რეალური მიზეზები
ზოგჯერ ქუჩაში მცხოვრებ უპატრონო კატებსაც კი, დახმარების იმედი ადამიანებისგან აქვთ.
შესაძლო ვარიანტები, რომლებიც კატის ქცევას ხსნის:
მეზობლის კატა გაიქცა სახლიდან ან დაიკარგა;
ქუჩის კატამ გადაწყვიტა, ადამიანისთვის სახლში მიეკითხა სიცივის ან შიმშილის გამო;
მაკე კატა დედის ინსტინქტებით ხელმძღვანელობს - ეძებს მშვიდ ადგილს მშობიარობისთვის;
ცხოველი აკითხავს ნაცნობ ადამიანს, რომელსაც ენდობა.

ხალხური მინიშნებები
არსებობს არაერთი მინიშნება, რომლებიც კონკრეტული ადამიანის მიმართ კატის
ძველად ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ თუ სახლის კართან უპატრონო კატა გამოჩნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. თუ კატამ კონკრეტული სახლი შეარჩია, ის ამ ოჯახის წევრებს ენდობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ იცნობს. ამ დროს კატას მხოლოდ და მხოლოდ კეთილი განზრახვები აქვს. ასეთი კატის აყვანის შემთხვევაში, ადამიანი წარმატებას მიიზიდავს.
კართან კნუტი გამოჩნდა, რომელსაც დაცვა და ზრუნვა სჭირდება. წინაპრები თვლიდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანი მინიშნებაა, თუ ოჯახში უშვილო წყვილი ცხოვრობს. კატის ნაშიერის აყვანით, ცოლ-ქმარს ახლო მომავალში შვილი ეყოლებათ.

თუ სახლთან მოსული კატა ავადაა, ეს უბედურების მომასწავლებელია - სწორედ ასე თვლიდნენ ჩვენი წინაპრები, მაგრამ საკითხი სადაოა, რადგან ადამიანებს ავადმყოფი ცხოველები ხშირად აჰყავთ და უვლიან. ამასთანავე, ამას ნეგატიური შედეგები არ მოჰყოლია.
ნაცრისფერი კატა, რომელიც თქვენგან თავშესაფარს ითხოვს, ცხოვრებისეულ სიტუაციებში წარმატების მომტანია. ამ შეფერილობის ცხოველებს მაგიურ შესაძლებლობებს აწერენ - ისინი დაგიცავენ თვალისგან, ჭორებისა და ნებისმიერი წარუმატებლობისგან.
თეთრ კატას მკურნალის თვისებები აქვს. ის არჩეულ პატრონს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. სახლი, სადაც თეთრი კატა ბინას დაიდებს, ყოველთვის სავსე იქნება ხალისითა და სიხარულით.
შავი კატა: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ნაწილი ამ ცხოველის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი, ის ოჯახს იცავს ჯადოსა და ავი თვალისგან (ასე ფიქრობდნენ წინაპრები). თუ შავმა კატამ პატრონად აგირჩიათ, თქვენი ოჯახი ყოველთვის დაცული იქნება.
ჟღალ კატას წარმატება მოაქვს. ასევე, სახლში მისი ყოლა ხელს შეგიწყობთ ფინანსური პრობლემების მოგვარებში. თუ ფინანსური პრობლემების პერიოდში სახლის კართან ჟღალი კატა გამოჩნდება, ყურადღება მიაქციეთ ბედის ამ მინიშნებას.
საუკუნეების წინ თვლიდნენ, რომ უცხო სახლის კართან კატის გამოჩენა შემთხვევითობა არ იყო. ძველი ხალხის რწმენის მიხედვით, ამას ყოველთვის ჰქონდა ლოგიკური ახსნა.