ავსტრალიაში იპოვეს პატარა არსება, რომელმაც უჩვეულო შეფერილობითა და საყვარელი გამოხედვით ყველას გული დაიპყრო
ავსტრალიაში იპოვეს პატარა არსება, რომელმაც უჩვეულო შეფერილობითა და საყვარელი გამოხედვით ყველას გული დაიპყრო
უჩვეულო არსება მელბურნის (ავსტრალია) ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანეს. ის მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ცხოველის გამოხედვა და ფიზიონომია ძალიან ჰგავდა პოპულარი საბავშვო ანიმეს გმირ "პიკაჩოს"- წერს გამოცემა "theage.com"-ი.

ცხოველი მიწაზე დავარდნილი იპოვეს. ვეტერინარ სტივენ რეინიშის აზრით, პატარა არსება დედის ზურგიდან ჩამოვარდა. კლინიკაში დაადგინეს, რომ ის ოპოსუმის ნაშიერი იყო და დაახლოებით ხუთი თვის იქნებოდა, ხოლო უჩვეულო ოქროსფერი შეფერილობა, რომლის წყალობითაც ის პიკაჩოს დაემსგავსა, გენეტიკური მუტაციის შედეგად წარმოიქმნა. იგი ორგანიზმში მელანინის სიმცირითაა გამოწვეული.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ოპოსუმი სრულიად ჯანმრთელია, მისი შეფერილობის გამო, შესაძლოა, ველურ ბუნებაში
დიდხანს ვერ იცოცხლოს. ამიტომ შესაძლოა, ის ნაკრძალში გაუშვან.

"ერთ-ერთი პრობლემა მისი უჩვეულოდ ღია შეფერილობაა, რადგან
ოპუსუმი ღამის ცხოველია და მტაცებლებისთვის მარტივად შესამჩნევი გახდება", - ამბობს ვეტერინარი.

Zooclub

სოციალურ ქსელში უსაყვარლესმა ოპოსუმმა პოპულარობა რამდენიმე საათში მოიპოვა. ინტერნეტ მომხმარებლები აღფრთოვანებულნი არიან მისი ოქროსფერი შეფერილობით, მუქი მრგვალი თვალებითა და დიდი ყურებით. მას "ანიმეს" გმირის სახელი დაარქვეს.

ასევე იხილეთ:

"ხმა გავიგე, ხოლო შემდეგ ჭერიდან რაღაც ჩამოვარდა..." - მამაკაცის სახლში უიშვიათესი ცხოველის ოჯახი დასახლდა

მკვლევრებმა წარმოადგინეს ობობა-მუტანტი "ძაღლის" თავით

მამაკაცმა თავის ეზოში ყველაზე საშინელი შესახედაობის კატა დაინახა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?