თერაპევტი ძაღლები ორლანდოში სროლის დროს დაზარალებულებს ეხმარებოდნენ
თერაპევტი ძაღლები ორლანდოში სროლის დროს დაზარალებულებს ეხმარებოდნენ
ორლანდოში მდებარე ღამის კლუბში 12-მა ოქროსფერმა რეტრივერმა ფსიქოლოგიური დახმარება გაუწია თავდასხმის დროს დაზარალებულებს. ძაღლები იყვნენ საავადმყოფოებსა და ეკლესიებში. მათთან დაჭრილები, მსხვერპლთა ოჯახები და სასწრაფოს პერსონალი ურთიერთობდა.

ცხოველები K-9 Comfort Dogs-ის გუნდის ნაწილია.
ორლანდოში 12 ივნისს 29 წლის ავღანური წარმოშობის ამერიკელმა ომარ მატინიმ ღამის კლუბს ცეცხლი გაუხსნა. 49 ადამიანი დაიღუპა, კლუბის 53 სტუმარი დაიჭრა. თავდამსხმელი პოლიციის შტურმის დროს მოკლეს.

Zooclub

Zooclub

“ადამიანები საწოლიდან ევრ დგებოდნენ, ამიტომ მათ ძაღლები მივუყვანეთ. ისინი წოლით მდგომარეობაში ურთიერთობდნენ მათთან, ნელ-ნელა შეძლეს ღიმილი, ზოგ შემთხვევაში - საუბარიც კი”, - ამბობს
საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ტიმ ხეტცნერი. სწორედ ამ ფონდის სახსრებით არსებობს K-9 Comfort Dogs-ის გუნდი.

Zooclub

Zooclub

ოქროსფერი
რეტრივერი აშშ-ში პოპულარობით მესამე ადგილზეა. ისინი გამძლე, მეგობრული და ენერგიული ძაღლები არიან, რაც მათ განსაკუთრებულ სიტუაციებში მუშაობის, ასევე ადამიანების მკურნალობა-რეალიბილიტაციის საშუალებას აძლევს.

Zooclub

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?