"ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც ალასკაზე ჩასულმა, აღმოვაჩინე, რომ იქ არც თოვლი იყო და არც ყინული. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მითხრეს, რომ წელს უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და თოვლი შესაძლოა, მოგვიანებით მოსულიყო."- ამბობს უაიმარი.
მან თეთრი დათვები ქვიშაში და სიბინძურეში აღმოაჩინა და გადაწყვიტა, ეს უცნაური სანახაობა ფოტო კამერაზე აღებეჭდა.

"აღმოვაჩინე რამდენიმე დათვი, რომლებიც ბარტერის მდინარის ნაპირას

"National Geographic"-ის ფოტოკონკურსში უაიმარის ერთ-ერთმა ფოტომ მოიპოვა პრიზი, რომელსაც "არა თოვლი, არა ყინული" უწოდეს.

უაიმარის მიერ ალასკაზე გადაღებული ფოტოები უსიტყვოდ გადმოსცემს დღევანდელი მსოფლიოს მნიშვნელოვან პრობლემას - გლობალურ დათბობას.


ფოტოგრაფის თქმით, მისი სურვილია, დონალდ ტრამპმა იმოგზაუროს არქტიკაზე და ნახოს, რა ხდება იქ, ამის შემდეგ ის მიხვდება, თუ "რატომ უნდა დაიცვას და გაუფრთხილდეს ამ საოცარ ადგილს."

ასევე იხილეთ:
რა ხდება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ალასკის ტყეში?