მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველებისადმი საზოგადოების განვითარების დონის მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირია ცხოველებზე ძალადობა, რაც დაუსჯელობითაა განპირობებული.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" (GSPSA)
თავის ფეისბუქ გვერდზე ცხოველისადმი განხორციელებული სისასტიკის ფაქტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გთავაზობთ უცვლელად:

”2018 წელი ცხოველისადმი განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო. ამჯერად ძაღლის მოკვლა ცეხცხლსასროლი იარაღიდან მოხდა საგურამოში.

ამ ძაღლს ყურადღებას აქცევდა ერთი კარგი პიროვნება. ძაღლი საგურამოში ქუჩაში ცხოვრობდა უკვე 4 წელი. ის არ იყო აგრესიული და ენდობოდა ადამიანებს. მეურვემ მკვდარი ძაღლი 13 იანვარს იპოვნა. ძაღლს შუბლის არეში ეტყობა ცეცხლსასროლი
იარაღიდან მიყენებული დაზიანება. GSPSA-სთან საუბრისა და კონსულტაციის შემდეგ გამოძახებული
იქნა პოლიცია, ხოლო ძაღლის გვამი გადატანილი იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პათანატომიური კვეთისა და ექსპერტიზის დასკვნისათვის.

GSPSA მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 593 322 159

Zooclub

თიო
მაგრამ ეს ფაქტი - რაც აქ მოხდა და ამ თემაში წერია - მართლა კატასტროფაა და უზნეობა! ძაღლის ასე მოკვლა, მითუმეტეს უწყინარის (როგორც აქ წერია) - ძალიან ცუდი ფაქტია! :( ამას უნდა იძიებდნენ და პასუხისგებაც უნდა იყოს სერიოზული! არა და ჯერ არც ერთი მსგავსი სისასტიკე საქართველოში არ გამოძიებულა და არც არავინ დასჯილა! - ეს კი ცუდია! საზოგადოება ასეთი უკანონობით მართლაც სახეს დაკარგავს :(
თიო
ადამიანი ხორცის მჭამელია - გარწმუნებთ, როდესაც გადასარჩენად დასჭირდება კიდეც ითევზავებს, კიდეც ინადირებს - ეს ინსტიქტია ადამიანში თავის გადასარჩენი და არა გასართობი და არასერიოზული. სამხედრო მომზადებისთვის კი არ არის აუცილებელი ცხოველების ხოცვით გამოწვრთნა და ვარჯიში. ისევ სჯობს ადამიანებმა ძალა ერთმანეთზე გამოცადონ და ამისთვის არის ძალიან ბევრი საწვრთნელი საშუალებები. ამიტომ ჩემთვის ეს მაგალითი არ არის საკმარისი ცხოველების ხოცვის გასამართლებლად :( მეც მისროლია კისტის თოფი, მიყვარს მიზანში სროლა :) ცხენით ჯირითი - მაგრამ არასოდეს! არასოდეს ვატკენ სულიერს! მითუმეტეს უმწეოს, სადღაც რომ შვილი ყავს დატოვებული და უბრალოდ საბალახოდ არის გამოსული.. სადღაც ცაში საკვებს რომ ეძებს და შინ ბარტყები ელოდებიან.. - ნებისმიერი ქვეყნების სიბრძნეში ნათქვამია, რომ ძლიერმა უნდა დაიცვას სუსტი! დაუცველს და უიარაღოს არ უნდა ესროლო! .. - ეს ადამიანის კოდექსია! ეს ვაჟკაცის კოდექცია! მე იმას გეუბნებით, რასაც თავად არ ვიზამ! თუმცა ვიმეორებ - ომის დროს (ღმერთმა გვაშოროს) მეც კი არ დავიხევ უკან და დავიცავ ის, რაც ჩემი საკუთარია! - მიწას, ახლობლებს!.. მესმის თქვენი - თქვენ ასე ცხოვრობთ, ეს თქვენი ნებაა და პირადი არჩევანი - შეგნებული! მაგრამ ადამიანების ასეთი გაგება მე ძალიან მწყვეტს გულს! _ თიო-s -ს - გასაგებია :) :*
თიო-s
