ჩიხუახუა
ჩიხუახუა
პა­წია ჩი­ხუ­ა­ხუ­ა, რო­მე­ლიც პატ­რო­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ, დი­დად ფა­სობს თა­ვი­სი ზო­მის გა­მო. მარ­თა­ლი­ა, მი­სი ცხოვ­რე­ბა ბავ­შვებ­თან ერ­თად შე­უ­ფე­რე­ბე­ლი­ა , მაგ­რამ ეს თვა­ლებ­ბრი­ა­ლა არ­სე­ბა სა­უ­კე­თე­სოდ შე­ე­ფე­რე­ბა ბი­ნის პი­რო­ბებს. ჩი­ხუ­ა­ხუ­ა­ზე ძალ­ზე ცო­ტა რამ არის ცნო­ბი­ლი. ის 100 წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს მექ­სი­კა­ში, მაგ­რამ ით­ვლე­ბა, რომ IX სა­უ­კუ­ნე­ში ეს ჯი­ში უკ­ვე არ­სე­ბობ­და. ჩი­ხუ­ა­ხუა უკი­დუ­რე­სად ერ­თგუ­ლი ძაღ­ლი­ა, ძალ­ზე ეჩ­ვე­ვა პატ­რონს, იქამ­დეც კი, რომ ეჭ­ვი­ა­ნობს. უცხო პი­რის სტუმ­რო­ბი­სას ერ­თი ნა­ბი­ჯი­თაც არ სცილ­დე­ბა მას და ცდი­ლობს მი­სი ყუ­რადღ­ე­ბის მიქ­ცე­ვას. ეს ძაღ­ლი სწრა­ფად ით­ვი­სებს ნას­წავლს და ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა წვრთნას.

გრძელ­
ბეწ­ვი­ან ჩი­ხუ­ა­ხუ­ას ბეწ­ვი ყო­ველ­დღე უნ­და და­ვარ­ცხნოთ რბი­ლი ჯაგ­რი­სით, მოკ­ლე­ბეწ­ვი­ა­ნს – უფ­რო იშ­ვი­ა­თად. შე­გიძ­ლი­ათ კარ­გად გა­წუ­რუ­ლი ჩვრი­თაც გაწ­მინ­დოთ.
აბა­ნა­ვეთ თვე­ში ერ­თხელ, გა­უფ­რთხილ­დით, რომ წყა­ლი არ ჩა­უ­ვი­დეს ყუ­რებ­ში.

Zooclub

მონაცემები

წარმოშობა - პექსიკა
მთავარი დანიშნულება - რელი. ცერ. მონაწილეობა
ტემპერამენტი - მოალერსე, მკვირცხლი
სიც. ხანგრძლივობა - 10-17 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - სუსტი

ხვადი
15- 23 სმ
1-3 კგ
ძუ
15- 20 სმ
1-3 კგ

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი აქვს, უკა­ნა – და­კუნ­თუ­ლი.

კუ­დი
ზო­მი­ე­რად გრძე­ლი, ნამ­გლის მსგავ­სი, აპ­რე­ხი­ლი ან დახვეული და ზურგზე დადებული.

ბეწ­ვი
ორი გა­მოკ­ვე­თი­ლი ტი­პის: მოკ­ლე და გრძე­ლი; სტანდარტით დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა.

თათები
Pპა­ტა­რა და კოხ­ტა, ლა­მა­ზად მოყვანილი თითე-ბითა და ბა­ლი­შე­ბით.

თავი
ტანთან შედარებით დიდი, მრგვალი თავი აქვს, მკვეთრად გამოხატული ამობურცული შუბლით.

თვა­ლე­ბი
სავ­სე, მრგვა­ლი და ნა­თე­ლი.

ცხვი­რი
ღი­ლის მსგავ­სი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

ტა­ნი
Kკომ­პაქ­ტუ­რი, მკვრი­ვი ტა­ნი და მოხ­დე­ნი­ლი კისე­რი.

Zooclub

ეს მოკ­ლე­ბეწ­ვი­ა­ნი ძაღ­ლე­ბი ცუ­დად იტა­ნენ სი­ცი­ვეს, ამი­ტომ მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია თბი­ლი ჩა­საც­მე­ლი.

ამ კოხ­ტა ძაღ­ლის ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი ტა­რე­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო­ა. მაგ­რამ მათ­თვის უკე­თე­სი­ა, თუ სე­ირ­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ. სა­ყე­ლუ­რის მა­გი­ერ ჯობს ატა­როთ სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­საბ­მე­ლით, ასე უფ­რო უსაფ­რთხოდ იქ­ნე­ბა.

ჩიხუახუა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ჯი­ში­ა. არ­სე­ბობს ორი ტი­პის ჩი­ხუ­ა­ხუ­ა: გრძე­ლი და მოკ­ლე­ბეწ­ვი­ა­ნი. სხვა მხრივ ორი­ვე ფორ­მა ერ­თმა­ნეთს ჰგავს და შე­იძ­ლე­ბა ერ­თსა და იმა­ვე ნა­ყარ­შიც კი აღ­მოჩ­ნდნენ, თუმ­ცა, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მათ სხვა­დას­ხვა ფორ­მად მი­იჩ­ნე­ვენ და ერ­თმა­ნეთ­თან არა­სო­დეს აჯ­ვა­რე­ბენ.

მი­უ­ხე­და­ვად პი­რის მცი­რე ზო­მი­სა, შე­უ­პო­ვა­რი ჩი­ხუ­ა­ხუა არა­სო­დეს ნებ­დე­ბა და გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობს ბურ­თის პი­რით და­ჭე­რას!

Zooclub

რჩევა:
რო­ცა ეში­ნი­ათ, ამ ძაღ­ლებ­მა იცი­ან გახ­ტო­მა, ასე რომ, ფრთხი­ლად იყა­ვით, რო­ცა ხელ­ში გი­ჭი­რავთ.
ჩი­ხუ­ა­ხუ­ას ემარ­თე­ბა თვა­ლის და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

ლევან
ჩიხუახუები მყავს სუფთა ჯიშის საბუთებით სემეხმიანეთ.568301030 ლევან
Manana-ს
ზოომაღაზია "ფეთ შოპი" - კოსტავას 9-ში გუშინწინ ვანხე ზუსტად ჩიხუახუა ყავდათ გასაყიდი. ტელეფონი ესაა ამ მაღაზიის - დაურეკეთ და დააზუსტეთ: 2995291, ან უბრალოდ მიდით.
Manana
Minda shevidzino chixuaxas yvelaze patara jishi. Da sad vipovo damexmaret.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?