მამაკაცმა თავის ეზოში ყველაზე საშინელი შესახედაობის კატა დაინახა (სახალისო ვიდეო)
საშინელი შესახედაობისა და ამავე დროს უსაყვარლესი კატა, "ულფრედ ვოინი" ლონდონიდან, სოციალური ქსელის ვარსკვლავი გახდა მას შემდეგ, რაც კომიკოსმა მაიქელ რაპაპორტმა ინსტაგრამზე ამ ცხოველის ვიდეო გაავრცელა.

ვიდეოს ავტორის ეზოში დიდთვალება კატა გამოჩნდა, თითქოს ეს-ეს არის საფლავიდან ადგა. შეშინებული მამაკაცი დედას ეძახის და აფრთხილებს, რომ მათ ეზოში უცნაური მაწანწალა არსებაა, რომელიც მათ ბინადარ კატას, სახელად ლუსის, აშინებს. ასევე, რაპაპორტი აღნიშნავს, რომ კატა ბებიას ჰგავს.

მას შემდეგ, რაც ვიდეო ინტერნეტ სივრცეში ვირისულად გავრცელდა, კატის პატრონიც გამოჩნდა. მისი თქმით, ერთ დღეს ცხოველების საიტზე ნახა გასაყიდი
კნუტის ფოტო, რომელიც არაორდინარულად გამოიყურებოდა და დაუფიქრებლად დაუკავშირდა გამყიდველს. მას შემდეგ გოგონა და კატა "ულფრედ
ვოინი" განუყრელი მეგობრები არიან.

Zooclub

გოგონამ საყვარელ ბინადარს ინსტაგრამზე საკუთარი გვერდიც გაუხსნა.

ასევე იხილეთ:

ვირთხა თუ ჭია? ქალმა ამოუცნობი არსება ვიდეოზე გადაიღო

ფოტოშოპი არ გეგონოთ, ეს ნამდვილი კატაა

სოციალური ქსელის ახალი ვარსკვლავი "კატა-ქიმერა" უჩვეულო შეფერილობით


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?