ოდესმე გინახავთ ციცინათელა? თუ კი, თქვენ გაგიმართლათ, რადგან ეს მწერი მალე გადაშენდება
ოდესმე გინახავთ ციცინათელა? თუ კი, თქვენ გაგიმართლათ, რადგან ეს მწერი მალე გადაშენდება
ადამიანის საქმიანობამ საფრთხე შეუქმნა ხოჭოს სახეობას - ციცინათელას, რომელიც უახლოეს მომავალში სრულიად გადაშენდება, - წერს გამოცემა "BioScience"-ი. სტატიაში აღნიშნულია, რომ ციცინათელების გადაშენების მთავარი პრობლემა ღამის ხელოვნური განათებაა. საქმე ისაა, რომ  ეს ხოჭო რამდენიმე წლის განმავლობაში ლარვის სტადიაშია, ხოლო ზრდასრულ ინდივიდად მხოლოდ რამდენიმე დღე ცხოვრობს. ამასთანავე, უმეტესობა მათგანი არ იკვებება და მხოლოდ დაგროვილი რესურსით ცოცხლობს. ნათების პროცესში მათი მთავარი მიზანი სახეობის გაგრძელებაა. სწორედ ნათებით პოულობენ ისინი ერთმანეთს.

მრავალრიცხოვან ხელოვნურ განათებებს ციცინათელები შეცდომაში შეჰყავს, შედეგად ისინი ორიენტაციას კარგავენ და კვდებიან ისე, რომ მემკვიდრეებს ვერ ტოვებენ.

Zooclub

სტატიაში ასევე აღნიშნულია ამ საოცარი არსებების გა
დაშენების სხვა მიზეზებიც - ეს პირველ ყოვლისა, ტყეების გაჩეხვა და სამანქანო გზების გაშენებაა. ამ მიზეზით უმეტესობა მათგანი ლარვის სტადიაშივე კვდება. გარდა ამისა, არაერთი ქვესახეობის მდედრს ფრენა არ შეუძლია, ამიტომ მისი მდგომარეობა საშუალებას არ აძლევს, სწრაფად შეიცვალოს ადგილი. ციცინათელების პოპულაციაზე თავისებურ როლს ასრულებს სასოფლო სამეურნეო წარმოებაში პესტიციდების გამოყენებაც.

უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებისთვის ცნობილია დაახლოებით 2 ათასამდე ციცინათელას ქვესახეობა.

წყარო: academic.oup.com
თამარი
ვაი, როგორ მეწყინა. ისეთი ლამაზია, ისეთი ლამაზი... ჩემ სოფელშია ბევრი და ზაფხულობით, ღამე დავსდევდით ბავშვები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?