მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველებისადმი საზოგადოების განვითარების დონის მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირია ცხოველებზე ძალადობა, რაც დაუსჯელობითაა განპირობებული.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" (GSPSA)
თავის ფეისბუქ გვერდზე ცხოველისადმი განხორციელებული სისასტიკის ფაქტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გთავაზობთ უცვლელად:

”2018 წელი ცხოველისადმი განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო. ამჯერად ძაღლის მოკვლა ცეხცხლსასროლი იარაღიდან მოხდა საგურამოში.

ამ ძაღლს ყურადღებას აქცევდა ერთი კარგი პიროვნება. ძაღლი საგურამოში ქუჩაში ცხოვრობდა უკვე 4 წელი. ის არ იყო აგრესიული და ენდობოდა ადამიანებს. მეურვემ მკვდარი ძაღლი 13 იანვარს იპოვნა. ძაღლს შუბლის არეში ეტყობა ცეცხლსასროლი
იარაღიდან მიყენებული დაზიანება. GSPSA-სთან საუბრისა და კონსულტაციის შემდეგ გამოძახებული
იქნა პოლიცია, ხოლო ძაღლის გვამი გადატანილი იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პათანატომიური კვეთისა და ექსპერტიზის დასკვნისათვის.

GSPSA მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 593 322 159

Zooclub

თიო-s
და ახლა გაგიკვირდა არა აგდებული დამოკიდებულება, ნახე აბა რეებს წერენ მონადირეებზე. კიდე გეუბმები კრიტიკა ერთია მარა შეურაწყობა სხვა მე შეურაწყოფა არ მომიყენებია.
თიო
”მორჩი რა სისულეებს.”- ასეთი ფრაზებით ვერ დააფრთხობთ ნორმალურ ადამიანს. ასე რომ მე პასუხს ჩემს სიტყვებზე ვაგებ და თავი სეიკავეთ ასეთი აგდებული დამოკიდებულებისგან - თქვენზე საუბრობს ეს .
Tio - მენტორი -ს -s
მორჩი რა სისულეებს. კრიტიკაერთია და შეურაწყოფა მეორე. შენ მეგიბარ ცხოველების დამცველებს კი მეტი ზრდილობისკენ მოუწოდებდე ჯობია, რომ აიკლეს წყევლით აქაურობა.
Tio - მენტორი -ს
ვეგეტარიანელი იქნებით :) საქმე იმაშია, რომ ქრისტე ჭამდა პასექს - ანუ ხორცი ღმერთისგან დასაშვებია. ანუ როცა ხალხს საკვებად უნდა - მაშ დასაშვებია საკვებად. პირადად მე რომ აღმოვჩნდე დაუსახლებელ კუნიძულზე და არ მეყო ხის ნაყოფი, ვითევზავებ, თუ არც ის იქნა - მაშ ვინადირებ - ეს დაშვებულია! - ახლანდელი მონადირეები იმიტომ არიან კრიტიკის თემად, რომ საკვებად ისედაც არის გარშემო - ეგენი კი ერთობიან ხოცვით! ასე რომ მე ხორცს რომ ვჭამ - შიმშილი მამართლებს (ორგანიზმისთვისაც საჭიროა. როგორც კი ხორცის შემცვლელს მოიგონებენ პირობას ვდებ - მაგ საკვებზე გადავალ :) ) , მონადირეების სისხლიან გართობა-მკვლელობებს კი არც ეკლესია ამართლებს, არც ხორცისმჭამელი ადამიანი, რომელსაც ბუნება უყვარს... - მოკლედ, ამაოა აქ ასეთი დაცვა და არ არსებობს ჰაერში ამის გასამართლებელი. ამიტომ აქ მონადირეების დაცვისგან მხოლოდ სხვის დადანაშაულებას ვკითხულობ - რომ აი ის ჩვენზე უარესია! - თორემ თავს რომ ვერ გაიმართლებენ ფაქტია! ნადირობა, რომელიც საკვების აუცილებელი მოპოვებისთვის არ არის - უბრალო და ჩვეულებრივი მკვლელობაა! სამწუხაროდ..
ლელუკას-ს და მის დამქაშებს -ის გასაგონად - s -ს-s
რაც ვიცავ და ადამიანს ვიცავ ბრბოსგან, ადამიანის მნვლელობის შემთხვევაშიც კი არის გამოძიება და მკვლელობის მიზეზიდან გამომდინარე 7-12 წელია სასჯელი. აქ კი ეს დაზომბირებული ხალხი ბედობა დღეს წყევლა კრულვის კორიანტელს აყებნებს. ამას ამართლებ? მეორეა მონადირეობასთან დაკავშირებით შენი აზრი გაქვს, მაგრამ შეურაწყოფის უფელაბა არავის მოუცია სულმყრალი ეძახო და გავარტყი ყველა მონადირეს. გავარტყი ყველა ამის მთქმელს და მეტსაც ვიტყვი უბრალოდ არ გამოაქვეყნებენ. ვინ ჩემი ფეხებია ვინც არ უნდა იყოს ბოლო-ბოლო მონადირე მანიაკს შეადარო. ბრბოსგან ვიცავ ადამიანს, რომელიც არანაირ უკანონობას არ ჩადის და ნორმალური მონადირე ზუსტად ბუნების დამცველია. ან რა შუაშია მონადირე იმ ხალხთან ვინც ცხოველებს აჩხუბებს საერთოდ არეული გაქვს ყველაფერი და ცდილობ ყველა უბედურება მონადირეს დააბრალო, ერთი იმას წერდა მონადირეები აგდებენ ძაღლებსო ეს ხო სუფთაწყლის სისულელეა, იდიოტი უნდა იყო ადამიანი ეს დაწერო. აზრზე არ ხართ რა არის ნადირობა, ყურმოკრულით აკეთებთ დასკვნებს და ხალხს შეურაწყოფას აყენებთ, ამას არ ვემხრობი. მე პირადად მინახია პატარა ბავშვი ძაღლისგან შეშნებული სული, რომ კინაღამ ჩაუთქვეს და მას შემდეგ ერთი წელი ისტრეიულად, ეშინოდა ძაღლების. ღმერთმა ნუ ქნას ასეთ დღეში ვინმე ჩემიანი ჩავარდეს თორე იმ ძაღლსაც არ დაადგება კაი დღე, არც მის პატროსნ და არც იმას ვინც გამოესარჩლება. ახლა რაც გინდა ის დაწერე, სულ ფეხზე მკიდია რატო იცი თქვენისთანა ხალხისგან კომპლიმენტი პირადად ჩემთვის უფრო დიდი შეურაწყოფაა ვიდრე ის რასაც წერთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?