კატასთან ერთად გძინავთ? ეს უნდა იცოდეთ
კატასთან ერთად გძინავთ? ეს უნდა იცოდეთ
კატა გრძნობს, როდესაც ადამიანი ავადაა. მას შეუძლია მისი ორგანიზმის ნეგატიური ენერგია გამოავლინოს. ამ ფუმფულა არსებას ძლიერი ენერგომაგნიტური ველი აქვს და როდესაც ის ადამიანს ეხება, მისგან მომავალ ენერგიას შეუძლია ნეიტრალიზება მოახდინოს ტალღებისა, რომელსაც დაავადებული ადამიანი გამოყოფს.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ოჯახები, სადაც შინაური ცხოველები ბინადრობენ (განსაკუთრებით კი კატები), იშვიათად ავადდებიან, მაგრამ თუ ადამიანი ავად გახდა, მარტივად იკურნება.

არ გაგიკვირდეთ, თუ კატა თქვენს მუხლებზე ან სხეულის სხვა ადგილზე დაწვება - არ გააგდოთ, ის თავისით წავა.

კატა ცდილობს შეეხოს პატრონის სხეულის მტკივნეულ ადგილს, რის შედეგადაც ტკივილი
ქრება.

Zooclub

ბიოენერგეტიკოსები თვლიან, რომ ამ იდუმალ არსებას ექსტრასენსორული უნარები კარგად აქვს განვითარებული. მას შეუძლია ადამიანის
აურის დანახვა.


რას მკურნალობენ კატები?

ფსიქიკა და ნერვები: კატა ამცირებს შფოთს, დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში, აძლიერებს თვითდაჯერებულობის შეგრძნებასა და ოპტიმიზმს.

გული: კატა საუკეთესო "კარდიოლოგია", ამიტომ ვინც ჰიპერტონიით იტანჯება, გადატანილი აქვს ინფარქტი ან ინსულტი, მათ სახლში კატის ყოლა რეკომენდირებულია.

ფუმფულა ბინადარი დაგეხმარებათ ვეგეტონევროზის დროს და არტერიული წნევის დაბალანსებაში. უნდა აღინიშნოს, რომ კატის პატრონებში ინფარქტის რისკი 30-40%-ით მცირდება.

მეხსიერება: თუ კატას ხშირად მოეფერებით, თქვენი მეხსიერება გაუმჯობესდება.

იმუნიტეტი და ძვლები: სპეციალისტებმა ასევე შეამჩნიეს, რომ გაციებისა და გრიპის დროს, შინაური ცხოველი გვეხმარება სიცხის დაწევაში. გარდა ამისა, კატა ამცირებს სახსრების ტკივილს და მეტიც, ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას.

Zooclub

კატების "სპეციალობა" სქესისა და ბეწვის მიხედვით

ძუ კატა: კურნავს ნერვიულ სისტემასა და შინაგან ორგანოებს;

ხვადი კატა: საუკეთესო მკურნალია ოსტეოართრიტის, სპონდილეზისა და ოსტეოპათიის.

გრძელბეწვიანი კატა: საუკეთესო ნევროლოგები არიან. ასევე, შეუცვლელი დამხმარეა დეპრესიის დროს. გარდა ამისა, ამცირებს გაღიზიანებას და აუმჯობესებს ძილს;

საშუალო ზომის ბეწვიანი კატა გვევლინება, როგორც კარგი კარდიოლოგი;

მოკლებეწვიანი კატა: მკურნალობს კუჭის მომნელებელ სისტემას, ღვიძლსა და თირკმელებს.

სიამის კატა: დაგეხმარებათ გრიპისა და გაციების დროს. ეს ჯიში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გრიპის პროფილაქტიკისას. სახლში მისი არსებობა ანადგურებს მიკრობებს, რომელმაც შესაძლოა, ეს ვირუსი გამოიწვიოს.

სინამდვილეში მნიშვნელოვანია კატის ფერიც

Zooclub

შავი კატა: ღირს თუ არა მისი აყვანა?

ადამიანების ნაწილი ფიქრობს, შეიძლება თუ არა სახლში შავი კატის ყოლა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ შეფერილობის ფუმფულა ბინადარი უარყოფით ენერგიას ანეიტრალებს და პატრონს სრულიად ათავისუფლებს ნეგატივისგან. გარდა ამისა, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლიზმს. ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, თუ რამდენად დიდი ძალა აქვს ამ იდუმალ ცხოველს, რომელიც ხელს უწყობს საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

ასევე იხილეთ:

რატომ მიდის კატა უცხო ოჯახის კართან: მიზეზი და მინიშნება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?