ლაქებით
მონაცემები:
წარმოშობა - ევროპა
მთქავ. დანიშნ - თანაეგზურობა
ტემპერამენტი - მშვიდი, მგრძნობიარე
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ., ინტენსიური
მოდარაჯე - კარგი
ხვადი
48-58 სმ
23-29 კგ
ძუ
48-58 სმ
20-27 კგ
კუდი
გრძელი, წვრილი, სიარულისას ოდნავ აზიდული და მოხრილი.
ბეწვი
მოკლე, მაგარი და ხშირი, ქათქათა თეთრი, კარგად გამოკვეთილი შავი ან ღვიძლისფერი ლაქებით.
ფეხები
წინა ფეხები აქვს სწორი, ღონიერი და მკვრივი, უკანა – ძლიერი და დაკუნთული.
თათები
მრგვალი, მკვეთრად ამოზნექილი თითებით. ბრჭყალები თეთრი ან ლაქებიანია.
სახე
პროპორციული – ფხიზელი და გონივრული გამომეტყველებით.
თვალები
ჩვეულებრივ, ყავისფერი ან ცისფერი, შავლაქებიანის თვალები უფრო მუქია, ვიდრე ღვიძლისფერ- ლაქებიანის.
ცხვირი
შავლაქებიან ძაღლებს აქვთ შავი ცხვირი, ღვიძლისფერლაქებიანს – ყავისფერი.
ტანი
გამხდარი და კარგად დაკუნთული, დიდი, განიერი გულმკერდითა და გრძელი, მოხრილი კისრით.
დალმატინელები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან, ასე რომ, მათი წვრთნისას საჭიროა მოთმინება, დაყვავება, მაგრამ თანამიმდევრულობა.
ამ ჯიშისთვის აუცილებელია ბევრი და ინტენსიური ვარჯიში. სურათზე გამოსახულ ამ დაკუნთულ დალმატინელს პოინტერის აგებულება აქვს, რომელსაც, სავარაუდოდ, ენათესავება.
რჩევა:
ახალდაბადებულ ლეკვებს ლაქები არ აღენიშნებათ. ეს ლაქები უჩნდებათ დაბადებიდან პირველი წლის განმავლობაში.
სანამ ლეკვებს შეიძენთ, ყურთასმენა შეუმოწმეთ.