ბიგლი
ბიგლი
ეს არის სან­დო­მი­ა­ნი, მიმ­ზიდ­ვე­ლი არ­სე­ბა, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით მზა­დაა ან­ცო­ბი­სა და თა­მა­შის­თვის. მის პატ­რონს ძალ­ზე ცო­ტა დრო ეკარ­გე­ბა ბიგ­ლის მოვ­ლა­სა და ვარ­ჯიშ­ზე . ბიგ­ლე­ბის ხრო­ვა ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და კურ­დღელ­ზე სა­ნა­დი­როდ, რო­მელ­საც ეს ძაღ­ლე­ბი სუ­ნის აღე­ბით აგ­ნე­ბენ და ამას დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თაც აკე­თებ­დნენ. შე­საძ­ლო­ა, მი­სი სა­ხე­ლი წარ­მოდ­გე­ბა კელ­ტუ­რი სიტყ­ვი­დან ბე­აგ, რაც პა­ტა­რას ნიშ­ნავს, ან­და, ფრან­გუ­ლი ბე­გუ­ე­უ­ლე-­დან, რაც წინ­და­ხე­დულს გა­მო­ხა­ტავს. ამ ძაღ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ჯი­ში საგ­რძნობ­ლად დი­დი ტა­ნი­საა ძველ ფორ­მებ­თან შე­და­რე­ბით, რომ­ლებ­საც ხში­რად ხურ­ჯი­ნე­ბი­თაც კი ატა­რებ­დნენ. ბიგ­ლის ძლი­ე­რი ხე­ლი სჭირ­დე­ბა, რად­გან ეს ძაღ­ლე­ბი თავ­ნე­ბე­ბი არი­ან და
ყო­ველ­თვის ად­ვი­ლი რო­დია მა­თი წვრთნა. რო­ცა მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სუნს აიღე­ბენ, ძნე­ლი ხდე­ბა მა­თი მარ­თვა. ბიგ­ლის
გლუ­ვი, მოკ­ლე ბეწ­ვის კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ად­ვი­ლი­ა. და­ვარ­ცხნეთ მა­გა­რი ჯაგ­რი­სით და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გაწ­მინ­დეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით ან და­ბა­ნეთ რბი­ლი საპ­ნით.

ენერგიულ და საოცრად ამტან ბიგლის ხანგრძლივი ვარჯიში სჭირდება, რისთვისაც საშუალო სიდიდის ეზოც გამოდგება, დანარჩენ დროს კი სეირნობით კმაყოფილდება.

Zooclub

მონაცემები
წარმოშობა - დიდი ბრიტანეთი
მთავარი დანიშნულება - ნადირობა
ტემპერამენტი - ფხიზელი, ზოგჯერ ფიცხი
სიც. ხანგრძლივობა - 15 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - ზომიერი
მოდარაჯე - საშუალო

ხვადი
41სმ
10 -11 კგ

ძუ
38 სმ
9-10 კგ


კუ­დი
მაღ­ლა ებ­მის და ოდ­ნავ აპ­რე­ხი­ლი აქვს.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი, უკა­ნა ფე­ხე­ბი – ძლი­ე­რი, და­კუნ­თუ­ლი და დი­დი სა­მოძ­რაო პო­ტენ­ცი­ა­ლის.

ბეწ­ვი
სქე­ლი და წყალ­გა­უმ­ტა­რი ბეწვის ფერებია: თეთრი, შავი, წითური, ზოგჯერ ლურჯი წინწკლებით.

ტა­ნი
და­კუნ­თუ­ლი, ფარ­თო გულ­მკერ­დითა და ძლი­ე­რი ზურ­გით.

თათები
კომპაქტური, მრგვა-­ლი და მყა­რი, სავ­სე და მა­გა­რი ბა­ლი­შე­ბით.

სა­ხე
სა­შუ­ა­ლო ზო­მის, სწო­რი და და­კუთხ­უ­ლი, მშვი­დი გამომეტყველება.

თვა­ლე­ბი
დი­დი, შო­რი­შორს გან­ლა­გე­ბუ­ლი, ყა­ვის­ფე­რი ან მუ­ქი წაბ­ლის­ფე­რი.

ცხვი­რი
შა­ვი, ტყა­ვისებრი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

Zooclub

ფხი­ზე­ლი და დაკვირვებული ბიგ­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად ავ­ლე­ნენ აგ­რე­სი­ას და ძა­ლი­ან უყ­ვართ ბავ­შვე­ბი. ეს მხი­ა­რუ­ლი ძაღ­ლე­ბი კარ­გად უმე­გობ­რდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს, ამი­ტო­მაც არი­ან ოჯა­ხის საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი. ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ბიგ­ლი არის ”სნუ­პი” _ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კო­მიქ­სი­დან ”ა­რა­ქი­სი”.

რჩევა:
ბიგლის უყვარს ხეტიალი, ასე რომ, აუ­ცი­ლებ­ლად იქო­ნი­ეთ მყა­რი ღო­ბე.
ბიგ­ლე­ბი დიდ­ხანს იყე­ფე­ბი­ან, რაც, შე­საძ­ლოა, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყოს.



ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?