ლილისფერი კატები
ლილისფერი კატები
ბევრი ჯიშის ადრეული ხაზების შეფერილობათა ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღეს უჯიშო კატებმა, თუმცა ლილისფერი ფორმები განსხვავებული გზით გამოიყვანეს. ამ ნიშნით გადასაცემად აუცილებელი გახდა დასავლური და აღმოსავლური ჯიშების შეჯვარება.

ისტორია

კატის შეფერილობათა სპექტრს, რომელიც მიღებულია დასავლეთში, შედარებით ახლახანს ლილისფერი დაემატა. კიდევ უფრო ახალია ამ ფერის სოლიდი ინდივიდების გამოჩენა. რაც შეეხება აზიას, იქ საუკუნეთა განმავლობაში ცნობილი იყო რამდენიმე ასეთი ჯიში, მაგალითად, კორატი, რომელსაც დღეს ლილისფერი ტაი ეწოდება (ლილისფერ კორატებს იმიტომ არ უწოდებენ, რომ კორატი "ცისფერ კატას" ნიშნავს). უჯიშო კატებში ლილისფერი თითქმის არ გვხვდება, რადგან ამისთვის
საჭიროა, მათი და ჯიშიანი კატების მრავალი შემთხვევითი შეჯვარება. მაშასადამე, თუ ლილისფერი კატა გინდათ, წმინდა ჯიშის
ინდივიდი უნდა მოძებნოთ.

განსხვავებები

ლილისფერი და ცისფერი კატების, განსაკუთრებით კნუტების, განსხვავება ყოველთვის ადვილი არ არის, ამიტომ დააკვირდით ლილისფერის ცხვირსა და თათების ბალიშებს- ისინი ვარდისფერი უნდა ჰქონდეს. ბეწვი, რომელსაც მონაცრისფერო თრთვილი დაჰკრავს, კაშკაშა სინათლეზე მოვარდისფროა, ლილისფერი შოკოლადისფრის ბაც ფორმად ითვლება, კრემისფერი- წითურის.

malvina diasamidze
Sad sheidzleba shevidzino lilisferi katis knuti
bela bachia witashvili
სიამოვნებიტ ვიცჰუქებ ამ კატის კნუტს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?