სპეციალისტების დასკვნით, თუ პატრონი ნერვიულია, შესაძლოა, მისი კატაც ნერვიული იყოს
სპეციალისტების დასკვნით, თუ პატრონი ნერვიულია, შესაძლოა, მისი კატაც ნერვიული იყოს
არავინ დაობს, რომ პატრონის ყოველდღიურ ცხოვრებაში კატა დიდ როლს ასრულებს. ცხოველის გამოკვება, მის სისუფთავესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ეს არასრული ჩამონათვალია, რომელიც მოსიყვარულე პატრონის ცხოვრების ნაწილია. ამასთანავე, რამდენიმე ხნის წინ მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პატრონის ხასიათი ფუმფულა ბინადარზე ისევე მოქმედებს, როგორც მშობლის დამოკიდებულება ბავშვზე.

ლინკოლნისა და ნოტინგემის უნივერსიტეტების სპეციალისტები დაინტერესდნენ, თუ რამდენად ღრმა კავშირია პატრონსა და კატას შორის.

ამის გასარკვევად, მკვლევარებმა კატის 3 000 მფლობელი გამოკითხეს. მათ გამოავლინეს პატრონების ხასიათი და შეადარეს მათივე კატების ქცევებს, ჯანმრთელობასა და ჩვევებს.


მკვლევარებმა პასუხები განსაზღვრეს რამდენიმე
პროფილით, რომელიც ცნობილია "პიროვნების ხასიათის დიდი ხუთეულით" ანუ "ხუთფაქტორიანი მოდელით".  მოდელი მოიცავს შემდეგ პუნქტებს: პატიოსნება,
ღიაობა, ნეიროტიციზმი (პიროვნული თვისება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ემოციური არასტაბილურობა, შფოთი, დაბალი თვითშეფასება), ექსტრავერსია და  გამოცდილებისადმი ღიაობა  (ფსიქოლოგები, თავიანთ კვლევებში "დიდ ხუთეულს" არც ისე იშვიათად იყენებენ).

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პატრონის ხასიათი იმაზე მეტად მოქმედებს კატაზე, ვიდრე ეს აქამდე იყო მიჩნეული. მეტიც, ადამიანის ფსიქოტიპისა და ქცევის გაანალიზების შემთხვევაში, შეიძლება მისი ფუმფულა ბინადრის ტემპერამენტის ამოცნობა.

როგორც მშობლის ნერვიული ქცევები ნეგატიურად აისახება ბავშვზე, სწორედ ასევე მოქმედებს გაღიზიანებული პატრონის ხასიათი კატის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, რომელიც ვლინდება ცხოველის ქცევასა და აქტივობებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წესი იდენტურია ძაღლის მფლობელების შემთხვევაშიც, რომლებიც პატრონის ხასიათს ითვისებენ.

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ უფროსებისა და ბავშვების ქცევითი პარალელები, შინაურ ცხოველზე და მის პატრონზე გადამეტებულია, თუმცა, ახალი შედეგები ემთხვევა რამდენიმე ხნის წინ ჩატარებულ კვლევას, რომლის თემაც მშობლებისა და ბავშვების ურთიერთდამოკიდებულება იყო.

"არა ერთი პატრონი შინაურ ცხოველს მიიჩნევს ოჯახის წევრად, რომელთანაც ფორმირდება მჭიდრო სოციალური კავშირი. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ოთხფეხა არსებაზე მოქმედებს პატრონის დამოკიდებულება, რაც  ჩვენი პიროვნებიდან გამომდინარეობს", - ამბობს გამოცემა "telegraph"-თან საუბრისას ნოტინგემის უნივერსიტეტის სპეციალისტი ლაურენ ფინკა.

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ თუ კატის მფლობელმა კატეგორიაში "ნიროციტიზმში" მაღალი ქულა აიღო, დიდი ალბათობით, მის ბინადარს ქცევის პრობლემები აღენიშნება. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს აგრესიასთან, შფოთთან და შიშთან.  საინტერესოა, რომ ამ დროს შესაძლოა კატას განუვითარდეს სტრესისგან გამოწვეული გვერდითი მოვლენები. მაგალითად, წონის რადიკალური კლება.

მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ კატის მფლობელებმა, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულა "ექსტრავერსიის" მხრივ მიიღეს, აღნიშნავენ, რომ მათი კატები მხიარული და მოსიყვარულე ცხოველები არიან, ხოლო ექსპერიმენტის მონაწილეები, რომლებიც "ღიაობით" გამოირჩეოდნენ, ამბობენ, რომ თავიანთი კატების ქცევებით კმაყოფილნი არიან.

უდავოა, იმისათვის, რომ კატასა და პატრონს შორის მეტი პარალელი აღმოვაჩინოთ, საჭიროა კიდევ რამდენიმე კვლევა, თუმცა, ამ დაკვირვებითაც კი ნათელია, რატომ ემსგავსებიან შინაური ცხოველები თავიანთ პატრონებს.

წყარო: telegraph.co.uk

ასევე იხილეთ:

ფსიქოლოგების დასკვნით, კატების სიყვარული ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშანია

სპეციალისტებმა დაადგინეს სინამდვილეში, როგორი დამოკიდებულება აქვს კატას ადამიანის მიმართ

სპეციალისტები განმარტავენ, თუ როგორ გამოხატავს კატა მისთვის საყვარელი ადამიანის მიმართ სიყვარულს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?