error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/354da685870622edc8294e38e1f62241.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
კუსფერი შეფერილობის კატა
კუსფერი შეფერილობის კატა
კუსფერი კატები ყველაზე ფერადოვნებად ითვლებიან. მათი ბეწვი კონტრასტული წითური და შავი ლაქებისა და ხვეულებისგან შედგება; თვალები კაშკაშა ნარინჯისფერი აქვთ. ბეწვის ასეთი ნახატი როგორც მოკლე, ისე გრძელბეწვიან ჯიშიან და უჯიშო კატებში გვხვდება.

ისტორია

კუსფერი კატების ჯგუფის თითოეული ინდივიდი გარეგნულად განუმეორებელია. ეს ნიშნავს, რომ მისი სახით ერთდროულად განსაკუთრებული ჯიშის კატაც გეყოლებათ და ნამდვილად ინდივიდუალური კომპანიონიც. ორი მსგავსი კუსფერი კატა არ არსებობს. ამ შემთხვევაში სტანდარტიზაცია კატის, როგორც აღიარებული ჯიშის, მახასიათებლებს ეფუძნება და არა მის ინდივიდუალურ შეფერილობას. კუსფერ კნუტებს ასაკის მატებასთან ერთად ფერები არ
ეცვლებათ, თუმცა შეიძლება წითურ უბნებზე არსებული ზოლები და ლაქები გაუქრეთ.

რატომ ძუ?

კუსფერები, ჩვეულებრივ, ძუები
არიან და წითურ და შავ ხვად კნუტებთან ერთად იბადებიან. ხვადი კუსფერი კნუტის დაბადების სიხშირე შეფასებულია, როგორც 3000 : 1, რისი მიზეზიც ამ ნიშნის გენეტიკური თავისებურებაა. კუსფერი მხოლოდ წითური (O) და შავი (O) ფერის განმსაზღვრელი გენების ურთიერთქმედებით მიიღება, ისინი კი X სასქესო ქრომოსომასთან არიან დაკავშირებული: ხვადს, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთი X ქრომოსომა და მოკლე Y ქრომოსომა აქვს, ამიტომ ის შავი ან წითური დაიბადება. ძუს ორი X ქრომოსომა აქვს, ამიტომ იგი შეიძლება იყოს შავი (0O), წითური (OO) ან კუსფერი (O0). ხვადი კუსფერი მაშინ გამოდის, როდესაც ზედმეტი X ქრომოსომა არსებობს, ანუ XXY ნაკრები უნდა ჰქონდეს, რაც უნაყოფობას განაპირობებს.

@@@@@
რას ნიშნავს კუსფერი კატა? კუს ფერის კატა ანუ?!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?