error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/5c136343e356add4b1a299989e6d319c.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ოქროსფერი რეტრივერი
ოქროსფერი რეტრივერი
ამ ძაღლს გა­ნურ­ჩევ­ლად აქებს ყვე­ლა - ვი­საც კი ოდეს­მე ჰყო­ლი­ა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მყუდ­რო სახ­ლი, ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი და ბუხ­რის წინ ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი ოქ­როს­ფე­რი რეტ­რი­ვე­რი . რთუ­ლია ამ ჯი­შის გე­ნე­ა­ლო­გი­ის დად­გე­ნა, თუმ­ცა მას ისე­თი­ვე თვი­სე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს, რო­გო­რიც ბლად­ჰა­უნ­დსა და წყლის სპა­ნი­ელს. სწო­რედ ამ თვი­სე­ბე­ბის გა­მო ით­ვლე­ბი­ან მი­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­უცხოო მო­ნა­დი­რე ძაღ­ლე­ბად. მათ თა­ვი კვა­ლის აღე­ბის უნა­რი­თაც გა­მო­ი­ჩი­ნეს. ზო­გი­ერ­თი მო­საზ­რე­ბით, ისი­ნი წარ­მო­იშ­ვნენ 150 წლის წინ ინ­გლის­ში. გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან მოხ­დე­ნი­ლი გა­რეგ­ნო­ბით, კარ­გი ქცე­ვი­თა და გო­ნი­ე­რე­ბით; ად­ვი­ლად იწ­ვრთნე­ბი­ან და სა­თუ­თად ექ­ცე­ვი­ან ბავ­შვებს. ყო­ვე­ლი­ვე აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ­გან დი­დე­ბუ­ლი ოჯა­ხის
მე­გო­ბა­რი ცხო­ვე­ლე­ბი გა­მო­დი­ან. ამ ძაღ­ლე­ბის და­წო­ლი­ლი, სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის ორ­მა­გი ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია მა­გა­რი ჯაგ­რი­სის გა­მო­ყე­ნე­ბით.
გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თივ­თიკს. რე­გუ­ლა­რუ­ლად გაწ­მინ­დეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით, აბა­ნა­ვეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ამ ჯი­შის გო­ნი­ე­რე­ბა და უნი­ვერ­სა­ლო­ბა უამ­რავ საქ­მე­ში ვლინ­დე­ბა. ლეკ­ვებს ძი­რი­თა­დად წვრთნი­ან უსინათლოთა მეგ­ზუ­რე­ბად და სმენადაქვეითებულთა კომპანიონებად; მა­თი მეშ­ვე­ო­ბით პო­უ­ლო­ბენ ნარ­კო­ტი­კებს; მათ ასევე იყე­ნე­ბენ მა­ძი­ე­ბელ და სა­მაშ­ვე­ლო მი­სი­ებ­ში.


მონაცემები
წარმოშობა - დიდი ბრიტანეთი
მთავარი დანიშნულება - მონადირე (მც. ნადავ.)
ტემპერამენტი - მშვიდი, ალერსიანი
სოც. ხანგრძლივობა - 12-15 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - მუდმივი, ენერგიული
მოდარაჯე - დიდებული

ხვადი
56-61 სმ.
27-36 კგ.
ძუ
51-56 სმ.
23-32 კგ.

Zooclub

კუ­დი

საშუალო სიგრძის, სწორი.


ტა­ნი

პრო­პორ­ცი­უ­ლი აღ­ნა­გო­ბის, სი­მეტ­რი­უ­ლი, და­კუნ­თუ­ლი, გა­ნი­ე­რი გულ­მკერ­დით.


თათები
სა­შუ­ა­ლო ზო­მის, მრგვა­ლი, კომ­პაქ­ტუ­რი და თითების კარ­გად გა­მოკ­ვე­თი­ლი სახ­სრე­ბით, სქელ­ი ბა­ლი­შე­ბი­თ.

სა­ხე
დი­დი, ფარ­თო, წინ ოდ­ნავ დაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი და გონივრული გამომეტყველებით.

ფე­ხე­ბი

წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი და ღონიერი, უკა­ნა ფე­ხე­ბი ფარ­თო და ძალ­ზე და­კუნ­თუ­ლი აქვს.

თვალები
სა­შუ­ა­ლო ან დი­დი ზო­მის, ღია ან მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი.

ცხვი­რი
ძალზე მგრძნობიარე, ტყა­ვი­სე­ბ­რი, შა­ვი ან მო­ყა­ვის­ფრო-­მო­შა­ვო, სი­ცი­ვე­ში შეფერილობა შედარებით ბაცია.

ბეწ­ვი
ოქ­როს­ფ­რი­სა და კრე­მის­ფ­რის ნე­ბის­მი­ე­რი ტონები, ბეწვი დაწოლილია, ან კის­რის, მხრე­ბი­სა და თე­ძო­ე­ბის მიდამოში ოდნავ ტალღოვანია.

ოქ­როს­ფე­რ რეტ­რი­ვე­რე­ბს თამაში უყვართ და ძალზე ერთობიან თა­ვი­ან­თი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. ისი­ნი ასე­ვე არი­ან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხმა­უ­რით ამ­ცნო­ბენ პატ­რო­ნებს უცხო პი­რის მო­ახ­ლო­ე­ბას.


რჩევა:
ამ ძაღ­ლებს უყ­ვართ ცურ­ვა და ხშირად მიეცით ამის სა­შუ­ა­ლე­ბა.
ოქ­როს­ფერ რეტ­რი­ვერს ბლო­მად სცვი­ვა ბეწ­ვი, ამი­ტომ რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ცხნა სჭირ­დე­ბა.

დათო
მყავს დაახლოებით რეტრივერის 2 თვის ლეკვი შემეხმიანთ შეძენის შემთხვევაში 595 255 442. ბავშს აჩუქა უცხოელმა და ვერ უვლით..
ლუკა აბულაძეს
ამ გვერდს მიმართეთ - https://www.facebook.com/groups/1045122378924343/?ref=br_rs
luka abuladze
გამარჯობათ, ამ ჯიშის კარგი ლეკვი ვერსად ვიშოვე შეგიძლიათ მოძებნაში დამეხმაროთ ან თქვენ თუ იცით. წინასწარ მადლობა
სანდრო
გამარჯობათ, მე ვარ სანდრო დაუშვილი. ძალიან მომეწონა თქვენი გვერდი ყველაფერი კარგად წერია, მაგრამ მე მაინტერესებს რამდენი უნდა ვაჭამოთ ამ ჯიშის ძაღლს ,თუ შეიძლება რომ გვყავდეს ეზოში მე ვაპირებ ამ ძაღლის შეძენას და თუ უკეთესი ვარიანტი იცით გამომეხმაურეთ დიდი მადლობა
გივი
მე მყააააავს ^_^ ძააააალიააან მაგარიიი ძაგლიაააა ^_^ და ძაააან მგრძნობიარეეეე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?