10 ყველაზე იშვიათი ძაღლის ჯიში მსოფლიოში
10 ყველაზე იშვიათი ძაღლის ჯიში მსოფლიოში
ყოველი ძაღლის მფლობელი თვლის, რომ მისი საყვარელი ბინადარი მილიონ ცხოველს შორის ერთადერთია. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ყოველი შინაური ბინადარი ოჯახის წევრია და პატრონის გულში მის ადგილს ვერავინ შეცვლის, მაგრამ თუ თქვენ ხართ იმ ძაღლის მფლობელი, რომელიც ჩვენს ჩამონათვალშია, თქვენი ბინადარი მართლაც, რომ მილიონში ერთია.




აზავაკი

Zooclub

უძველესი ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია მალიში. ის ერთ-ერთი საუკეთესო დარაჯი და მონადირე ძაღლია. სამწუხაროა, რომ ყოველწლურად მისი რაოდენობა მცირდება. აზავაკის ჯიშის დაახლოებით 200 ინდივიდია მსოფლიოში.

ტიბეტური მასტიფი

Zooclub

ტიბეტური მასტიფი ერთ-ერთი ტიბეტური ჯიშის სახეობაა და
ასევე უზარმაზარი იშვიათ ჯიშებს შორის.

ქართული ნაგაზი (მთის მეცხვარეული ჯიში)

Zooclub

კიდევ ერთი უზარმაზარი ძაღლის ჯიში
მოხვდა ამ სიაში. ის ერთ-ერთი უძველესი ქართული ჯიშია, რომელიც გამოირჩევა საუკეთესო მოდარაჯე ძაღლის თვისებებით. ქართული ნაგაზი მეცხვარეებისთვის შეუცვლელი სახეობაა. ქართველები ამაყობენ ამ საოცარი, უჭკვიანესი ჯიშით.

მუდი

Zooclub

უნგრული მეცხვარე, რომელიც ძალიან ენერგიული და გულადი ძაღლია, ამიტომ ის კარგად უმკლავდება ცხვრის ფარას, ნახირს... ამასთანავე, ძველად მონადირეები მას წვრთნიდნენ ტახზე სანადიროთაც. მისი ნახვა ძაღლების სხვადასხვა გამოფენაზე ბოლო წლების განმავლობაში იშვიათობას წარმოადგენს.

ტაილანდური ცისფერი რიჯბეკი

Zooclub

ძაღლის ეს ჯიში გამოირჩევა მეტალისფერი შეფერილობით, რომელსაც აქვს ხისტი თივთიკი მთელს სხეულზე.

სალუკი

Zooclub

ერთი შეხედვითაც მიხვდებით, რატომ ეძახდნენ მას ძველ ეგვიპტეში სამეფო ძაღლს.

პერუული ტიტველი ძაღლი (Peruvian Hairless Dog)

Zooclub

შესაძლოა, ის ერთადერთი უცნაური შესახედაობის ჯიშია, ამასთანავე, ყველაზე იშვიათიც. ბეწვი მხოლოდ თავსა და კუდის ბოლოში აქვს, მაგრამ კანი - საკმაოდ მკვრივი და უხეში.

აფთრისებრი ძაღლი

Zooclub

ის არამხოლოდ იშვიათი ჯიშია ამ სიაში, არამედ ერთადერთი გარეული ძაღლიც. მისი რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ არაერთ ზოოპარკში აფთრისებრი ძაღლის ჯიშის გადარჩენაზე ზრუნავენ.

მექსიკური ტიტველი ძაღლი

Zooclub

ის მიეკუთვნება უძველესი ძაღლის ჯიშებს, რომელიც 3 000 წელია დედამიწაზე არსებობს.

კატახული

Zooclub

როდესაც საქმე ეხება საოცარი ბეწვის შეფერილობას ძაღლის ჯიშებს შორის, სპეციალისტები ყოველთვის კატახულის სილამაზეზე საუბრობენ. ის წარმოშობით ამერიკიდან არის. ულამაზესი შეფერილობის მიუხედავად, კატახული საოცრად დესტრუქტიული ქცევებით გამოირჩევა. გასაკვირი არაფერია: ამ მონადირე ჯიშის ძაღლს ძალიან მაღალი მტაცებლური ინსტინქტები აქვს.

ასევე იხილეთ:

ლა­სა აპ­სო

სალუკი

ბასენჯი

გიორგი
ქართული ნაგაზი ყველაზე მაგარია!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?