მივუახლოვდი გაყინულ ტბას და სიტუაცია ასეთი იყო:
ტბის ზედაპირზე ყინული გატეხილი იყო, ხოლო ტბაში ჩავარდნილი ძაღლი ამოსვლას ცდილობდა. მაშინვე დავუწყე ადგილს ძებნა, თუ როგორ ჩავსულიყავი ტბაზე, რომ ცხოველს დავხმარებოდი.

პირველი, რაც გავაკეთე, ძაღლს ვეძახდი, თავიდან მან ყურადღება მომაქცია და ცდილობდა ამოსვლას ყინულის ნატეხებიდან, თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ, როგორც ჩანს, ძალა გამოეცალა და ის მხოლოდ ყინულის

ჩემი მანქანა ახლოს იყო, ამიტომ გავიქეცი და ბაწარი მოვიტანე. ვფიქრობდი, თოკს გადავუგდებდი და ის კბილებით ჩაეჭიდებოდა, მაგრამ ეს მიამიტური აზრი იყო.

თოკი მოკლე აღმოჩნდა, ამიტომ მე გზაზე გავედი, რომ მანქანა გამეჩერებინა და რომელიმე მძღოლისთვის კიდევ ერთი თოკი მეთხოვა.

ამ პერიოდში 20-მდე მანქანამ გაიარა, თუმცა, არავინ გააჩერა დასახმარებლად. თოკის დაგრძელება საკუთარი შარფით და პიჯაკით გადავწყვიტე, თუმცა, ძაღლი ბაწარს არც შეხებია.

წავედი მანქანასთან და სამაშველო სამსახურს დაურეკე. მათ მითხრეს, რომ 10 წუთში მოვიდოდნენ, თუმცა, ძაღლს ძალა ეცლებოდა და თავად უნდა მომეფიქრებინა, რა გამეკეთებინა.

საბოლოოდ, გავბედე და აგურების დახმარებით შევედი გაყინული ტბის ზედაპირზე, სწრაფად მოვკიდე ძაღლს კისერში ხელი და ზევით ამოვქაჩე, თავადაც მეხმარებოდა, ბოლო ძალებს იკრებდა...
რამდენიმე წამში ძაღლი უკვე სამშვიდობოს იყო. მადლობაც არ გადამიხადა, ისე გაიქცა ტერიტორიიდან."

ასევე იხილეთ:
ყინული გატყდა და ის ტბაში ჩავარდა
მგელი გაყინული მდინარიდან ვერ ამოდიოდა, ის სიკვდილის ებრძოდა..
შეყვარებული გედი თბილ ქვეყნებში არ გაფრინდა... მან დაჭრილი მეორე ნახევარი ცივ ზამთარში მარტო არ მიატოვა