მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველებისადმი საზოგადოების განვითარების დონის მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირია ცხოველებზე ძალადობა, რაც დაუსჯელობითაა განპირობებული.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" (GSPSA)
თავის ფეისბუქ გვერდზე ცხოველისადმი განხორციელებული სისასტიკის ფაქტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გთავაზობთ უცვლელად:

”2018 წელი ცხოველისადმი განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო. ამჯერად ძაღლის მოკვლა ცეხცხლსასროლი იარაღიდან მოხდა საგურამოში.

ამ ძაღლს ყურადღებას აქცევდა ერთი კარგი პიროვნება. ძაღლი საგურამოში ქუჩაში ცხოვრობდა უკვე 4 წელი. ის არ იყო აგრესიული და ენდობოდა ადამიანებს. მეურვემ მკვდარი ძაღლი 13 იანვარს იპოვნა. ძაღლს შუბლის არეში ეტყობა ცეცხლსასროლი
იარაღიდან მიყენებული დაზიანება. GSPSA-სთან საუბრისა და კონსულტაციის შემდეგ გამოძახებული
იქნა პოლიცია, ხოლო ძაღლის გვამი გადატანილი იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პათანატომიური კვეთისა და ექსპერტიზის დასკვნისათვის.

GSPSA მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 593 322 159

Zooclub

bebe
პატივცემულო მონადირევ, მე თქვენთვის ნაძირალა არ მიწოდებია და გთხოვთ ბოდიში მოიხადოთ, თუმცა ამას ვერ შეძლებთ, რადგან მაგარი ტიპი მაშინ ხარ, როცა იარაღი გიჭირავს. ეს ერთი და მეორე - არ იცი მე ვეგეტარიანელი ვარ, თუ არა. და კიდევ ერთიც - სტატისტიკა ზუსტად ის იარაღია, რომლითაც ნებისმიერი მონადირის დამარცხება შემიძლია, მაგრამ თქვენ ამას ვერ გაიგებთ, რადგანაც თქვენი არგუმენტი მხოლოდ თოფი და ტყვიაა, მათ კი, საბედნიეროდ, XXI საუკუნეში ყავლი გასდის ნელ-ნელა.
bebe-s
თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, თავი გაქვთ გამოჭედილი სტატისტიკით და ამაყობთ ამით, მზად ხართ ადამიანს შეურაწყოფა მიაყენოთ წყევლოთ და მოუწოდოთ ძაღლი თუ გამგეკიდა ან შენ სვილს დაემუქრა შეაჭმევინე თავიო. ცხოველი მოკვლა ცოდბვააო ამბობ მარა გემრიალად გამოძღებით მწვადით, როცა შეგიზლია ბოსტნეულითაც გაიტანოთ თავი და ასეთი ხალხი მონადირეზე ლაპარაკობს? მონადირე ღიად ამბობს რასაც აკეთებს, თქვენ კიდე ფარისევლობთ, რატო იცი თუ ასე წინააღმდეგი ხარ მკვლელობის მაშინ გახდი ვეგეტერიანელი და თუ ასე არ მოიქვეცი და მაინც გალანძრავ მონადირეს გინდა გეწყინოს მაშინ ნაძირალა ხარ, რატომ? მკვლელობა მკვლელობაა, არა აქვს მნისვნელობა ეს ტყვიით ხდება, დანით თუ დენით და როცა მწვადს გემრიელად მიირთმევ, ამავე დროს კი სავსებით შესაძლებველია ბოსტნეულით იკვებოს ადამიანმა და ასი წელი იცოცხლოს. ამ მდგიმარეობას უფრო ის ამძიმებს, რომ ლანძღვას ხალხს ვინც კლავს ცხოველს შენ კი ამდროს უარს არ ამბიბს სიამოვნებაზე, კაი საწბელს და მწვადს რა ჯობია იფ იფ. ადვილია პრინციპების გარეშე ცხოვრება და ეს გზა აირჩიეთ, კი ბატონო ღმერთმა გაგიმარჯოს, ამბობ ერთს და აკეთებ მეორეს, შენთვის მთავარია შენ არ მოკლა, ხორცს შეჭამ და თუ დაგჭირდა ან ცუდ ხასიათზე იქნები, ვინც დაკლავს იმას მკვლელს და მანიაკს დაუძახებ. გენაცვალე გაგებაში. ძაან ცუდად მივიქეცი, რომ აგყევი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ასეთი ხალხი, როგორიც თქვენ ხართ არასდროს დააფასებენ სხვის აზრს, არ ცემენ პატივს გარშემო მყოფებს და იმაზე რასაც თვითონ აკეთებს სხვას გააკრიტიკებს, გაკიცხავს და შეიძლება დახვრიტოს კიდეც. მშვიდობით ბრძანდებოდეთ
bebe
