სინამდვილეში, არის თუ არა ასე? შესაძლოა, ჩვენ ამ სტერეოტიპის გვჯერა. დიახ, კატა გაცილებით თავისუფლების მოყვარული ცხოველია, ვიდრე ძაღლი, თუმცა, ეს არ მიანიშნებს იმას, რომ მას ნაკლებად უყვარს საკუთარი პატრონი.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ კნუტი იმ ადამიანს, რომელიც მას უვლის, მშობლად აღიქვამს.

თუ ეს ფუმფულა ბინადარი თქვენთან პატარაობიდან ცხოვრობს, მას
კატა დაგყვებათ ფეხდაფეხ, დაჟინებით გიმზერთ თვალებში, გთხოვთ, რომ მოეფეროთ, უყვარს თქვენს კალთაში მოკალათება, თუ თქვენს ბინადარსაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, შესაძლოა, მან ნება მოგცეთ, რომ დაბანოთ. ცხოველმა ამ დროს შეიძლება სევდიანი გამომეტყველება მიიღოს, მაგრამ თუ ბანაობის შემდეგ კვლავ მეგობრები ხართ, გვერწმუნეთ, თქვენს ფუმფულა ბინადარს ძალიან უყვარხართ.

კატა საოცრად გონიერი არსებაა, რომელსაც უნარი აქვს, ადამიანის ენერგეტიკა იგრძნოს.
თუ შინაური ცხოველის მიმართ გულწრფელი ხართ, ის აუცილებლად სითბოთი გიპასუხებთ. სწორედ ასეთი ქცევებით გამოხატავს კატა თავის სიყვარულს. ამიტომ, ნუ მოსთხოვთ მას ძაღლის თვისებებს იმისათვის, რომ თავისი ერთგულება გაჩვენოთ.