აიამ ცემანი - შავი ქათმის ჯიში (+ფოტო)
აიამ ცემანი - შავი ქათმის ჯიში (+ფოტო)
შავი - ცხოველებში ჩვეულებრივი ფერია. არსებობენ შავი დათვები, გორილები, შავი ძაღლები და კატები. მაგრამ ქათმის ეს ინდონეზიური ჯიში, რომელიც ცნობილია აიამ ცემანის სახელით, ბევრის გაოცებას იწვევს.

აიამ ცემანის შავი ფერი არ არის განსაზღვრული მხოლოდ ბუმბულით. ამ ფრინველში ყველაფერი შავია - კანი, ნისკარტი, ბუმბული, ენა, ფრჩხილები, მისი ხორციც კი, ასევე ძვლები და ორგანოები. მისი ძვლის ტვინიც კი შავია. სისხლი შავი არაა, მაგრამ ძალიან მუქია. აიამ ცემანი იმდენად საინტერესო და ეგზოტიკურია, რომ მოიხსენიება როგორც "ლამბორჯინი შინაურ ფრინველებში".

სიტყვა "აიამი" ინდონეზიურ ენაზე ნიშნავს
"წიწილას", ხოლო "ცემანი" ითარგმნება, როგორც "აბსოლუტურად შავი" იავან
ის ენაზე. ეს ეგზოტიკური ჯიში გაჩნდა იავაზე, ინდონეზიაში. ის პირველად ევროპას წარედგინა 1998 წელს, სადაც შინაური ქათმების მოყვარულებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ჰოლანდიელმა სელექციონერებმა ქათმის შავ ჯიშს ყურადღება მიაქციეს უცნაური გარეგნობის და გენეტიკური შემადგენლობის გამო. აიამ ცემანი - ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქათამია მსოფლიოში. ერთი წიწილა შეიძლება 2 500 დოლარი ღირდეს.

ჯიში შავ შეფერილობას გენეტიკური განსაკუთრებულობის გამო იღებს, რაც ფიბრომელანოზისად იწოდება, რომელიც ხელს უწყობს შავი პიგმენტური უჯრედების სწრაფ გამრავლებას. გენი, რომელიც ფიბრომელანზისს იწვევს, მუტაციას წარმოადგენს - ის აზიაში 800 წლის წინ არსებობდა. მუტაცია გავრცელდა ქათმის სხვა ჯიშებზე, მაგალითად შვეფური შავი ქათამი სვარტ ხონა.

აზიაში ქათმის შავ ჯიშს ძალიან აფასებენ, რადგან მისი მისტიური შესაძლებლობების სჯერათ. მათი ხორცი მეტ რკინას შეიცავს, ამიტომ სასარგებლოა ქალებისთვის ფეხმძიმობის დროს და შემდეგ.

ფრინველებს ხან მსხვერპლად სწირავენ, მაგალითად შვილის შეძენის დროს ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში. ხალხს სჯერა, რომ ასეთი მსხვერპლშეწირვა წარმატების მომტანია. ზოგი აზიელი ფიქრობს, რომ შავი ქათმის საკვებში გამოყენება მათ სინდისს შეუმსუბუქებთ, ამ ჯიშის მამლების ყივილს კი კეთილდღეობა მოაქვს.

ერთადერთი, რაც აიამ ცემანის არ აქვს შავი - ეს არის კვერცხი, რომელიც კრემისფერია. მაგრამ ამ ჯიშის კრუხი არ ვარგობს, ამიტომ კვერცხების გამოყვანა ხელოვნურად, ინკუბატორის მეშვეობით ხდება.


იხილეთ ფოტოგალერეა

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?