წითური კატები
წითური კატები
წითური კატები მშევენიერი ექსტერიერის გამო დიდი მოწონოებით სარგებლობენ.
განსაკუთრებით კნუტებს, ზოლები და ლაქები ეტყობათ, თუმცა ეს ნიშნები ასაკთან ერთად ქრება. გვხვდება ამ შეფერილობის მქონე, როგორც გრძელბეწვიანი, ისე მოკლებეწვიანი ჯიშები.


წითური შეფერილობის სპექტრი
ამჟამად წმინდა ჯიშის და უჯიშო ინდივიდების გარეგნობა საკმაოდ განსხვავდება წითური შეფერილობის ინტენსივობის თვალსაზრისით. XVIII საუკუნის დასასრულისთვის ასეთ კატებს, გამოფენებზე პირველად რომ დაუშვეს, ნარინჯისფერები უწოდეს.მას შემდეგ სელექციური პროგრამებით გამოიყვანეს ჯიშიანი კატები. უჯიშო კატებს კი, რომლებიც მათგან განსხვავებით, ბაცი ფერის ბეწვით გამოირჩევიან, ხშირად ჯინჯერებს ანუ იმბირისფერებს უწოდებენ. მათთვის ასევე საკმაოდ
ჩვეულებრივია ბეწვის შედარებით მკვეთრი ზოლები და ნიკაპის ქვემოთ თეთრი ფერის უბანი.


სქესობრივი თავისებურებები
წითურ და
კუსფერ კატებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. წითური ფერი სქესთან დაკავშირებული მემკვიდრული ნიშანია. წითური ხვადის გასაჩენად საკმარისია შესაბამის გენს ერთ-ერთი მშობელი ატარებდეს; წითური ძუს გასაჩენად კი აღნიშნული გენი ორივე მშობელს უნდა ჰქონდეს. ამიტომაც არის, რომ წითური კატების უმრავლესობა ხვადია, ამ შეფერილობის ძუები კი გაცილებით ცოტა გვხვდება. თუმცა ისინი უფრო გავრცელებული არიან, ვიდრე ხვადი კუსფერი კატები და შთამომავლობის მოცემის უნარიც აქვთ. ასეა თუ ისე, წითური კნუტი ყოველთვის დაკვირვებით შეამოწმეთ და მისი სქესი დაადგინეთ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?