პატივცემულო მონადირევ, ზუსტად სტატისტიკაზე დაყრდნობით მოგახსენებთ, რომ ძალიან ბევრი მაწანწალა ძაღლი არის სახლიდან გამოგდებული საკმაოდ ჯიშიანი მონადირე ძაღლი, ისე სტატისტიკაც არ არის საჭირო, ქუჩაში გაიარეთ და მიხვდებით. ახლა რაც შეეხება ნადირობის ათასწლოვან ტრადიციას-დროთა განმავლობაში რეალიები იცვლება, იმას, რასაც ადამიანი ადრე საკვების მოსაპოვებლად აკეთებდა, დღეს გართობა გახდა, ამიტომაც მიმაჩნია ნადირობა არასწორ საქციელად. მაგალითად, აფრიკაში ვიღაც არაადამიანმა ამერიკელმა დანტისტმა მოკლა ტურისტების ლამის ხელზე შეჩვეული ლომი სესილი, იცით რა მოუვიდა იმ დანტისტს? მთელმა ქალაქმა ობსტრუქცია მოუწყო და იძულებული გახდა სხვა ქალაქში გადასულიყო. ცოტა ხნის წინ კი, ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში 25, გესმით 25 წელი მიუსაჯეს, ძაღლების ზუსტად ისეთი მეთოდით მკვლელს, როგორიც ამ სტატიაშია მოყვანილი. ჰოდა, თუ ასე ძალიან გიყვართ სროლა, იქნებ ტირში წაბრძანდეთ და იქ მოიკლათ სროლის ჟინი.
თიო-s
არ მინდა თქვენთან პოლემიკაში შემოსვლა, მაგრამ ერთი რამე მაკვირვებს, ხშირად მესმის თუ დამჭირდა დავიცავ თუ დამჭირდა ითევზავებ და ვინადირებ არაა ასე, რატომ? გეტყვი თუ არ მოემზადე 5 კილომეტრსაც ვერ გაივლი, თუ არ გასწავლა ვინმემ და შესაბამის გარემოში არ მოხვდი, ენასაც ვერ აიდგამ და რატომ გგონიათ რომ მტრისგან რამეს დაცვა ასე ადვილია, რატომ ამბობთ თუ დამჭირდა დავიცავ ომის დროს ვიომებ, ვერ იომებ თუ არ მოემზადე და ამაზე ნუ შემეკამათებით. ყველაზე ძნელი ბრძოლაა თან ისეთ მტერთან, რომელიც ძლიერია და შენ კი ამ დროს იმის იმედზე ხარ ომი თუ იქმენა ვიბრძოლება და ამისთვის მაქამდე არ ემზადები. მონადირე არ კლავს ახალგაზრდას მონადირე კლავს უკვე ბებერ ნადირს, რომალიც ვერ იძლევა ნორმალურ შთამომავლობას. იმ არასწორი მიდგომით, რომ მონადირეს მკვლელად თვლიან არის დღეს, რომ მგელი წითელ წიგნშია შეტანილი, რომელმაც თითქმის გაანადგურა ნადირი, არ გინახიათ, ფეისბუკზე მგლისგან შეჭმული ძაღლები? მაშინ არაფერს იძახის ეს საიტი და არ აკრიტიკებს გარემოს დაცვის სამინისტროს რომლებიც ასე თავგამოდებით იცავენ მგელს, ტურას რომელიც პარაზიტია და ზაიანის მეტი არაფერი მოაქვს. მაშინ არ ლაპარაკობენ იმ ხალხის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებზე, რომლის გამოც ასე მომრავლდა მგელი და უკვე ძაღლი არ დატოვეს სოლფებში. ამასაც მონადირეებს აბრალებენ ,,გაწყვიტეს ნადირი მონადირეებმა და რა ჭამოს საწყალმა მგელმაო''. ერთი აუჩემებიათ მგელი სანიტარიაო, კი ბატონო მგელი სანიტარია როცა მისი პოპულაცია რაღაც ზღვარს არ ცილდება, რა ის რომ გამრავლდება მერე არჩევს, ეს არაა ავადმყოფი და საღამომდე მოვიცდი ავადმყოფს ვნახავ რამეს და იმას შევჭამო. ეს არის გეგმაზომიერი დისკრიმინაცია მონადირეების და მალე კი იცი რა სიტუაცია გვექნება? ქალაქში ჩამოვა ის მგელი, როცა ტყეში არ იქნება საჭმელი და ამასაც მონადირეებს დააბრალებენ. ეს ის ხალხია ვინც გრანტებს იღებს ჩვები ფლორის და ფაუნის მოსპობის ხარჯზე. კარგად დაათვალიერეთ ფეისბუკი და ნახავთ რა დღეში ყრიან ძაღლებს მგლები, ზუსტად მონადირის ჩაურევლობამ და მტაცებლის არ გამოხშირვამ მიგვიყვანა ამ დონემდე სიტუაცია და კიდე უარესი იქნება. ესეც მაგალითი იმისა რატომაა საჭირო მონადირე.
ADMIN
მოცემულ თემაში მთავარ საკითხს აცდენილი ყველა შეურაცხმყოფელი კომენტარი წაიშალა. ძალიან გთხოვთ პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს და საკუთარი აზრიც ზედმეტი სიუხეშის გარეშე დავაფიქსიროთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?