error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/e9b5e6f0a95816ab30c90f76524ba6f1.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ლაბრადორ რეტრივერი
ლაბრადორ რეტრივერი
მა­მაც­მა, ერ­თგულ­მა და შრო­მის­მოყ­ვა­რე ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვერ­მა მსოფ­ლიო პა­ტი­ვის­ცე­მა მო­ი­პო­ვა საქ­მი­სად­მი თავ­და­დე­ბით. ის ასე­ვე ოჯა­ხის ერ­თ-ერთ ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ ცხო­ვე­ლად ით­ვლე­ბა
ამ ჯი­შის წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლია კა­ნა­დის შტა­ტი, ნი­უ­ფა­უნ­დლენ­დი, სა­დაც მი­სი წი­ნაპ­რე­ბი მე­თევ­ზე­ებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მუ­შა­ო­ბა­ში. შემ­დგომ­ში მარ­ხი­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მზი­და­ვე­ბი, წე­რი­ლე­ბის დამ­ტა­რებ­ლე­ბი, და სა­ერ­თოდ, კარ­გი მუ­შა ძაღ­ლე­ბი გახ­დნენ. ლაბ­რა­დო­რე­ბის ერ­თ-ერ­თი თვი­სე­ბა, რა­საც დღე­საც ავ­ლე­ნენ, არის მზად­ყოფ­ნა – წყალ­ში შე­ვარ­დეს.  ამ ჯიშს წი­ნაპ­რე­ბის­გან გა­მოჰ­ყვა და შე­მორ­ჩა მოკ­ლე ბეწ­ვი, რომ­ლის მოვ­ლა ძალ­ზე ად­ვი­ლი­ა. უფ­რო გრძე­ლი ბეწ­ვი ყი­ნულს მი­იკ­რავ­და ისეთ სუს­ხი­ან ზამ­თარ­ში, რო­გო­რიც მის მშობ­ლი­ურ კა­ნა­და­ში იცის.
XIX სა­უ­კუ­ნე­ში პირ­ვე­ლი ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვე­რე­ბი წა­იყ­ვა­ნეს ინ­გლის­ში, სა­დაც მათ მაშინვე მო­ი­პო­ვეს კე­თილ­გან­წყო­ბა, რო­გორც კომ­პა­ნი­ო­ნებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით
მა­შინ, რო­დე­საც სწრა­ფად გა­ი­ზარ­და მოთხ­ოვ­ნა მო­ნა­დი­რე ძაღ­ლებ­ზე. სა­უ­კუ­ნის და­სას­რუ­ლისთვს, რო­დე­საც კა­ნა­დი­დან ჯი­შე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა გაძ­ნელ­და, და­იწყ­ეს მი­სი შეჯ­ვა­რე­ბა რე­ტრი­ვე­რის სხვა ჯი­შებ­თან, რი­სი მი­ზა­ნიც მა­თი ყნოს­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იყო.

ისი­ნი დღე­საც ბევ­რნა­ირ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლე­ბენ: მეგ­ზუ­რო­ბას უწე­ვენ უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნებს და ეხ­მა­რე­ბი­ან პო­ლი­ცი­ე­ლებს. სან­დო, დამ­ჯე­რი, ად­ვი­ლად გა­საწ­ვრთნე­ლი ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვე­რე­ბი მე­ტად მე­გობ­რუ­ლე­ბი არი­ან და შე­სა­ნიშ­ნა­ვად ექ­ცე­ვი­ან ბავ­შვებს. ითხ­ო­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ყუ­რადღ­ე­ბას, უხა­რი­ათ, რო­ცა თავს ოჯა­ხის წევრად გრძნო­ბენ. ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვე­რის სწო­რი, მოკ­ლე და ორ­მა­გი ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა. რე­გუ­ლა­რუ­ლად და­ვარ­ცხნეთ და გა­მოხ­ში­რეთ მა­გა­რი ჯაგ­რი­სით, მაგ­რამ თივ­თი­კი არ და­უ­ზი­ა­ნოთ. აბა­ნა­ვეთ ან გაწ­მინ­დეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

Zooclub

კე­თი­ლი, მე­გობ­რუ­ლი თვა­ლე­ბი მუდამ თქვენ­და­მი კარგ გან­წყო­ბას, გონიერებასა და სიფ­ხიზ­ლეს გამოხატავს. შავ და ყვი­თელ ლაბ­რა­დო­რებს აქვთ ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბი, ხო­ლო შო­კო­ლა­დის­ფე­რებს – მუ­ქი თაფ­ლის­ფე­რი ან ყა­ვის­ფე­რი.

