მკვლევრებმა წარმოადგინეს ობობა-მუტანტი "ძაღლის" თავით
მკვლევრებმა წარმოადგინეს ობობა-მუტანტი "ძაღლის" თავით
ობობას უძველესი სახეობა ეკვატორის ტროპიკულ ტყეებში აღმოაჩინეს. არაქნოლოგმა ანდრეას კეიმ ფოტოებით საზოგადოებას აჩვენა ერთ-ერთი უჩვეულო შესახედაობის ობობა, რომელიც კი ოდესმე ყოფილა ბუნებაში ნაპოვნი. სპეციალისტების მიერ აღმოჩენილ არსებას არ შეიძლება ვუწოდოთ ობობა: ქვესახეობა Metagryne bicolumnata-ი წარმოადგენს ობობისნაირთა უჩვეულო და არადამახასიათებელ ჰიბრიდს. ფოტოები, რომელიც განთავსებულია სამეცნიერო ჟურნალ "Science Alert"-ში, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბუნებას შეუძლია ცოცხალი ორგანიზმების უჩვეულოდ ფორმირება.


ანდრეას კეი აღნიშნავს, რომ ობობა, რომლის სიდიდე ადამიანის ფეხის თითს არ აღემატება, ცოცხალი ორგანიზმებიდან ერთ-ერთი ყველაზე უძველესი სახეობაა დედამიწაზე. არაქნოლოგის თქმით, ეს არსებები 400 მილიონ წელზე მეტია
ცხოვრობენ. ეს ნიშნავს, რომ ჰიბრიდი ობობა დინოზავრებზე ადრე ბინადრობდა დედამიწაზე. 

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ობობა სრულიად
უსაფრთხოა: მის თათებს არ შეუძლია ზიანი მიაყენოს პატარა მწერსაც კი, ხოლო სხეულზე შხამიანი ჯირკვლები არ აღენიშნება.

Zooclub

სპეციალისტის თქმით, ობობების უმეტესობა, რომლებსაც უხეში შეფერილობა აქვთ, უსაფრთხოა, ხოლო გარკვეული სახეობების ნათელი და აგრესიული ფერების მატარებელნი ითვლება თავისებურ იარაღად, რომლებსაც მტაცებლების შესაშინებლად იყენებენ.

სწორედ ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა "ძაღლის თავი" - სხეულის ზედა მხარეს შავი შეფერილობის წანაზარდი. ობობისნაირებში ეს სახეობა ბუნებაშიც კი იშვიათია. ეს არსებები პირველად 1959 წელს, გერმანელმა სპეციალისტმა კარლ ფრიდრიხ როუერმა აღმოაჩინა.

ასევე იხილეთ:

15 ცხოველი, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს ფლობენ და ეს სრულიად რეალურია

ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროზე ჩნდება ჩანთები, რომლის შექმნაშიც ადამიანის ხელი არ ურევია

მეცნიერების დასკვნა- ქათამი ფრინველი არ არის, ის დინოზავრია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?