ბიჭმა პირი გააღო და ვერ წარმოიდგენთ, რა გამოცოცდა (+ვიდეო)
ამერიკელმა "YouTube"-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც პირიდან ცოცხალი მორიელი გამოჰყავს. მამაკაცს ქვეწარმავალი სახლში ჰყავს და მოფერებით "მორდიქეიმს" უწოდებს.

მაიამიში მცხოვრებ ტირონ ჟირალდოს  "YouTube"-ისარხზე რამდენიმე ვიდეო აქვს. პირველ ვიდეოში იგი ეშვება პარაშუტით, მეორეში წარმოდგენილი აქვს 2D ანიმაცია, რომლის ავტორიც თავადაა, თუმცა, უკანასკნელ ვიდეოს ყველა შანსი აქვს იმისათვის, რომ მისი ხელმომწერების რაოდენობა საგრძნობლად გაზარდოს.

კადრებში ტირონი უბრალოდ ზის და კამერისკენ იყურება...

Zooclub

შემდეგ პირს აღებს. თავიდან გაუგებარია, რატომ აკეთებს ამ მოქმედებას, თუმცა, რამდენიმე წამის შემდეგ მამაკაცის პირიდან ცოცდება მორიელი. ეს ძალიან ჰგავს საშინელებათა ფილმს.

Zooclub
Zooclub
Zooclub

"მორდიქეიმი" ტირონის სახლში რამდენიმე კვირის წინ დასახლდა, მაგრამ იგი მამაკაცს მალევე დაუმეგობრდა.

კომენტარებში არაერთი ადამიანი
წერდა, რომ ტირონთან მეგობრობა სახალისო იქნებოდა.

მამაკაცმა მორიელისთვის შეიძინა ტერარიუმი, სადაც მორდიქეიმი ყველაზე დიდ დროს ატარებს.

Zooclub

თუ კადრების ხილვის შემდეგ ფიქრობთ, რომ ტირონის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ნერვიულობა ამაოა, რადგან მართალია, მორიელი შხამიანია, მაგრამ არც იმდენად, რამდენადაც სხვა სახეობის მორიელები, რომლებიც ველურ ბუნებაში ბინადრობენ.

ასევე იხილეთ:

ამ გოგონას ძალიან უყვარდა პითონთან ერთად ძილი, მაგრამ გველმა უეცრად წონაში კლება დაიწყო.. მიზეზი შემაძრწუნებელი აღმოჩნდა..

ქალი უცებ ვერ მიხვდა, სახლის კართან გველი იწვა თუ ნიანგი...

ეს უზარმაზარი ხოჭო თვითმხილველების გაოცებას იწვევს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?