომწვანო აქვთ, ოღონდ ფერის სიღრმე იცვლება, ზოგ შემთვევაში შეიძლება მოყვითალოც იყოს. გრძელბეწვიან კატებს კისრის გარშემო შემოვლებული გრძელი ბალანი დანარჩენ ბეწვთან შედარებით შესამჩნევად მაცი აქვთ. მოკლებეწვიანი შოკოლადისფერი კატების ბეწვის შეფერილობა უფრო თანაბარი და ინტენსიურია.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?