მორიელის შხამი - ახალი თაობის ანტიბიოტიკი (+ვიდეო)
მორიელის შხამი - ახალი თაობის ანტიბიოტიკი (+ვიდეო)
სასიკვდილო შხამი, რომლითაც მორიელია ცნობილი, შესაძლოა, იმ ბაქტერიების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, რომლებსაც ყველაზე თანამედროვე ანტიბიოტიკებიც ვერ ერევა.

ფარმაკოლოგიის ამ სფეროში უკვე მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები თვლიან, რომ მსგავსი შხამიანი სუბსტანციების გამოყენება წამლებში მედიკამენტების ახალი თაობის ტალღას მოასწავებს.

“ჩვენთან მუშაობენ წამყვანი ქიმიკოსები, რომლებიც უკვე ახლოს არიან მოლეკულების გახსნასთან. ისინი დაეხმარებიან ისეთი მძიმე ინფექციების განკურნებაში, რომლებზეც უკვე არ მოქმედებს ანტიბიოტიკები”, - აღნიშნავს ხელმძღვანელი დირექტორი სტივ ტრიმი.

ცოტა ხნის წინ ბრიტანელი მკვლევარების მოხსენება გამოქვეყნდა, სადაც ისინი ფარმაცევტულ კომპანიებს მსგავსი კვლევების დაფინანსებას სთხოვენ.

“დღეს კოლოსალური
ცოდნა და ინფორმაციაა დაგროვილი, რომელიც მსგავსი სახის საფრთხის სერიოზულობის დონის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ პოლიტიკოსების
სამყარო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, სრულიად არ არის გათვითცნობიერებული მომავალი უბედრების შესახებ, რომელიც ძალიან მალე დაგვატყდება თავს, თუ არ მივიღებთ საჭირო ზომებს. დიახ, ეს დიდ თანხას საჭიროებს, მაგრამ შედეგად უამრავი სიცოცხლე გადარჩება, ეს კი ვერანაირი თანხით ვერ გაიზომება ”, - ამბობს კომისიის თავმჯდომარე ლორდ ჯეიმს ონილი.

"სასწრაფო მოქმედებაა საჭირო, - გვამცნობენ მოხსენების ავტორები, - თორემ კაცობრიობა შეეჯახება პრობლემას, რომლის მასშტაბების შეფასებაც შეუძლებელი იქნება. მათ შორის რიცხვებით".

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?