ამ გოგონას ძალიან უყვარდა პითონთან ერთად ძილი, მაგრამ გველმა უეცრად წონაში კლება დაიწყო.. მიზეზი შემაძრწუნებელი აღმოჩნდა..
ამ გოგონას ძალიან უყვარდა პითონთან ერთად ძილი, მაგრამ გველმა უეცრად წონაში კლება დაიწყო.. მიზეზი შემაძრწუნებელი აღმოჩნდა..
უმეტესობას, რა თქმა უნდა, ჰყავს საყვარელი ბინადარი და ისინი მათი ცხოვრების ნაწილნი ხდებიან. თქვენ ესაუბრებით მათ, გიყვართ, ყველგან თან დაგყავთ. არ ხართ წინააღმდეგი თქვენთან ერთად ლოგინში თუ დაიძინებენ. არაფერია, თუ კი ეს შინაური ცხოველი კატაა ან ძაღლი. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რაღაც სხვა, განსაკუთრებული უყვართ.

ამ ქალბატონმა ანონიმურად დარჩენა მოისურვა, მაგრამ მისი ისტორია სერიოზული გაფრთხილებაა. რაც არ უნდა იყოს, ცხოველები, რომლებიც ველურ ბუნებაში მტაცებლებად ითვლებიან, ხშირად სიურპრიზებს გვიწყობენ.

დავუბრუნდეთ პითონებს. ამ ქალბატონს ძალიან უყვარდა თავისი გველი და ფაქტობრივად ყველგან დაჰყავდა
თან. მათ
ერთად ეძინათ კიდეც. თუმცა, მალე ქალბატონმა შეამჩნია, რომ პითონმა წონაში კლება დაიწყო და ერთ მშვენიერ დღეს მთლიანად უარი თქვა საკვებზე. ამის გამო, მათ ვეტერინარს მიაკითხეს.

Zooclub

საბედნიეროდ, ვეტერინარი ძალიან გამოცდილი სპეციალისტი აღმოჩნდა. გაიგო რა, რომ ქალბატონს პითონთან ერთად ეძინა, ექიმმა ერთადერთი სწორი დასკვნა გააკეთა - გველმა საკვების მიღება იმის გამო აკრძალა რომ… ის დიდი ტრაპეზისთვის ემზადებოდა!

პითონს ადამიანთან ასე ახლოს ყოფნის დროს, როგორც ჩანს, გაუჩნდა სურვილი თავისი გემრიელი პატრონით “წაეხემსა”, მაგრამ რადგანაც ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ მსხვილია, მან კვება აკრძალა, რომ თავის სხეულში ადგილი გაეთავისუფლებინა. სწორედ ეს იყო მიზეზი მისი სერიოზული შიმშილობისა!

Zooclub

ამ ქალბატონს გაუმართლა, რადგან დროზე რომ არ მიემართა ვეტერინარისთვის, შესაძლოა, საკუთარი შინაური ბინადრის ნადავლი გამხდარიყო.

კარგი იქნება თუ ისინი, რომლებსაც სახლში მსგავსი ქვეწარმავალი ჰყავთ, გაითვალისწინებენ, რომ არ დაიძინონ გველებთან ერთად! ყველა არსებას ხომ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მათი თვისებების გათვალისწინებით.

Givi-ს
ეგეთი რამეები იქ სულ ხდება. მთვრალს ჩამოეძინა და შეჭამა. თუ დიდია ქვეწარმავალი და მითუმეტეს მსხვერპლი მთვრალი - რა პრობლემაა მაშინ? აი ასეთი "ხახახა" განწყობა უცოდინრობას უფრო გავს. გადახედე ერთი ვიკიპედიაში მაინც, ან "ველურ ბუნებას" უყურე :/
zura
რატომ გგონიატ რომ ან სისულელეა ან ვერ შეჭამს, გაგუდავს და დაიწყებს ყლაპვას ჩვეულებრივ. ამ ცხოველზე დიდია ეგ ქალი თუ ნიანგზე უხეში კანი აქვს?? https://www.youtube.com/watch?v=LOBS46tB3pg
levani
ქალი რო გველთან დაწვება ის სხვა რამესაც იკადრებს ჰაჰა
nani
ვინზ გველტან დაისინებს ის ყველა ხირსია გველმა სჰეცჰამოს
:)
ძალიან მიყვარს ბუნება და ყველა მისი ქმნილება, მაგრამ სახლში პითონის, ვეფხვის და ნიანგის ყოლა მაინც სისულელედ მიმაჩნია და რა ვქნა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?