ფუტკრის შხამს სამკურნალო თვისებებით ანალოგი არ გააჩნია
ფუტკრის შხამს სამკურნალო თვისებებით ანალოგი არ გააჩნია
ფუტკარი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთჯერადი შპრიცი, რომელიც უნიკალური წამლით არის სავსე და სამკურნალო თვისებებით ანალოგი არ გააჩნია. ფუტკრის კბენისას ორგანიზმში ხვდება რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე (50-მდე ნივთიერების შემცველი) ფუტკრის შხამის მეტად მცირე დოზა. მასში შედის: მინერალური ნივთიერებები (ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი), მჟავები (მარილმჟავა, ჭიანჭველამჟავა, ფოსფორმჟავა), ცხიმები, ცილები და ამინომჟავები, ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა), აცეტილქოლინი და ჰისტამინი, თუმცა ფუტკრის ნაკბენით მკურნალობისას ძირითადი დატვირთვა პეპტიდებზე (ერთი ან რამდენიმე ამინომჟავას ნარჩენისგან შედგენილ ნივთიერებებზე) მოდის.

პეპტიდი მელიტინი აცხრობს ანთებით პროცესებს და სპობს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს,
ადოლაპინი ტკივილს უფრო უკეთ აყუჩებს, ვიდრე ერთად აღებული ოპიუმი და ასპირინი, აპამინს ტონუსში მოჰყავს ნერვული
სისტემა, ხოლო კარდიოპეპტიდი გულ-სისხლძარღვთა სისტემას ასტაბილურებს.

ძნელია, ფუტკრის შხამს უწოდო წამალი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჯერ ერთი, ეს არის ნატურალური საშუალება, რომელიც არ შეიცავს საღებავებს, დანამატებსა და სხვა ქიმიურ ელემენტებს, მეორე - მას მხოლოდ სარგებლობა მოაქვს, ნებისმიერი ქიმიური პრეპარატისგან განსხვავებით, რომლებსაც გვერდითი მოვლენების მთელი წყება ახასიათებს. მესამეც, ფუტკრის შხამი ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროცესების გააქტიურებისას ქრონიკული დაავადებების მიზეზებზე მოქმედებს და არა მათ სიმპტომებზე.


ფუტკრის შხამის სამკურნალო თვისებები

1. ნერვული სისტემა: მცირე დოზას აღმგზნები ეფექტი აქვს, ხოლო დიდს - დამამშვიდებელი. ახასიათებს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ძილს, მეხსიერებას, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. ამცირებს ტვინის შეშუპებას. აქვს კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტი.
2. გულ-სისხლძარღვთა და სისხლის წარმომქმნელ ორგანოთა სისტემა: აფართოებს სისხლძარღვებს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს გულის მუშაობას. კარგი ანტიკოაგულანტია. აქვს ანტიარითმიული ეფექტი. ახასიათებს ანტიანემიური თვისებები, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს.
3. სასუნთქი სისტემა: აფართოებს ბრონქებს, ათხიერებს ნახველს, აქვს ამოსახველებელი ეფექტი.
4. საჭმლის მომნელებელი სისტემა: ასტიმულირებს კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკას, აძლიერებს საჭმლის გადამამუშავებელი ფერმენტების, კუჭის წვენისა და ნაღველის გამომუშავებას. აქვს წყლულის საწინააღმდეგო ეფექტი, ასტიმულირებს ღვიძლის მუშაობას.
5. ენდოკრინული სისტემა: ასტიმულირებს თირკმელზედა
ჯირკვლის მუშაობას, ნორმაში მოჰყავს სასქესო და ფარისებრი ჯირკვლების მოქმედება, აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს.

• ჩამოთვლილთა გარდა აქვს: ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი თვისებები.
ამავე დროს ფუტკრის კბენით მკურნალობას უკუჩვენებებიც გააჩნია. ასეთი შემთხვევებია: 1. ფუტკრის შხამის აუტანლობა; 2. მწვავე დაავადებები და ქრონიკული დაავადებები გამწვავების პერიოდში; 3. ტუბერკულოზი; 4. ვაქცინაცია (ერთი თვის განმავლობაში); 5. თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა; 6. ადისონის დაავადება; 7. ორსულობა და ძუძუთი კვება.

mkurnali.ge
TinaTins
თინა, ამბებს გაუგზავნე სტატია საკუტარ ტავზე რეკლამისტვის , ლელა კაკული სულ მასე აკეტებს ტორემ მაგ გაზვერაზე ვინ რანე სგაუგებდა სე კი აუცილებელიცაა ეს ნამდვილი მკურნალობაა მმოგნი სტატიაში სულ 25 ლარს გადაიხდი
თინათინ
შხამი ორგანიზმში შემყავს უშუალოდ დანესტვრით.
თინათინ
30 წელია ფუტკრის შხამით ვმკურნალობ ჩემს ახლობლებს და ახლობლების ახლობლებს :) საუკეთესო და უპრეცედენტო შედეგებით... დაინტერესებული პირები შემომეხმიანეთ. 599183470 თინათინ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?