მე მგონი მიხვდით რომ ასე მარტივად არაა საქმე როცა მონადირეებს აგინებენ და მკვლელებს ეძახიან, კიდე ერთია ჩემი კომენტარის გამო ბოდიში, მაგრამ ისეთი რამეები დაწერეს უკაცრადად და სულმყრალები, მანიაკები, მკვლელები და ბოლოს დიდი ბოდიში თქვენთან და გავკარი ყველა მონადირესო. თავი ვერ შევიკავე. კიდევ ბოდიში ტქვენი წყება არ მინდოდა ნამდვილად უბრალოდ ასე გამომივიდა
Tio - მენტორი -ს -s
და როგორ ითევზავებ და ინადირებ თუ ამის უნარები არ გაგაჩნია ან ჩვეულებრივ დროს არ გითევზავია და გინადირია? მეორეა კიდე, ნადირობა არის საქმიანობა, გზა, საშუალება, რომლითაც ადამინი ემზადება საგანგებო ან საომარი სიტუაციისათვის. მონადირე თითქმის მომზადებული მებრძოლია, რადგან ზუსტად ნადირობისთვისაა ის აუცილებელი უნარჩვევები, რაც მებრძოლს ჭირდება. ყოველთვის ნადირობა იყო საქმიანობა რომლითაც მშვიდობიანბის დროს ადამიანი ემზადებოდა ბრძოლისათვის. ახლა ამზე იტყვი ასე არ არისო, მაგრამ ასე, ამის მაგალითად გამოდგება მეორე მსოფლიო ომის დროს კავკასიის დაცვისას მონადირეების დიდი წვლილი. დღევანდელ საქართველოში კი მონადირეები მკვლელბად მიაჩნიათ, ერთი დავწერე ნადირობისას ძაღლი გამომეკიდა ჰაერში გასროლით მოვიგერიე, პატრონმა კი ფეხებზე დაიკიდა არ გამოხედა არ გაიხმო უკან მეთქი და პასუხად რა მივიღე იცი, შენ ხარ მკვლელიო. არავის ერთი სიტყვა არ უთქვია არავის იმ უნამუსო პატრონზე, რომელიც მხართეძოზე წამოწოლილი იყო და შეიზლება უყურებდა ძაღლი, როგორ მიტევდა. თუმცა მე მესმის დღევანდელი ჩვენი მიდგომა ყველა იმ საკითხისადმი რაც ქვეყნისთვის არის სასიკეთო. მონადირე, როგორც ვთქვი არის უკვე თითქმის მომზადებული მებრძოლი, იცის ადგილმდებარეობა, შეუზლია დიდი მანძილებზე გადაადგილება, კვალზე მიყოლა, თავშესაფრის მოწყობა, საველე პირობებშო ცხოვრება, გადარჩენა რაც მთავარია ველურ ბინებაში და თავის დაცვა არი ძლიერი და ამტანი რაც აუცილებელია მეომრისთვის, მაგრამ ასეთ საქმიანონას არ წავალახლისებთ მკვლელებს ვეძახით მონადირეებს, ჩვენ კი არ გვაქვს დაკარგული 20% ტერიტორიის ეს რუსეთს წავართვით და მეომრები და ბრძოლისთვის მომზადებული ხალხი რაში გვჭირდება. ესაა მიდგომა დღევანდელი აზრზე არაა ხალხი რა არის ნადირობა და ვინაა მონადირე და უკვე მზად არიან მკველელბი ეზახონ სირცხვილია მეტი არაფერი ძაღლზე მეტი ფასი რომ არ აქვს ადამიანს
თიო
მე პირადად აგდებულად არ მომიმართავს და ადამიანმა თავს პატივი უნდა სცეს და ელწმწნტარულად ვინც არ საუბროს აგდებით ნებისმიერ თემაზე ისაუბროს ღირსეულად. მე ასე გესუბრებით. დიახ, თქვენთვის არასასიამოვნო თემაზე, მაგრამ ნორმის ფარგლებში. დაამტკიცეთ რომ საღად ურთიერთობთ და მსჯელობა და კრიტიკა ზრდილობის ნორმებში ჩასვით თუ შეიძლება. უყველას ვთხოვ ამას. პირადად მე ასეთი აგდებუპი ტონის საბაბი არ მომიცია. სიუხეშოთ კი ვერავის დაითანხმებთ, რადგან მე შეიძლება პირადად თქვენ აღარც გიპასუხოთ, თუმცა რა თქმა უნდა იგივე აზრზე ვრჩები. ყველას მეტ სიმშვიდეს, სიყვარულს და ყოველი სულიერის დანდობას გიაურვებთ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?