ფე­ხე­ბი

წი­ნა ფე­ხე­ბი ძლი­ე­რი, და­კუნ­თუ­ლი და პრო­პორ­ცი­უ­ლი, უკა­ნა ფე­ხე­ბი ფარ­თო, და­კუნ­თუ­ლი და კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

კუ­დი
სქე­ლი და მრგვა­ლი კუ­დი  ბო­ლო­ში წვრილდება; ადა­რე­ბენ წა­ვის კუდს.

ბეწ­ვი
ხში­რი და წყალ­გა­უმ­ტა­რი, მთლი­ა­ნად შა­ვი, ყვი­თე­ლი, კრე­მის­ფე­რი, ოქ­როს­ფე­რი ან შო­კო­ლა­დის­ფე­რი, ზოგ­ჯერ მკერ­დზე თეთ­რი ლა­ქე­ბით.

თათები
ძლი­ე­რი და კომ­პაქ­ტუ­რი, შე­სამ­ჩნე­ვად ამო­ბურ­ცუ­ლი თი­თებითა და კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბა­ლი­შე­ბით.

ტა­ნი

ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვერს შე­და­რე­ბით მოკ­ლე ტა­ნი და სა­შუ­ა­ლო სი­გა­ნის გულ­მკერ­დი აქვს. ასევე, აქვს ძლი­ე­რი, ღონიერი ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შა­ოსთვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ცურ­ვი­სათ­ვის შესაფერისი აღნაგობა.

სა­ხე
აქვს საოცრად მიმზიდველი სახე; გა­ნი­ე­რი თა­ვი ძლი­ე­რი ყბებით.

თვა­ლე­ბი
შავ და ყვი­თელ ლაბ­რა­დო­რებს ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბი აქვთ, შო­კო­ლა­დის­ფ­რებს კი – ყა­ვის­ფე­რი ან მუ­ქი თაფ­ლის­ფე­რი.

ცხვი­რი
ფარ­თო, კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი; შავ და ყვი­თელ ლაბ­რა­დო­რებს შა­ვი ცხვი­რი აქვთ, შო­კო­ლა­დის­ფ­რებს – ყა­ვის­ფე­რი. ცხვი­რის ფე­რი ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა გა­ფერ­მკრთალ­დეს.

Zooclub

ეს უნი­ვერ­სა­ლუ­რი მო­ნა­დი­რე ჯი­ში შეიძლება იყოს: ყვი­თე­ლი­ (ოქ­როს­ფერ­-კრე­მის­ფე­რი), შო­კო­ლა­დის­ფე­რი და შავი. ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვერს წყლის თან­და­ყო­ლი­ლი სიყვა­რუ­ლი აქვს, ამი­ტო­მაც მას თავდა­პირ­ვე­ლად იყე­ნებ­დნენ მე­თევ­ზე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ეს ძაღ­ლი ბა­დის ამო­წე­ვა­შიც ეხ­მა­რე­ბო­და და სრიალა თევ­ზებ­საც იჭერ­და.

შემ­გუ­ებ­ლო­ბა
ლაბ­რა­დო­რის პო­პუ­ლა­რო­ბა, ნა­წი­ლობ­რივ მი­სი ლა­მა­ზი ექ­სტე­რი­ე­რით აიხ­სნე­ბა, მაგ­რამ უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სარ­წმუ­ნო მიზეზია ამ ჯი­შის შემ­გუ­ებ­ლო­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ხა­ლი­სით მუ­შა­ო­ბა. მათ იყე­ნე­ბენ მრა­ვა­ლი ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად: მი­წის­ძვი­რის შემდეგ ნან­გრე­ვებ­ში ჩა­მარ­ხულ­თა სა­პოვ­ნე­ლად, აერო­პორ­ტებ­სა და სხვა ად­გი­ლებ­ში ნა­რკო­ტი­კე­ბი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­საგ­ნე­ბად. მი­სი წვრთნა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი­ა, რად­გან ძალ­ზე დამ­ჯე­რი ჯი­შია.

Zooclub

მონაცემები
წარმოშობა - ნიუფაუნდლენდი
მთავარი დანიშნულება - მარხილის მზიდავი
ტემპერამენტი - მოსიყვარულე, სანდო
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - მუდმივი, ენერგიული
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
56-61 სმ.
27-34 კგ.
ძუ
53-58 სმ.
25-32 კგ.


ყურადღება!
მო­ე­რი­დეთ  მათთვის ზედ­მე­ტი საჭ­მლის მი­ცე­მას, რად­გან ძალ­ზე სუქ­დე­ბი­ან და ზარ­მაც­დე­ბი­ან.
ხშირად აქვთ მენჯ-ბარძაყის სახსრის დის­პლა­ზია და თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბები.







კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?