სიახლეები : ღამურა
რთულად დასაჯერებელი ფაქტები ცხოველების შესახებ
ეს ფაქტები შესაძლოა, რთულად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ყოველი
მაკე ცხოველების რენტგენის 15 საოცარი ფოტო
ყველამ ვიცით, თუ როგორ მიმდინარეობს ადამიანის ორსულობის პროცესი.
სიამის ტყუპები ცხოველთა სამყაროში (10 ფოტო)
სიამის ტყუპები მხოლოდ ადამიანებს შორის არ არსებობენ. ბუნებაში შესაძლოა, შევხვდეთ
თავსატეხი
მიუხედავად იმისა, რომ "ჰელოუინი" რამდენიმე დღის წინ დასრულდა, ინტერნეტ სივრცეში
გოგონას გაუმართლა, რომ გამოქვაბულში შესვლა გადაიფიქრა (+ვიდეო)
ფოტო, რომელსაც ახლა ხედავთ, ბიჭს თავისმა მეგობარმა გოგომ გაუგზავნა.
ეს პატარა არსება კუბაზე ბინადრობს... როცა გაიგებთ, რა ცხოველია, შესაძლოა, შიშის გრძნობა გაგიჩნდეთ
ეს პატარა უსაყვარლესი, მაგრამ ამავდროულად საშიში გარეგნობის უცნაური არსება არც მეტი, არც ნაკლები ბულდოგისებრთა
რომელი ცხოველი დაინახეთ პირველი? გაიგეთ მეტი საკუთარი ქვეცნობიერის შესახებ
შეხედეთ სურათს და დაუფიქრებლად დაასახელეთ ის ცხოველი, რომელიც პირველად
ავსტრალიაში სიცხისგან 1000-ზე მეტი მფრინავი მელია ჰაერში
ანომალიურად მაღალმა ტემპერატურამ საფრთხე შეუქმნა ისეთ ცხოველებს, რომლებიც
რამდენი საათის განმავლობაში სძინავს სხვადასხვა სახეობის ცხოველს?
ვის არ უყვარს ძილი? ალბათ ყველას - როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს, მაგრამ თუ ადამიანისთვის 8-საათიანი ძილი საკმარისია, ცხოველებს განტვირთვისთვის ბევრად მეტი დრო სჭირდებათ.


ცხოველები, რომლებიც ყველაზე დიდ დროს ძილში ატარებენ.

პანდა

Zooclub

მთელი დღის განმავლობაში პანდას ძირითადი აქტივობა ჭამა და ძილია. თუ მას დღე-ღამე  სძინავს 10 საათის განმავლობაში, დარჩენილ დროს კვებაში ხარჯავს.

ღორი

Zooclub

ღორის ძილი 12-დან 14 საათამდე გრძელდება: მისი მოწოდება ჭამა და ძილია, რაც ხელს უწყობს ცხიმის წარმოქმნას. ძილის დროს ღორებს უყვართ სითბო, ამიტომ ისინი ერთმანეთს ეხუტებიან.

ციყვი

Zooclub

როგორც ცნობილია, ციყვის დღის რაციონი შედგება თხილისგან, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებით, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მას დღე-ღამის განმავლობაში 14 საათი სძინავს.

ზაზუნა

Zooclub

ზაზუნას დღე გაწერილია წუთებით - რამდენიმე წუთი სირბილი, ასევე კვება (შესვენებით) და 14-საათიანი ძილი.

ლემური

Zooclub

ლემურები მთელი დღის განმავლობაში აქტიურები არიან, ხოლო ღამე იკრიბებიან და ერთად იძინებენ. მათი ძილის პერიოდი 16 საათი გრძელდება.

კატა

Zooclub

კატები ნამდვილად იღბლიანები არიან, რადგან ისინი ძილს, დღე-ღამის განმავლობაში, 18 საათს უთმობენ.

