მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველებისადმი საზოგადოების განვითარების დონის მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირია ცხოველებზე ძალადობა, რაც დაუსჯელობითაა განპირობებული.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" (GSPSA)
თავის ფეისბუქ გვერდზე ცხოველისადმი განხორციელებული სისასტიკის ფაქტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გთავაზობთ უცვლელად:

”2018 წელი ცხოველისადმი განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო. ამჯერად ძაღლის მოკვლა ცეხცხლსასროლი იარაღიდან მოხდა საგურამოში.

ამ ძაღლს ყურადღებას აქცევდა ერთი კარგი პიროვნება. ძაღლი საგურამოში ქუჩაში ცხოვრობდა უკვე 4 წელი. ის არ იყო აგრესიული და ენდობოდა ადამიანებს. მეურვემ მკვდარი ძაღლი 13 იანვარს იპოვნა. ძაღლს შუბლის არეში ეტყობა ცეცხლსასროლი
იარაღიდან მიყენებული დაზიანება. GSPSA-სთან საუბრისა და კონსულტაციის შემდეგ გამოძახებული
იქნა პოლიცია, ხოლო ძაღლის გვამი გადატანილი იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პათანატომიური კვეთისა და ექსპერტიზის დასკვნისათვის.

GSPSA მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 593 322 159

Zooclub

ela
არ გაიხაროს მაგის გამკეტებელმა მასევე მოუვიდეს რა !!!!
Nik
Amis gamketebels... Eh ravi risi girsicaa ar minda am axal wels vtkva, dzalian boroteba chaidina, guli damewva, me tviton uvli upatrono dzaglebs..
მანჩო
არაადამიანებმა გაიჯეჯილეს არა? როდემდე?! პატრონი ჰყავს თუ არა ამ ქვეყანას?!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?