მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველებისადმი საზოგადოების განვითარების დონის მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირია ცხოველებზე ძალადობა, რაც დაუსჯელობითაა განპირობებული.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" (GSPSA)
თავის ფეისბუქ გვერდზე ცხოველისადმი განხორციელებული სისასტიკის ფაქტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გთავაზობთ უცვლელად:

”2018 წელი ცხოველისადმი განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო. ამჯერად ძაღლის მოკვლა ცეხცხლსასროლი იარაღიდან მოხდა საგურამოში.

ამ ძაღლს ყურადღებას აქცევდა ერთი კარგი პიროვნება. ძაღლი საგურამოში ქუჩაში ცხოვრობდა უკვე 4 წელი. ის არ იყო აგრესიული და ენდობოდა ადამიანებს. მეურვემ მკვდარი ძაღლი 13 იანვარს იპოვნა. ძაღლს შუბლის არეში ეტყობა ცეცხლსასროლი
იარაღიდან მიყენებული დაზიანება. GSPSA-სთან საუბრისა და კონსულტაციის შემდეგ გამოძახებული
იქნა პოლიცია, ხოლო ძაღლის გვამი გადატანილი იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პათანატომიური კვეთისა და ექსპერტიზის დასკვნისათვის.

GSPSA მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 593 322 159

Zooclub

ლელუკას-ს და მის დამქაშებს
კი მარა ძაღლი ყველა ანგელოზია არა და ყველა მონადირეა ცუდი. სულ გაგიჟდით თუ რა გინდათ, ე.ი. იმის თქმა გინდათ მე გამოვეკიდე ძაღლებს და გავაღიზიანე და ცუდი მონადირე ვარ და იმ ძაღლების პატრონი მართალია რომელსაც ესმოდა ზაღლი ადამიანს უტევდა და მხართეძოზე იყო წამოწოლილი. შედევრია მოკლედ ბრავო, პრელია გეკუთბნით პრადვინუტი აზრივნების გამო. მეცოდებით რატომ იცით, ასე რომ შეგიძლიათ ადამინზე ილაპარაკოთ მის გულწრფელობაში ეჭვიშეიტანოთ როცა ამის არანაირის საფუძლელი არ გაქვთ, ამის პარალელურად კი სხვის პატივისცემაზე ლექციას ჩაატარებთ. მაგრამ სხვა რამეა ეს ხუშტურია და აჩემება ის, რომ ყველა მონადირე მკვლელია, თქვენ ძაღლის შესახებ მარტო წიგნში წაგკითხავთ და გჯერავთ ის მითი რომ ძაღლი ყოველთვის ანგელოზია. მე ბევრი ძაღლი მყოლია და ისეთი შემთხვევაც მქონდა როცა ჩემმა ძაღლმა ადამიანზე გაიწია, მაგრამ ამის გამო ადამიანი არ გამიმყუნებია ესაა განსხვავენა ჩვენს შორის.
ლალუკა-ს
გაიხარე ჩემო კარგო სიმართლის თქმისთვის!
ლალუკა
მამაჩემი მონადირე იყო, მართლაც მთელი სოფლის ძაღლები უყეფდნენ, ჩემმა ბიძაშვილმა დოგის ჯიშის ძაღლი ჩამოიყვანა ყაზახეთიდან და ამ ძაღლმა მარტო მამაჩემი ამოიჩემა, მაგრამ მამას საუკეთესო მონადირე ძაღლი ყავდა ჯულბა და ის ცემდა პასუხს ყველას მამაჩემის მაგივრად. ასე რომ კარგი მონადირე ძაღლზე ხელს არ აღმართავს.
Nik
ვინ იცის საიდან ხვდებიან ქუჩაში უპატრონო ძაღლები? ისინი პატრონიანები იყვნენ და გააგდეს გაუშვეს გადააგდეს და გახდნენ უპატრონოები. მერე ვნიც ძაღლი გააგდო ისინი ჩივიან უპატრონო ძაღლებზე, პაროდიაა რბილად რომ ვთქვათ. უნდა მოხდეს მასიური სტერილიზაცია ძაღლების რომ მათი პოპულაცია შემცირდეს რადიკალურად, რომ ჰყავდეთ მხოლოდ კეთილ და პასუხისმგებლიან ხალხს და არა ბოროტ რეგვენებს და ისეთებს კიდევ 10 წელი ტანკის ჯაჭვზე რომ ყავთ აუშვებლად დაბმულები საწყალი არსებები და უკეთეს შემთხვევაში თვეში ერთხელ ქვაბის მონავლებს რო უსხავენ ტალახიან ჯამში.
bebe-s
ვერ ვხვდები ეს ამ ტემასთნ რა შუაშია. ისე შველზე რატომ გაქვს აქცენტი, დათვი არ გესიპატიურება? გარეული ღორი იცი რა საყვარელია, გარეული ბატი, იხვი მაინდამაინც შველზე რატო მეკითხები?! ან რა კითხვაა შველს ესვრი? ჯერ ერთი კანონითაა აკრძალული შველზე ნადირობა და არასდროს უკანონოდ არ მინადირია, კარგად დააკვირდი უკანონოდ არ მინადირია, მეორე კიდე, როდის მერე გახდა მონადირე მკვლელი? ნამუსი აღარ არის მონადირე მკვლელია, სამართალდამცველი მოზალადე მონადიეს ძაღლი თუ გამოეკიდა და მოიგერია უნდა ვწყევლოთ, სამართალდამცავს კიდე ოჯახის ამოწყვეტით უნდა დავემუქროთ ესაა თქვენი ლოგიკა. თუ არ იცი არკრიბე გუგლში რა არის ნადირობა და ვინაა მონადირე. თქვენ გეტყობა მარტო შამფურზე გყვარს ხბოს მწვადი მერე გამოხვალ გამაძღარი და იმ ხალხს გალანძღავ ვინც ის ხბო დაკლა. სირცხვილია ადამიანზე წინ ცხოველი დააყენო და გამოუძიებლად და სიტუაციაში გაურკვევლად ადამიანი წყევლო და ამოწყვეტა უსურვო. გიმდა ჭამოგითვალო რამდენი პრობლემებია მაწანწალა ძაღლების გამო ამ პრობლემების მოგვარებაზე იფიქრეთ და დააყენეთ საკითხი. რაც შეეხება შველს ესვრი ერთერთი პოპულარული ნადირობაა ევროპის ქვეყნებში შველზე ნადირობა მაგალითად გერმანიაში, ერთი ხალობელს სევხვდი სამი თვის გახსნილი იყო სეზონი და ორი სველი მყავს უკვე მოკლულიო, შენ რომ გკითხოს კაცმა მკვლელი და საზიზღარია ის ადამიანი. დიახ კლავენ შველს, მაგრამ ბებერს და ისეთს რომელიც უკვე ჯანმრთელ თაობას ვერ იძლევა, რომ პოპულაცია არ გაფუჭდეს, არ გადაშენდეს და დაავადდეს. ესაა ნადირობა და ამას აკეთებს მონადირე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?