მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველებისადმი საზოგადოების განვითარების დონის მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირია ცხოველებზე ძალადობა, რაც დაუსჯელობითაა განპირობებული.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" (GSPSA)
თავის ფეისბუქ გვერდზე ცხოველისადმი განხორციელებული სისასტიკის ფაქტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გთავაზობთ უცვლელად:

”2018 წელი ცხოველისადმი განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო. ამჯერად ძაღლის მოკვლა ცეხცხლსასროლი იარაღიდან მოხდა საგურამოში.

ამ ძაღლს ყურადღებას აქცევდა ერთი კარგი პიროვნება. ძაღლი საგურამოში ქუჩაში ცხოვრობდა უკვე 4 წელი. ის არ იყო აგრესიული და ენდობოდა ადამიანებს. მეურვემ მკვდარი ძაღლი 13 იანვარს იპოვნა. ძაღლს შუბლის არეში ეტყობა ცეცხლსასროლი
იარაღიდან მიყენებული დაზიანება. GSPSA-სთან საუბრისა და კონსულტაციის შემდეგ გამოძახებული
იქნა პოლიცია, ხოლო ძაღლის გვამი გადატანილი იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პათანატომიური კვეთისა და ექსპერტიზის დასკვნისათვის.

GSPSA მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 593 322 159

Zooclub

bebe
...-სს- შველს თოფს ესვრი?
mancho-s
კაით რა პირი შეკარით, ის ზაღლებიც არჩევევენ ბოროტ ადამიანს ღამე სადარბაზოდან გამოსულ ხალხს რომ დაზდევენ ყეფით, არ გქონის შემთხვევა, როცა დაზაფრული ბავში კედელტან აყენებული ყავდა რამოდენიმე ძაღლს და რა დღეში იყო წარმოგიდგენია. ის საკითხი დააყენეთ ამდენი მაწანწალა ძაღლი რომ დარბის მოხედოს ვინც საჭიროა, ან რას ნისნავს ჯერ არ ვიცით მიზეზი რატომ მოხდა ეს ყველაფერი და უკვე განაჩენი გამოგაქვთ, რა გამორიცხავთ რომ შეიძლება ვინმეს დაესხა თავს. აქ კიდე ამ ბედობა დღეს წყევლის და კრულვის კორიანტელი დააყება ზოგიერთმა.
მანჩო
ვინც ბავშვობიდანვე ეჩვევა ძალადობას, მერე მაგნაირებისათვის ადამიანის მოკვლა პრობლემას არ წარმოადგენს. ისე კი ცნობილია, რომ ძაღლი კარგად არჩევს ბოროტ ადამიანს.
bebe-s
კი დავრეკავდი და ძვალი აღარ დარჩედობა იმათ მოსვლამდე. ისე ასეთი ნიჭიერი საიდან ხართ, ის იცით თურმე ძაღლი არჩევს აგრესიულ ადამიანს. ახლა გინდა კიდე გითხრათ მაგ ამბის გაგრძელება. უბანში რომ ჩამოვედი და ამბავი მოვყევბი ბევრმა დამიდასტურა იმ ძაღლების აგრესიულობა მათ თოფი არ ქონიათ. ისე მართლა ვერ ხვდებით იმას, რომ სისულელეს ლაპარაკობთ? რატო იცით, მარტო თოფიან ხალხს ესხმიან ძაღლები, თუ ყველა მეთოდით და საშუალებით საკუთარი აზრის გამართლება ეს თქვენი სტილია? ისე მე რაც შემეხება თავს არ შევაჭმევინებ, თქვენ ისე გიქნიათ გინდა ძაღლს შეუჭამიხართ და გინდა ტურას მაგ მე არ ვიდარდო. ისე მაგარია თქვენი და მაწანწალა ძაღლების სიშით სანადიროდ ვეღარ წავსულვარ. იმას კი არ ამბობს პატრონი უნდა გამოსულიყო და მოეხმო თავისი ძაღლებისთვისო, არა შენ ხარ დამნაშავეო თუ მოკლავდი და თავს არ შეაჭმევინებდი ცუდი კაცი იქნებოდიო :) ვაი ჩვენს გაჭირვებას! ცოტა დაფიქრდით რეებს წერთ.
bebe
ბატონო ანონიმო ...სს--სანადიროდ რომ იყავი, იმიტომაც დაგედევნენ ძაღლები, რამეთუ იციან თოფიანი კაცი რასაც წარმოადგენს და ცხოველის მოკვლა რომ შეგიძლია, იმიტომაც ვერ ხვდები, რატომ არის ამ ძაღლის მოკვლა დანაშაული. რაც შეეხება ძაღლის შესაძლო აგრესიულობას, ამ შემთხვევაში შესაბამისი სამსახური არსებობს და დაკავშირება შეიძლებოდა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?