ლომი

Zooclub

ლომები ცხოვრობენ სავანაში, სადაც საშინელი სიცხეა. ამ ტემპერატურისგან თავის დასაღწევად, ცხოველთა მეფეებს 18-დან 20 საათამდე სძინავთ, ზოგჯერ - 24 საათის განმავლობაშიც კი.

ბეჰემოთი

Zooclub

ამ ცხოველებს 16-18 საათის განმავლობაში  ჯგუფურად სძინავთ. ისინი წყლის ქვეშ იძინებენ, მაგრამ დროდადრო ამოდიან ზედაპირზე, რათა ჟანგბადი ჩაისუნთქონ.

ღამურა

Zooclub

წლის დასაწყისში ღამურები განიცდიან საკვების უკმარისობას, ამიტომ ისინი  24 საათის განმავლობაში სულ რაღაც 4 საათი არიან აქტიურნი.

ზარმაცა

Zooclub

ზარმაცა ერთ-ერთი ყველაზე ზანტი ცხოველია. იგი მთელ თავის ცხოვრებას ატარებს იმ ხეზე, სადაც იბადება, ცხოვრობს, იკვებება და სძინავს 20 საათის განმავლობაში.

კოალა

Zooclub

კოალას ცხოვრება ნამდვილი სამოთხეა. მას ძილშიც კი შეუძლია მიიღოს საკვები, რომლის გადამუშავებაშიც დღის 75%-ს ხარჯავს. კოალას ძირითადი საკვების რაციონი ევკალიპტია, სწორედ ამ მცენარის ხეზე მოკალათებულს ეძინება საკვების ღეჭვის დროს, რაც 18-დან 22 საათამდე გრძელდება. ავსტრალიაში სტუმრობისას, ტურისტების უმეტესობა, რომლებსაც კოალას მოფერება სურთ, უკმაყოფილებას გამოხატავენ, რადგან ამ ცხოველს ყოველთვის სძინავს.

ასევე იხილეთ:

ცხოველები, რომლებსაც ყველაზე დიდ ხანს შეუძლიათ საკვების გარეშე გაძლონ

საკუთარი გამორჩენის მიზნით, მხოლოდ ადამიანები არ იტყუებიან, არამედ ცხოველებიც

5 გავრცელებული მითი თვითგადარჩენის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს


დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
ძაღლები
30.03.2020
ქალაქ შაოანგში (ჩინეთი) მცხოვრებმა ოქროსფერმა რეტრივერმა სახელად იაო ერიმ, ბოლო თვეების განმავლობაში, სეირნობის
29.03.2020
ძაღლების პატრონმა ვიდეოზე გადაიღო სასაცილო ლეკვი, რომელმაც უზარმაზარ ძაღლს
28.03.2020
ბელგრადში თვითმხილველმა ვიდეოზე გადაიღო აივანზე მყოფი სერბი მოხუცი, რომელიც
27.03.2020
ამ კრიზისულ პერიოდში, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება და ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ
ყველა სიახლე
კატები
23.03.2020
სფინქსის ჯიშის კნუტი უიშვიათესი დაავადებით - ჰიდროცეფალიით (თავის ქალაში მომატებული
15.03.2020
ტაილანდში მცხოვრები კატა ბედნიერია, როდესაც პატრონის ყურადღების
05.03.2020
2 წლის კატა, სახელად მონიკი, ლონდონის ცხოველთა თავშესაფარში 115-ე დღეა,
26.02.2020
სტამბულში გამართულ სიმფონიური ორკესტრის კონცერტს კატა პირდაპირ სცენაზე
ყველა სიახლე
ZOO
25.03.2020
"ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისა და სააგენტოს
21.03.2020
28 თე­ბერ­ვალს ჰონგ-კონ­გში ადა­მი­ა­ნის­გან ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სით დაინფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი
20.03.2020
თამაზ ელიზბარაშვილის მიმართვა კარფურს, ნიკორას, სპარს, გუდვილს, ფრესკოს, ორი ნაბიჯს, ევროპროდუქტს
20.03.2020
კორონავირუსის პანდემია - მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, ქალაქები და ქვეყნები
ყველა სიახლე
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?