თავშესაფრიდან აყვანილმა პიტბულმა ბავშვი გადაარჩინა (+ვიდეო)
თავშესაფრიდან აყვანილმა პიტბულმა ბავშვი გადაარჩინა (+ვიდეო)
არა ერთი ფაქტი დაფიქსირებულა ადამიანების მიმართ ცხოველების უანგარო ერთგულებისა  და კიდევ ერთი ამბავი, რის შემდეგაც თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლი, სახელად აიდა საკუთარი ოჯახისთვის გმირი გახდა.

ჯესი კოლი 7 წლის ბიჭია. ის მშობლებთან, 14 წლის დასთან და თავშესაფრიდან აყვანილ პიტბულთან ერთად ორეგონში (აშშ) ცხოვრობს. მათი სახლი ტყის სიახლოვეს არის, ამიტომ ბავშვები ხშირად თამაშობენ ტყეში. ერთ დღეს, ჯესი სხვა ბავშვებთან ერთად ნაკადულის სიახლოვეს თამაშობდა, როდესაც ერთ-ერთმა ბავშვმა, შემთხვევით ხიდან ჩამოვარდნილი გარეული ფუტკრების სკას ფეხი დააბიჯა. ფუტკრების გამოჩენისთანავე ბავშვები გაიქცნენ, თუმცა, ჯესიმ ვერ მოასწრო გაქცევა
და
ფუტკრებმა დაკბინეს.

ბავშვმა გონება დაკარგა. საბედნიეროდ, პიტბული აიდი ახლოს იყო. მან მოავლო ჯესის ქეჩოზე კბილები და სახლისკენ გაათრია. 

"აიდამ დაინახა, რაც მოხდა და სამშვიდობოს გამომიყვანა, სახლისკენ მოვყავდი, რათა მშობლებს დავენახე და გადავერჩინე."- ამბობს ბავშვი.

ჯესი და მისი და ჟასმინი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო პროცედურა და ბავშვები სახლში გაუშვეს.

ფუტკრებმა ძაღლიც დაკბინეს, თუმცა, ვეტერინარების თქმით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პიტბულმა ადამიანი გადაარჩინა, კიდევ არა ერთი ფაქტი ყოფილმა მათი გმირობისა, როცა პატრონი გასაჭირში არ მიუტოვებიათ, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ამ ჯიშის ძაღლებში ხალხისთვის საშიშ მხეცს ხედავენ.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

ვერ წარმოიდგენთ, რას მალავს ეს პიტბული თავის ქვევით

ძაღლი დედისგან მიტოვებულ ბავშვებზე ზრუნავს

მან ყველაფერი გააკეთა თავისი პატრონის გადასარჩენად, თუმცა...
ლიკა
ჩემ შვილს ყავს პიტ-ბული და ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ის თავისი პატრონის ერთგული იქნება ყოველთვის. მეც არ მომწონს ამ ჯიშის ძაღლებზე ესეთი აზრი რომ ტრიალებს. ჩხუბისთვის გაზრდი მოჩხუბარი იქნება, სიყვარულით თუ გაზრდი ისეც სიყვარულით გიპასუხებს და დაგიცავს.
111
იმიჯი აქვთ ეგეთი უბრალოდ,თორე ყველა ცხოველი საყვარელია,მითუმეტეს ასეთი ერთგული
mari aan
ზოგადად, ყველა ძაღლია პატრონის ერთგული, მაგრამ პიტ- ბული თავს გასწირავს პატრონისთვის, ძალიან ცუდია რომ მისგან რაგაც ურჩხულს ქმნიან. ზალიან მაგარი ძაღლია, ვინც ცუდს ამბობს მასზე ის არ ცნონს მაგ ძაღლს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?