საფრანგეთში ცხოველებისთვის მოდური ბუტიკი გაიხსნა
საფრანგეთში ცხოველებისთვის მოდური ბუტიკი გაიხსნა
საფრანგეთის ცნობილ საკურორტო ქალაქ ნიცაში ცხოველებისთვის სპეციალური ბუტიკი გაიხსნა, სადაც ოთხფეხა მეგობრებისთვის მოდური სამოსის შეძენა შეიძლება . მისი ძირითადი მომხმარებლები ძაღლები არიან, თუმცა თითო ხელი ელეგანტური კოსტუმი კატებისთვისაც მოიძებნება.

მაღაზიის კლიენტებს საყვარელი ცხოველებისთვის ტანსაცმლისა და აქსესუარების საკმაოდ დიდი არჩევანი დახვდებათ. სამოსი მოდის უკანასკნელი ტენდენციების გათვალისწინებით არის შექმნილი. აქვეა სპა-პროდუქტები, აბაზანის მარილი და მზისგან დამცავი საცხები.

Zooclub

მაღაზია La Pet Avenue-ს მფლობელმა მცირემასშტაბიანი კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ მის დაწესებულებას ძირითადად, ქალები სტუმრობენ. შუახნის ქალბატონები მეტ ყურადღებას იჩენენ თავინთი ცხოველების კომფორტისა და
მოვლის საშუალებების მიმართ, ახალგაზრდებს კი მოდური სამოსი აინტერესებთ.

Zooclub

"ახალგაზრდები, ძირითადად, უსახელო მაისურებს, მზის სათვალესა და
ბროშებს ყიდულობენ. ზოგჯერ ცხოველს მანიკურსაც უკეთებენ", - აცხადებს ბუტიკის მეპატრონე.

მომზადებულია nicematin.com-ის მიხედვით.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?