error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/16491783bd97dc43234f56e95640af18.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მეცნიერების დასკვნით, 2070 წელს ცხოველთა სამყაროს მესამედი გადაშენდება
მეცნიერების დასკვნით, 2070 წელს ცხოველთა სამყაროს მესამედი გადაშენდება
ფაუნისა და ფლორის მესამედი 50 წელიწადში სრულიად გადაშენდება, ამის მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებებია. ამ დასკვნამდე მივიდნენ არიზონას უნივერსიტეტის ბიოლოგები. მათი სტატია ჟურნალ "PNAS"-ში გამოქვეყნდა.

მკვლევარებმა 538 მცენარის სახეობისა და ცხოველების მონაცემთა ანალიზი ჩაატარეს, რომელთა 44% უკვე გადაშენდა. მათ აღმოაჩინეს, რომ რაიონებში, სადაც ეს სახეობები არსებობდნენ, ტემპერატურის დიდი და გაცილებით მკვეთრი ცვლილებები ხდებოდა.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ 2020 წლის იანვარი, ბოლო 141 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვე იყო. "დიდი ალბათობით ეს წელი, კაცობრიობის ისტორიის, ხუთ ყველაზე ცხელ წელში შევა".  გარდა ამისა, ეკოლოგიური საინფორმაციო
ეროვნული ცენტრის NOAA-ს ინფორმაციით, ბოლო ათწლეული კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო.

"როდესაც ინფორმაციას ყველა სახეობაზე სათითაოდ
შევაგროვებთ, ჩვენ შევძლებთ, გლობალური სურათი დავინახოთ გადაშენებულ ცხოველებისა და მცენარეების",- ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი.

სპეციალისტების შედეგებით, ის ცხოველები, რომლებიც ტროპიკულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სხვებზე სწრაფად გადაშენდებიან. ნაწილობრივ, სახეობები, რომლებიც ცხელი კლიმატის პირობებში ცხოვრობენ, მათი გადაშენების ალბათობა ორ-სამჯერ ნაკლებია, ვიდრე ფლორა და ფაუნა, რომლებიც უკვე დათბობისგან გამოწვეულ დაზარალებულ რაიონებში ბინადრობენ.

"თუ ჩვენ ვეთანხმებით პარიზის კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის დებულებას, 2070 წელს დიდი ალბათობით მცენარეებისა და ცხოველთა სახეობების 20% გადაშენდება, მაგრამ თუ ადამიანის ზემოქმედებით გლობალური დათბობა კიდევ უფრო გაძლიერდება, შესაძლოა, მსოფლიოში არსებული ფლორისა და ფაუნის სახეობების მესამედი დავკარგოთ,"- ამბობს მკვლევარი ჯონ ვინსი.

მსგავს კლიმატურ ცვლილებებს სპეციალისტები ანთროპოგენურ და ბუნებრივი ნარევის პროცესებს უწოდებენ.

წყარო: pnas.org

sss
აქ შეცდომაა ეს ცხოველთა ერთი სახეობა უკვე გადაშენდა 2012 წლის 1 ოქტომბერს
რამო
ამათ რიცხვში შედის ორ ფეხზე მოსიარულე, დანაწევრებული მეტყველების მქონე ცხოველებიც.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?