"ხმა გავიგე, ხოლო შემდეგ ჭერიდან რაღაც ჩამოვარდა..." - მამაკაცის სახლში უიშვიათესი ცხოველის ოჯახი დასახლდა (+ვიდეო)
როგორც კი რიან ინსშენსი გადავიდა თავის ახალ სახლში - სამხრეთ აფრიკაში, მას უჩვეულო რამ შეემთხვა:

აღმოჩნდა, რომ ახალი საცხოვრებელი უკვე დაკავებული იყო, მაგრამ იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ, სახლის სახურავზე ბინადრობდა პრიმატების ოჯახი, რომელიც ცნობილია გალაგოს სახელით.

თავიდან მამაკაცმა ზრდასრული ინდივიდები შენიშნა. ცხოველები ყოველ ღამე ნადავლის საშოვნელად სახლიდან გადიოდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი რიანს უცნაური ხმა მოესმა - თითქოს პატარა ბავშვი ტიროდა.

ჩვეულებრივ, სახლის პატრონი თავის "მეზობლებს" შორიდან ადევნებდა თვალს, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც იგი კომპიუტერთან მუშაობდა, უცნაური ხმა მოესმა. ოთახში შესულმა გალაგოს ნაშიერი
დაინახა. როგორც აღმოჩნდა, პატარა არსება ჭერში გაკეთებული ბუნაგიდან ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ის რბილ სავარძელზე დავარდა.

Zooclub

რიანმა
შეამჩნია, თუ როგორ ნერვიულობდნენ და შორიდან აკვირდებოდნენ საკუთარ შვილს ცხოველის მშობლები.

მამაკაცმა შეამოწმა, ჰქონდა თუ არა პატარა არსებას დაზიანებები. მან გალაგოს ნაშიერი ახლოდან პირველად იხილა, ამიტომ ის ხელში აიყვანა და რამდენიმე წუთი ინტერესით ათვალიერებდა.

Zooclub

სახლის პატრონმა იცოდა, რომ პატარა არსების მშობლები მის მოქმედებას შორიდან აკვირდებოდნენ, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა, დედა გალაგოსთვის ეჩვენებინა, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ.

Zooclub

მან პატარა გალაგო ფრთხილად აიყვანა და სამზარეულოს მაგიდაზე დასვა, რათა მშობლებს თავისი ნაშიერი დაენახათ. რამდენიმე წუთის შემდეგ, მდედრი ჭერიდან ჩამოძვრა და თავისი შვილი ბუნაგში დააბრუნა.

Zooclub

რიანი თვლის, რომ ის ვალდებულია იშვიათი სახეობის ცხოველებს გაუფრთხილდეს და მისი მხრიდან საფრთხე არ შეექმნათ. მას ძალიან მოსწონს ამ ცხოველების შორიდან დაკვირვება, ხოლო თუ ეს არსებები გასაჭირში აღმოჩნდებიან, იგი ყოველთვის მზად არის მათ დასახმარებლად.

იმისათვის, რომ დაუცველ არსებებს დავეხმაროთ, საკმარისია უბრალოდ თანაგრძნობა გაგვაჩნდეს მათ მიმართ.

ასევე იხილეთ:

მუშებს შენობის დემონტაჟისას აღმოჩენილი "ამოუცნობი არსებები" უცხოპლანეტელები ეგონათ

მამაკაცმა გადაარჩინა პატარა არსება, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ცხოველი იყო

3 ლეკვი, რომლებიც პატრონს ბელგიური ნაგაზი ეგონა, სრულიად განსხვავებული ცხოველები აღმოჩნდნენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?